ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"

საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

• სოსო

ცხონებულმა ბებიაჩემმა ერთი ანდაზა იცოდა."ავია თუ კარგია,ქალო,შენი ქმარიაო"ავია თუ კარგია,ეს ჩვენი ნაკრებია და როგორც შვილი,ისიც უპირობოდ მიყვარს,გული შემტკივა მასზე.სხვა საქმეა მოწონება და სულ სხვა საქმეა სიყვარული.შვილსაც ვაკრიტიკებთ,ზოგჯერ ვლანძღავთ კიდეც,მაგრამ ის ამით,ჩვენთვის ნაკლებად საყვარელი არ ხდება.

• სოსო

ამ ბოლო ხანებში,საკმაოდ ხშირად გეთანხმები,გლახუნა.გუნდი გოლზე არ არის დაგეშილი,მუდამ უკან იყურებიან და მწვავე პასის ნაცვლად,ნაღდ პასს აკეთებენ.რისკის გარეშე კი გოლის გატანა,თითქმის შეუძლებელია.

• გოგა

ხან დაცვაა კარგი ხან მეკარე ხან ნახევარდაცვა და ასე გრძელდება,მერამდენე შესარჩევია და სულ ან ბოლო ვართ ან ბოლოდან მეორე, ნებისმიერი მწვრთნელის ხელში. რო არა ერთა ლიგა ვაისიც იგივე შედეგებს დებს რაც სხვები დებედნენ. ეხლა მოდით და ვიშტეროთ ძალით თავი,რო არაა ესე..

• Vasili

მთელი ერი ელოდება ერთ ბავშვს რომელსაც ჯერ ერთი სეზონიც კი არ აქ ნათამაშები, გამოვა შეიძლება ფორმაში არ იყოს, ან ვერ წაუვიდეს ორი -სამი თამაში და თქვენ იქნებით პირველები ვინც ცოცხლად დამარხავთ, შეეშვით რა , როცა დადებს შედეგს მერე შეაქეთ, ნიჭიერი როა და კარგი ადამიანი მაგას ყველა ვხედავთ. არ მოგბეზრდათ ეს მესიების შექმნაა და წარმოსახვა?? რამდენი მესი გვყავდა ამ ბოლო 10 წელიწადში ხო არ დაგავიწყდათ? / ნუ კიდებთ მაგ ბავშვს ამხელა ტვირთს!!!

• nodara

ნაკრებმა ორი თამაში მაგრად ითამაშა ორ მასზე 100 თავით მაღლა მდგარ მეტოქესთან შეძლო და კარი მშრალად შეინახა და 2 ქულა აიღო, ოქრი და ანანიძე კი ერთ ერთი საუკეთესოები იყვნენ მოედანზე,ლორიაც ზაან მაგარ ფორმაშია ,ორი თამაში კარი მშრალად შეინახა და რა ბურთები აიღო...ზოგიერთები ბოდიშს გიხდით და ნუ ხართ დაუნახავები , ბიჭები მაგარი შეთამაშებულები არიან და კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ეტყობათ რო ნელ ნელა შედიან საუკეთესო ფორმაში.თამამად შეიძლება ითქვას რომ ნაკრებმა იპოვა თავისი თამაში და ამ თამაშით ბელორუსსაც დავამარცხებთ და კოსოვოსაც, გიბრალტარზე არაფერს ვამბობ...ბოლო ორი თამაში რომ ითამაშეს ასე კარგად დიდი ხანია არ უთამაშიათ..მე ამათი მჯერავს!!!!

• გიორგი

ისტორიულად შემოდგომაზე უკეთ რომ ვთამაშობთ თუ ატყობთ?!

• ემირი

დაცვა ვისწავლეთ გოლი ვერ გააქვთ მალე წინაც ვიზამთ რამეს:) მითუმეტეს ჩაკვე რო დაბრუნდება. ერთი ფაქტია ბოლო წლებში ყველა რო სამ ქულაზე ჩამოდიოდა და თამაშის დაწყებამდე ამბობდნენ კიდეც , ახლა არაა მთლა მასე საქმე , ირლანდია ნიჩიათი კმაყოფილია. დანიასაც არ ეტყობოდა უკმაყოფილება და თვითონაც იძახიან ამას. უკვე ანგარიშგასაწევი ვართ და ზაან კარგია.

• ემირი

მერამდენე თამაშია კიტეიშვილი ძაან მაგრა თამაშობს და რანაირად შეიძლება ეს უკეთეს გუნდში არ იყოს

• რუსლანი

ყაზაიშვილი და ჯანო ნაკრებს საერთოდ არ უნდა გააკარო ნაკრებს

• მაყურებელო!

ფრეთმადიდებელო?!

• ზუკა

ვიცი კლავიატურაზე წერა ადვილია კრიტიკაც.მაგრამ მაგრამ მინდა გკითხოთ ჯანო ანანიძეს ნაკრებში რატომ უხმობს ვაისი? არ ბრძოლობს ეშინია სუსტია ვიყავი ტრუბუნაზე და ვუყურებდი

• რატი

კიტეიშვილს ფეხბურთელი რომ გონია თავი,

• gago

კიტეიშვილი საერთოდ ჩამოუყალიბებელი ფეხბურთელია,ნაკრებში რა უნდა მაგას,სულ მეშინია ქარმა რომ დაუბეროს მინდვრიდან გაქრება

• რა მაფიაა?

აუ, კოსოვოს ჩეხეთს გასვლა თუ ვერ მოუგო, ფინალში მოგვასკდებიან და აქ რამე უნდა მოვახერხოთ... აუ რა თამაში იქნებაა, თუ მოვიგეთ, თასების თასისნაერად მოვუყვებით შვილიშვილებს :-D

• emigranti

ბატონო ვაჟა, მოყვარეს პირში უძახეო არ გაგიგიათ? პირადად ჩემთვის ასეთი შანსის გამოუყენებლობა, რაც გაზაფხულზე გველის, პირადად ჩემთვის კატასტროფა იქნება და რეალური საშიშროების წინაშე რომ ვართ იმიტომ ვცდილობ, რომ თავიდან ავიცილოთ. მწვრთნელი რომლიც ვერ ხედავს, რომ ორი კაცი ლამის მოედანზე დაწვა, ის თამაშს არ უყურებს. არც თამაშემწეები არა ჰყავს რომ უკარნახონ? წინასანაკრებო შეკრებაზე შემოწმება არ გაიარეს ფეხბურთელებმა? ვინ რა ფიზიკურ ფორმაში იყო არ იცოდა ვაისმა? აბა ამას მწვრთნელი ჰქვია? დარწმუნებული ვარ მისი დავალებით გაჰყავდათ დრო ბოლოს, ფრეს ინარჩუნებდნენ...აზრი? ის ერთი ქულა გინდ გქონია და გინდ არა, წადი შეტევაში, დაუყენე ქვილითაიას გვერდზე ერთერთი ლობჟანიძე, გვილიამ რა დაუშავა? მეორე ნახევარში საბა და გვილია ოქრის და ჯანოს ნაცვლად დიდს არაფერს დააკლებდა დაცვას, ერთტაიმიანმა მდორე თამაშმა რამოდენიმეჯერ მაღალი პრესინგის მცდელობით ისე დაღალა ჩვენი ვარსკვლავები, რომ აშკარად დაეტყოთ, ვაისი კი მგონი ფიქრებით სხვაგან იყო. მოკლედ პრობლემის თავი და თავი ვაისია და სანამ დრო გვაქვს კიდევ, უნდა მოვიცილოთ. ფეხებზე კიდია ქართული ფეხბურთი.

• emigranti

არ გეწყინოთ ბატონო ვასილ, დისლაიკები ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ სიმართლე გულს სტკენს ადამიანს.დაახლოებით მესამოცე წუთიდან ოქრი და ჯანო ფეხზე ვეღარ იდგნენ. ერთი ბოლოს წამოწვა კიდეც, მეორემ კი დრიბლინგისას ლამის მხარი ამოიგდო "დახმარების" გარეშე. იმის მეათედი არ არიან ეს ფეხბურთელები, როგორიც გვახსოვს და ცვლილებეი გარდაუვალია. პირველ რიგში და მთავარი ვაისის საკითხია. ან ბრმა უნდა იყო, ან ვიღაცის დავალებას ასრულებდე, ან ფეხებზე გკიდია და მტერი ხარ. სასწრაფოდ გამოსაცვლელია, თორემ ძალიან სუსტ ბეწვის ხიდზე მოგვიწევს გავლა გაზაფხულზე.რესურსი არის და მათ კიდევ ნინუა, მალი, ლაკვეხელიანი და მეტად ცნობილები დაუმატეთ. შესაშური გუნდის გაკეთება შეიძლება და ნუ გავუშვებთ შანსს.

• emigranti

ისეთ ხასიათზე ვარ საერთოდ არ მინდოდა გამოხმაურება, მაგრამ თქვენი კომენტარი რომ წავიკითხე მთლიანად ვეთანხმები. უკეთესად ვერ დავწერდი.

• Guria

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამოდენიმე წუთი მიეცა სათანაშოდ, მომეწონა ელგუჯა ლობჟანიძე, რომელმაც არაფერი დაუთმო ტანმაღალ და ათლეტურ ირლანდიელ მცველებს, ლობჟანიძესაც ტიპური მძიმე ფორვარდის აღნაგობა აქვს, ჩემი აზრით კარგ ფეხბურთს ითამაშებს ეგ ბიჭი, წარმატებების მას და საქართველოს ნაკრებს.

• კ ო მ ბ ლ ე

მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ფეხბურთელები იყოთ, ისე იბრალებთ, როგორც ჩვენ გულშემატკივრობას, ორივე რიონს ვართ გასაყოლებელი.

• ემზარ დუისბურგი

...და ლორიას რამდენჯერ მიუვიდა ბურთი და პირველად რომელ წუთზე?ე.ი. ირლანდიამაც არ იცის ფეხბურთი ხომ?დანიამაც არ იცოდა წინა შეხვედრაში ხომ?როგორ ერთბაშათ გინდათ რა ყველაფერი ? ჩვენ ნორმალური და დალაგებული თამაში გუშინ დავიწყეთ და ცოტაც და იქნება გოლებიც და გამარჯვებებიც

• Giorgi

ხშირად არის ხოლმე შედარებები საქართველოს ნაკრების ისეთ ნაკრებებთან რომლებსაც არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები და ტოპ კლუბებში ფეხბურთელები მაგრამ აჰწევენ შედეგს კი არსებობენ ასეთი ნაკრებები,მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეიძლება ნაკრები არ იყოს ტოპ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაგრამ იყოს ფიზიკურად ძლიერი მაგ.ისლანდია სადაც 185 ნაკლები არცერთი არაა სიმაღლეში ძალიან ძლიერი გუნდია ფიზიკურად იგივე კოსტარიკა და სხვა ნაკრებები,ხოლო საქართველოს ნაკრები არც ფიზიკურადაა ძლიერი და არც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს რომ 18-19 წლის ბიჭებისგან ვითხოვთ განსაკუთრებულად მაღალი დონის თამაშს რომლებსაც ჯერ ფეხბურთის თამაში ნორმალურადაც კი არ დაუწყიათ ელემენტარული საბაზო კლუბიც კი არ გვყავს ქვეყანაში სადაც შეიძლება რომ ფეხბურთელი გაიზარდო ჩამოყალიბდეს და წავიდეს მერე კარგ ჩემპიონატში ასეთი კლუბი უკვე ყველა ქვეყანას აქვს როგორც მაღალი დონის ნაკრებებს ასევე საშუალო დონის ნაკრებებს და შიდა ჩემპიონატი საერთოდ რა დონეზეაა სომხური კლუბებიც კი გვიგებენ უკვე ისეთი დრო დადგა ლუქსემბურგს და გიბრალტარსაც კი გაჰყავს გუნდები ევროპა ლიგაზე და ჩვენ 1 ხელ მოვახერხეთ სულ გასვლა 10 წლის წინ და იქაც ყველა თამაში წავაგეთ ჯგუფში და იმის მერე პლეიფოს იქით ვეღარ მივდივართ და რეალურები ვიყოთ ნუ გავაკრიტიკებთ უსაფუძვლოდ მწვრთნელს ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია მაგრამ ყოვლად გაუგებარი ამბიციები პირიქით დამღუპველი.

• Lasha

ბოლო ორი თამაში აშკარად აქტივში აქვს ჩასაწერი ვაისსსაც და ნაკრებს. კანკავას დღემდე არ დაუკარგავს კლასი და სასიხარულოა. დაცვა დამაჯერებელი იყო. ნახევარდაცვას კარგად აჰქონდა ბურთი, ქვილითაია შესანიშნავად თამაშობდა ორთაბრძოლებში და... მერე იწყებოდა რაღაც გაუგებარი. ბოლო კი არა, ბოლოსწინა პასის კულტურაც კი არ გვაქვს, კაცი ერთი ერთზე გარბის და უკან უკეთებენ პასს, უაზრო ჩაწოდებები 2 თავით მაღალ მოწინააღმდეგესთან, ძალიან კარგად გახსნილი მოთამაშეების იგნორი… თავდამსხმელი დასარტყმელზე უნდა გაიყვანო, თორემ აგუერო და სუარესი ჩვენ არ გვყავს. ამ ბოლო პასს რომ ვერ აკეთებ, ათრიე ეს ბურთი რამდენიც გინდა და იძახე, არველაძე გვაკლია წინო...

• თამაზი

ირლანდია არ არის ძლიერი გუნდი.სამწუხაროა რომ ჯანო, ოქრი, ყაზა ადრე დაბერდნენ ფეხბურთისთვის. ერთი ჭკვიანი მწვრთნელი სანთლით საძებარია, ტაქტიკაზე არ ვამბობ , უბრალოდ საჭირო მოთამაშეების დაყენება ძირითადში და დროული ცვლილებები. აბა როგორ გაიტან გოლს თუ ნახევარდაცვაში სამი კაცის მქკ დაახლ.20 პროცენტია. ქვილითაია ამათ აძლევს პასებს, იმის მაგივრად იქეთ მოამარაგონ.ამ სამ ფეხბურთელს მე მაგალითად გამოვიყვანდი შეცვლაზე ბოლო 15 წუთი. დასკვნა, მწვრთნელი გვინდა უფრო ჭკვიანი კაცი.ისე ჩვენები 20-21 წლამდე კარგები არიან,მარა მერე ვერ ვითარდებიან, როცა საკუთარი თავისადმი მეტი მოთხოვნაა საჭირო

• ბაჩო

ყაზაიშვილი არის ყველაზე ღორი მოთამაშე.. პასის კულტურა არ გააჩნია

• Qartveli888

ოქრიაშვილი თავს არასდროს ზოგავს ნაკრებში თამაშისას, მაგრამ ძველი ოქრისგან ჩრდილიც აღარ არის დარჩენილი ყველა ვხედავთ... ანანიძე უთამაშებელია და თავდაჯერება აღარ აქვს... შესაბამისად შენგელია და საბა ლობჟანიძე შეიძლებოდა თავიდანვე დაეყენებინა. P.S. დაცვის და ნახევარდაცვის ურთიერთშეთანხმებული თამაში მომეწონა.

• გლახუნა

პროგრესი არის,ფიზიკაც მომატებული, ტექნიკურად ირლანდია დაჩაქრეს, მაგრამ ც ე ც ხ ლ ი არ არის, ც ე ც ხ ლ ი (?!)- გოლის გადატანის დაუცხრომელი მისწრაფება, საჭირო აგრესია, გამარჯვების შემართება, როცა დაცვაზე ფიქრობ,გოლის არ გაშვებზე , ვერასოდეს მოიგებ - საჭიროა აგრესია, შეტევა, სისრაფეზე ორიენტირება და ბოლომდე თამაში ...პოტენცია არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვლინდება (!) არადა ა რ ა ფ ე რ ი გუნდი ა რ არის ირლანდია, მასზე სწრაფ გუნდებს ასე თამაშით, უკან პასებით - ვ ე რ ა ს ო დ ე ს მოვუგებთ თუნდაც შვეიცარიასთანა გუნდებთან, ე.ი. ვერასოდეს გავალთ ფინალურ ეტაპებზე (!) - უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი!

• წადი რაჟა ძამიკო სახლში!

რაც შეეძლოთ ითამაშეს ბიჭებმა და მე დავინახე ის რომ თუ ერთა ლიგიდან ფინალურ ეტაპზე გავედით არავის დავაჩაგვრინებთ ჯგუფში თავს,მით უმეტეს რომ იმ დროისთვის ორი რამ უნდა მოხდეს.ჩაკვეტაძე დაბრუნდება და არაბიძე იქნება სასტავში.არაბიძის დამატებას გიბრალტართანაც ველოდები,ეგებ უთხრას ვინმემ ვაისს რომ ჯანოს ოქრის და ვაკოს ფორმის გათვალისწინებით და პერსპექტივაშიც ეს ბიჭი აუცილებელია.კიტეიშვილს ცალკე ტაში ჩემგან ემჩნევა რომ ქუჩაში თამაშობდა ფეხბურთს და საერთოდ ფიფას და სონის ტამაშით ბურთს ვერ მოირგებ, ეზოდან არ ამოდიოდნენ ჩემი თაობის ფეხბურთელები (70 ანებში დაბადებული) იმიტომ გვყავდა გიო შოთი ჯამარა ნემსა კობი კალა და მსოფლიოს კიჭა ზიზუ ტოტი რივალდო დელ პიერო. ორი საათი ბაზაზე ყოფნა არ ყოფნის,ბურთით უნდა გეძინოთ

• aburjga

ოქრიაშვილი თუ გამოსაძახებელი არაა... მაშინ შენ არ გესმის ფეხბურთი! )))

• მიდით ბიჭებო

გეთანხმები,ამათ არაბიძე,ჩაკვეტაძე,ზურიკო და კვარაცხელია დაამატე და მაგარი გუნდია.ანანიძე,ოქრი,ვაკო სკამზე.ანანიძეს საერთოდ რა უნდა ამ ნაკრებში ყველაზე სუსტი წერტილია.

• ფეხბურთი

პროგრესი აშკარად შეინიშნება და ეს უნდა ვაღიაროთ.

• დათო

შენგელია იქნებ თურქეთის სუპერლიგაში თამაშობს???!!! რა რეცენზიები აქვს იქნებ წაიკითოთ!!!

• ლადი

მართალია გოლის გატანა გვიჭირს მაგრამ მთლიანობაში დალაგებულ ფეხბურთს ვთამაშობთ ასე თუ ისე, რა გუნდებში თამაშობენ ბიჭები ეგეც გავითვალისწინოთ, ტოპ ჩემპიონატში არცერთი არ გვყავს სამწუხაროდ, მოკლედ მაქსიმუმს აკეთებს გუნდი და ვაისი რაც შეუძლიათ. ჩაკვეტაძე რომ დაგვიბრუნდება კიდევ მოვუმატებთ თავისთავად. და კიდევ ერთი; არაბიძე ფორმაშია და პენალტივით იტანს ჯარიმებს, რადგან ასე გვიჭირს ბურთის გატანა მემგონი დროა დაბრუნდეს ნაკრებში!

• kaxa

ეს ფეხბურთის გუნდი კი არა შეშინებული და უცოდინარი ადამიანების ჯოგია,რომელიც გრძნეულმა დაწყევლა და სასჯელად ფეხბურთის თამაში მიუსაჯა...აბა სხვანაირად ესენი ფეხბურთის გაგებაში არ არიან...მაგრა მეცოდება ალალად ის ხალხი ვისაც ამათი თამაში მოსწონს!!!!

• kaxa

ეს ფეხბურთის გუნდი კი არა შეშინებული და უცოდინარი ადამიანების ჯოგია,რომელიც გრძნეულმა დაწყევლა და სასჯელად ფეხბურთის თამაში მიუსაჯა...აბა სხვანაირად ესენი ფეხბურთის გაგებაში არ არიან...მაგრა მეცოდება ალალად ის ხალხი ვისაც ამათი თამაში მოსწონს!!!!

• იგორ

შენგელა უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ქონიასპორის ფეხბურთელია და ამასთამავე ძირითადშიც თამაშობს.

• ანესთეზეოლოგი

რა შეიძლება ითქვას დღევანდელ თამაშზე, ისევე როგორც დანიასთან დღესაც გამოჩნდა პოზიტოური ნიუანსები რომელიც აუცილებლად შესამჩნევი და აღსანიშნავია. გუნდი, როგორც ერთიანი ორგანიზმი უფრო დალაგებულია და ბევრად დისციპლინირებული. რგოლებს შორის კავშირიც მეტად დახვეწილია. და რაც მთავარია მენტალობა, გუნდი მოსაგებად იწევდა დანიასთანაც და ირლანდიასთანაც მაგრამ არ ეყო ხასიათი. ვისაც გახსოვთ ადრე ასეთი წონის გუნდებთან მთავარი იყო "ოღონდ არ წავაგოთ" ან "მინიმალური ანგარიშით მაინც წავაგოთ". რაც შეეხება პრობლემებს ისევ და ისევ მტკივნეულად დგას ახალ ტრავმამოშუშებული და ფორმაში არ მყოფი მოთამაშეების საკითხი, რომელთაც ძალიან უჭირთ კონცენტრირება და ტემპის აყოლა. დღეს ბევრს დაეტყო ეს და ყველა მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ. შეტევის დროს მეტი სწრაფი აზროვნება და აგრესიულობა გვჭირდება. ჩაკვე ძალიან გვაკლია და როდესაც ის დაბრუნდება დარწმუნებული ვარ ბევრად მწვავე და შედეგიანი გახდება ჩვენი შეტევები. იგივე შემიძლია ვთქვა თავდასხმაში მჭედლიძეზე. ძალიან გვჭირდება მისი ფორმაში შესვლა. ლობჯანიძემაც გამოაჩინა რომ საკმაოდ ცივსისხლიანი და ათლეტურია. საერთო ჯამში ფლანგებზე და ცენტრფორვარდის პოზიციაზე მეტი სიმწვავე გვჭირდება. ამის რესურსი არის და ვფიქრობ რომ შეიძლება ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება. მიმაჩნია, რომ პოზიტივის შემჩნევა და მასზე საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კრიტიკა. განსხვავებების დანახვა აუცილებლად უნდა შევძლოთ, რადგან ბოლოსდაბოლოს ყველაფერი შედარებითია სამყაროში.

• ვაჟა

ამ თამაშის მერე ვინც მხოლოდ აკრიტიკებს ნაკრებს, კომპლექსიანი ბოღმები ხართ მეტი არაფერი.

• giorgi

აშკარა პროგრესია დაცვაში, შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი.კიტეიშვილს კი ყველა მონაცამია აქვს გუნდის ლიდერად ჩამოყალიბების,რომელიც დღეს ასე გვაკლია

• odala

საღოლ! მაგარი დაახურე :)) ეს არის თავმოყვარე გულშემატკივარი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს უკეთესს, მაგრამ ცოტაა შენისთანა ხალხი ძმაო. რას იზამ, ხან და ხან ნახირს შენ უნდა გაუძღვე :))

• ვაჟა

მგონია, რომ შენნაირი ტიპები თავის საქმეში არიან 0 და სხვისი კრიტიკა გულს უმშვიდებს, უნდა სხვებიც ხელმოცარულები იყვნენ. ბოღმიანები ხართ რა ყველაფერში რო ცუდს ეძებთ, ან უვიცები,გამოტვინებულები.

• გიორგი

იმედია რაგბისტებიც მიბაძავენ.

• კახა ქ.

ფეხბურთში ყველაზე უფრო ფასობს გოლი,გოლი კი ვერ გაგვაქვს,თუმცა საიდან გავიტანთ, როცა კარში არ ურტყამთ,უფრო სწორად არ გვარტყამინებენ.საჯარიმოს გათამაშება ამათმა არ იციან,კუთხური გათამაშება ამათმა არ იციან,არადა ესენი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ფეხბურთში.მოკლედ იმათი გამკვირვებია,ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი რომ არიან.....

• კახა ქ.

ფეხბურთში ყველაზე უფრო ფასობს გოლი,გოლი კი ვერ გაგვაქვს,თუმცა საიდან გავიტანთ, როცა კარში არ ურტყამთ,უფრო სწორად არ გვარტყამინებენ.საჯარიმოს გათამაშება ამათმა არ იციან,კუთხური გათამაშება ამათმა არ იციან,არადა ესენი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ფეხბურთში.მოკლედ იმათი გამკვირვებია,ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი რომ არიან.....

• goga

ხალხო გამოფხიზლდით, 90 წუთი ირლანდიელთა მეკარეს ჩვენგან ბურთი არ მისვლია, საერთოდ რაზე ვლაპარაჯობთ, რომელ ფეხბურთზე?

• კახა ქ.

ფრეს დასჯერდა რა,უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს თუ უფრო მაგრა ითამაშეს....მართლა ვაი---სია....

• იდალგო

იოდიზირებული სვანური მარილი აკლია

• Buxrika

კიტეიშვილი არის ძალიან მაგარი.ოქრიაშვილი საერთოდ გამოსაძახებელი არაა.შენგელიას საერთოდ რატი იძახებენ თურქეთის მეორე ლიგაში საერთოდ არ ათამაშებენ.გვყავს ხარაიშვილი რომელიც დაფრინავს.ეს მწვრთნელი გამაგიჟებს.აი ოქრიზე ვარ ძალიან აკრეფილი.ტიპი დაძუნძულებს და რაღაც სისულელეეებს აკეთებს.

• რა მაფიაა?

კიტეიშვილი არის ჩვენი გუნდის ღერძი და დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს, საცოდაობაა შტურმში მისი ყოფნა :-/ მთლიანობაში გუნდს რაღაცა აკლია მარილივით თორე დაცვა გააუმჯობესეს და ეხლა შეტევაში ირევიან თითქოს :-/ ვაისსაც რაღაცა მარილივით აკლია, თუმცა მთლიანობაში ამ ეტაპზე უსიტყვოდ დასატოვებელია... ერთი კია, მაინც საჭიროდ ვთვლი რომ გუნდს შეათამაშოს სხვა ფეხბურთელებიც თორემ ისედაც ღონემიხდილი ანანიძემ ან ოქროს ან ვაკოს რამე რო მოუვიდეს მერე გვერდებს :-D

• ლაშა

როცა ხედავ ფეხბურთელი დადის მოედანზე ან ვერ დარბის ან კარისკენ ბურთი ვერ ააქვთ შეცვლები ხომ უნდა გააკეთო დროულად,არ ვიცი ეს მწვრთნელი საიდან მოათრიეს.

• Avimusaifi

2 uklaso gundis shexvedra. Antifexburti. Reebs bodialoben?! ras aketeben damagvirgvinebel fazashi?! Reebs fokuznikobt?! Inglisuri komentarit vusmendi livetvze da komentatormac ki icoda da tqva, - ,,saqartvelos kvlav aqvs problema dasrulebis fazashio". Iset shecdomebs ushveben, gabsakitrebit shetevashi, chems bavshvs, ROM ar epatieba

• QT

ამ თამაშის მოგებაც შეოძლებოდა რატომღაც ესეთი შტაბეჭდლება დამრჩა. ოქრი სანამ არ მოკვდა არ გამოცვალა, ვაკო დაიკარგა და საბა უნდა შემოეყვანა მის მაგივრად. წარმატებები გიბრალტარში.

• Vasili

ანანიძე სამწუხაროდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ვერც ოქრიაშვილი, ვერ ყაზაიშვილი, ვერც ქვილითაია, /გრიგალავა ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს, კაკაბაძე რეგრესის გზაზეა, კიტეიშვილი, კანკავა, კაშია,ტაბიძე კარგი იყო , ნუ ლორია გასაგებია. ცაისი უკვე ცალი ფეხით გასულია უკვე ნაკრებიდან, სამწუხაროდ ვერც ამ კაცმა გაამართლაა, ამდენი ხანია უკვე ნაკრებშია და ვერ გრძნობს და ვერც ცნობს ფეხბურთელებს, 70-ე წუთამდე რო ხედავ დალასლასებს ფეხბურთელი და არაფერი მონდომებაა და შედეგი არ აქ, ხომ უნდა რომ მიხვდეე და შეცვალო რაღაც, აი ამიტომ ვერ მიგდის საქმეები ვაის../ ისე კი დიდი იმედი მქონდა როცა გამოჩნედნენ ეს ჩვენი ბიჭები და თურე როცა გამოჩნდნენ, აუ ზუსტად იქვე დამთავრდა მაგათი ზენიტი, სერიოზული ცვლილებებია საჭირო, მაგრამ აი მწვრთნელი ისევ პრობლემა იქნება,, / უცხოელი ვერ გაიგებს რა გუნდი ვართ, და ქართველი კიდე ყველა ვცადეთ, ქეცბაიას ფეხბურთელების რესურსი არ ქონდა, ცხადაძეს არ აცადეს რაღაც რაღაცეების გამო, ეხლა დაგვჩა არველაძე შესაჭმელი და აი მერე ვნახოთ...

• DATO

ამას სერიოზულად არ წერ იმედია ;)))

• ირაკლი

მე მაინც მგონია რომ ანანიძის ყაზაიშვილისა და ოქრიაშვილის დრო ნაკრებში დასრულდა. განსაკუთრებით ანანიძეზე ვიტყოდი ამას.

• გოგა

ლობჟანიძე კარგად შემოვიდა თან როგორი ათლეტურია სისწრაფეც აქვს მე მომეწონა კარგი კანდიდატურაა ფორვარდობის რამდენი დროც ქვილითაიას ეძლევა საქართველოს ნაკრებში და შანსებს ვერ იყენებს კი იბრძვის იღებს ბურთს მაგრამ ფორვარდის მთავარი პლიუსი გახსნაა კარგად თუ ვერ იხსნება პასსაც ვერ მიიღებ ეს კი ქვილითაიას არ აქვს

• aburjga

კარგი გუნდი გვყავს, ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. კარგადაც ვითამაშეთ! ცოტა მენტალური გაძლიერება გვჭირდება და ირლანდია ბულკადაც არგვეყოფა! სასიამოვნოდ გამაკვირვა ელგუჯა ლობჯანიძემ, ძალიან ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელია! ახლა რომ მიულერი ჰყავთ გერმანელებს (ძველიც ყავდათ უფრო მაგარი) რაღაც იმას მაგონებს! კარგი იქნება თუ შემდეგ თამაშში სასტარტოში ვნახავთ! კიტეიშვილი რა თქმა უნდა სუპერრ!!! კანკავა, ოქრიაშვილი... ვაკოს დრიბლინგები, რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

• Irakliy

ვაი შენს პატრონს.. ამას თუ ფეხბურთი ჰქვია

• Anj. Antey

რა გვიხარია, გოლებს ისევ ვერ იტანენ ამ დროს, სომხეთი და აზერბაიჯანი ყელას უტანენ, გინდა გრანდებს და გინდა საშუალო ეშელონის ნაკრებებს. 180 წუთში კარში დარტყმა 1 , რავი ამ ფორმაციის ირლანდიასთან შეტევაში ასეთი იმპოტენტი რომ იქნები რა განვითარებაზე და საშუალო ევროპული დონემდე მიღწევაზეა ლაპარაკი რავი თუ ამ ბოლო ნაწვალებ ნოლით ნოლებში ვინმემ რამე წინ გადადგმულ ნაბიჯი დაინახა რავი მაგარი ოპტიმისტური ფანტაზიის უნარი ქონია იმას, ეს ვაისი კიდევ გარტყმაში არარის დინამიკაში მოქმედების კოეფიციენტი ალბათ ნოლი % აქ ვერაფერს ვერ ცვლის მრჩება შთაბეჭდილება ვაის სხვაგანაა და თამაში სხვაგან, ოქრიაშვილმა 60 წუთის მერე ზავი დადო ფიზიკურად დავარდა ტიპი და სანამ თვითონ არ წაიქცა რომ იძულებითთ შეეცვალათ მწვრთნელი იმასაც ვერ მიხვდა რა უნდა ექნა, რავი პროგრესი არ იგრძნობა არანაირად კარში ვერ ვურტყამთ რაც უმთავრესია გოლის გასატანად სისწრაფე "ხალასტოის" ფაზაში გვაქ ისევ ისე, ვერ ვუჩქარებთ შეტევის დროს სამი გადამბული პასი გამოგვდის მხოლოდ ჩვენ ნახევარზე ,რავი აღარ გავაგრძელებ ამდენ კრიტიკას და მომავალს დაველოდოთ ახალგაზრდა თაობით მიზანმიმართულ ჩანაცვლებაში ვხედავ გამოსავალს, ამ გაცვეთილი გვარების მქონე ვეტერანების ადგილი ვფიქრობ აღარარის ნაკრებში ანანიძე იგივე ოქრიაშვილი , კაშია , კანკავა, გრიგალავა, ითამაშეს უკვე მათ რაც სათამაშებელი ქონდათ და რესურსიც ამოწურეს უკვე კარგა ხანია სანაკრებო დონეზე და დროა მათი ადგილზე ახალი სახეები ვიხილოთ მითუმეტეს გვყავს მათ პოზიციაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლების სრულფასოვანი გამოყენება დროა დაიწყოს ეროვნულმა ნაკრებმა უკვე,თორემ ეს ის ნაკრებს ნამდვილად არ ჰგავს რომელსაც შეუძლია გაზაფხულზე მერცხალი მოგვიყვანოს

• ლაშა

მადლობა ბიჭებს, მოგება შეიძლებოდა... ოღონდ ვინც კონკრეტული თამაშისთვის 100%-ით არის მზად, ის უნდა დადგეს რა ძირითადში და თან თავის პოზიციაზე. გულიანი თამაში აუცილებელია, მაგრამ მარტო მაგით ფონს ვერ გავალთ. დღეს ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ყველა პოზიციაზე ჰყავს 2-3 ღირსეული მოთამაშე (ეს დიდი ფუფუნებაა), თუკი მიკერძოებული არ იქნება... შეცვლაზე კარგად შემოვიდნენ ბიჭები, ყოჩაღ შენგელიასა და ლობჟანიძეს, გამოძახებას ნამდვილად იმსახურებენ.

• ვასო

ვაისა არის გასაგდები. რა ლობჯანიძე, რის შენგელია. მერე საუკეთესო კიტეიშვილი გაჰყავს და აბუ შემოჰყავს,. ყაზაიშვილი, ჯანო და ფინტიკრუშკა ოქრი ნაკრებისთვის შეუფერებლები არიან, ქვილო კიდე სჯობს მაგათ. რისთვის გამოიზახეს ლობჟანიძე და ხარაიშვილი. შემტევი ძალა, როგორც დანიასტან ოქრი, ჯანო და ვაკო არის ნული, რა არის ბოლობოლო, ყომარში ხომ არა აქვტ ადგილი მოგებული, არაფერი რომ არ შეუძლიატ ვერ ხედავთ? დამთავრდა მაგათი ფეხბურტი და ვეღარ უნდა მიხვდეთ? საქამდე უნდა ვათრიოთ? ეს კომენტატორები კიდე მთლად გამაგიჟეს, ასეთი უსირცხვილოები და უვიცები, სად შეიკრენ ნეტა. დაცვის და საყრდენების ხარჯზეა გუნდი და ბიჭებს არ ათამასებენ, ვისაც თამაში სეუძლია. მარაზმია ეს ყველაფერი. ფედერაცია დალპა, ან ახალგაზრდულში რა ხდება. აღარ გრცხვენიათ? 21-ე საუკუნეა ხალხო

• odala

ეეეჰჰ, ჩვენ ფეხბურთმა ჩაგვიქროლა და კაი 30 წლით გაგვასწრო. ნამეტანი სწრაფია ჩვენთვის თანამედროვე ფეხბურთი, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ფეხბურთი - თანამედროვე ფეხბურთი, არ არის ჩვენი სპორტი.

• Semi

ერთი კარგი რაც გამოჩნდა ამ მატჩში, არის ის რომ ლობჟანიძის იმედი შეგვიძლია გვქონდეს, ქვილითაია ადრე უნდა შეეცვალა ლობჟანიძით და კიდევ ჯანოს ან ოქრის ნაცვლად, გვილია ან ლობჟანიძის გამოყვანა შეიძლებოდა. საბოლოო ჯამში სტატისტიკაშოლი მაგრად ვაჯობეთ მაგრამ რად გინდა, თუ გოლი ვერ შევუგდეთ.

• ზაზა

უთავმოყვარეო გუნდი.ესენი ფეხბურთელების გარდა ყველაფერი არიან.მთელი თამაში კარში არ დაურტყამთ ზუსტად და ამათ რაზე უნდა ელაპარაკო.მადლობა უეფას რომ ამ მათხოვრებს შანსი მისცა ლიგის თასიდან,მაგრამ მაინც ვერ გავლენ.ანანიძე საერთოდარ უნდა გამოიძახო.დადის ტიპი. გიბრალტარსაც ვერ მოუგებენ.ფუ შეგირცხვათ ნამუსი.გთხოვთ არ დაბლოკოთ.ყელსი ამოვიდნენ უკვე.და კომენტატორები ხო საერთოდ ანეგდოტია.რა უხაროდათ ამ უბედურებს.

• Giorgi

გოლის გამტანი ფორვარდი არ გვყავს და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ქვილითაია არაა ამ სტილის ფორვარდი ასეთი ფეხბურთელი ჯერ ჯერობით არ ჩანს ქართულ ფეხბურთში საქართველოს სჭირდება მაღალი დონის ცენტრაული თავდამსხმელი, რომელიც შეძლებს გოლების გატანას შოთა არველაძის შემდეგ ჩვენ ასეთი ფორვარდი აღარ გვყოლია და ამიტომაც გაჭირდა გოლების გატანა ყველა რგოლში შედარებით გამოსწორებულია სიტუაცია გარდა თავდამსხმელისა.

• Robert

0:3 კარში დარტყმა. ვინ დასჯერდა ფრეს

• ლევანი

იშოვა ვაისმა ქვილითაიას "ზამენა", კიდევ უფრო მაღალი და ახალგაზრდა - ლობჯანიძე

• oto

ფეხბურთელებმა ასე თუ ისე ისწავლეს ფეხბურთის თამაში,იმედია მათ რაგბისტებიც მიბაძავენ

• David

კიტეიშვილი ბრავოოოო. ერთერთი ვაისის შეცდომა იყო ის რომ, მეორე ტაიმში ყაზაიშვილი საერთოდ გაქრა რადარიდან და უნდა შეეცვალა საბა ლობჯანიძით

• Kote

ორი ტამასშია კარში ვერ დავარტყიტ ,ვაისს არ ვადანასშაულებ უბრალოდ სშევეგუოტ უნდა იმას რომ არაა ეს ის გუნდი კარტველებს რომ გვეკადრება , ანანიდზე დადის ,ოკრიასშვილი ნახევარიც არაა ...კანკავა და კვილიტაია კი ბრდზოლობს კიტეისშვილიც აზროვნებს კარგატ მაგრამ ფეხბურტი გუნდური ტამასშია...

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..