12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ფრე 0:0 ეთამაშა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა, მიუხედავად იმისა, რომ უგოლოდ დასრულდა. ჩვენ შევეცადეთ, ეს შეხვედრა მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ეს იყო მაღალი ხარისხის თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ გამოცდილი გუნდის ფეხბურთელები უპირისპირდებოდნენ. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ირლანდიის რომელიმე ფეხბურთელი ჩვენსას აღემატებოდა.

საბოლოოდ ეს იყო შეხვედრა დიდი შანსების გარეშე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. გუშინ ვთქვი, რომ 120 პროცენტი იყო საჭირო ამ შეხვედრის მოსაგებად, ჩვენი ფეხბურთელები კი 110%-ით დაიხარჯნენ.

ირლანდიელთა შემადგენლობაში ბრწყინვალედ ითამაშა შეინ დაფმა, რომელმაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ვფიქრობ, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ფრემ ირლანდიელებიც დააკმაყოფილა, რადგან შეხვედრის ბოლოს დროის გაყვანაზე თამაშობდნენ.

ვაკო გვილია განაცხადში იმიტომ არ იყო, რომ ტრავმირებულია, კუნთი აწუხებს. ის შემდეგ შეხვედრაშიც არ იქნება. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მიკროტრავმა აქვს, მაგრამ ის ჩვენთან ერთად იქნება გიბრალტარში.

დაგვაკლდა რა თქმა უნდა, გოლი, ცოტა ხარისხი გვაკლია საჯარიმოში. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, თუმცა გვჭირდება გაცილებით მეტი აგრესია. განსაკუთრებით უნდა შეგვეძლოს სტანდარტული მდგომარეობის კარგად გამოყენება.

ოთარ კიტეიშვილი საუკეთესო იყო მოედანზე, ორივე გუნდის შემადგენლობაში. ამავდროულად სხვა ფეხბურთელებმაც საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინეს და მე თითოეული მოთამაშით კმაყოფილი ვარ.

პირველად ათი წლის წინ დავუპირისპირდი ირლანდიას, როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი. ირლანდიას ყოველთვის სიმპათიური ნაკრები ჰყავდა, კარგი მწვრთნელებით. ვფიქრობ, რთული იქნება დანიასთან და შვეიცარიასთან ირლანდიელთა ჭიდილი, თუმცა მინდა წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვუსურვო.

დღეს, უფრო პირველ ნომრად ვთამაშობდით და ამიტომ არ შემოვიყვანე საბა ლობჟანიძე, რადგან სწრაფი ფეხბურთელია და როცა ვთამაშობთ დაცვით ტაქტიკას, მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამჯერად შენგელიას და ლობჟანიძის გამოყვანა ვამჯობინე".

Giorgi
30 წლის მანძილზე მგონი 30 მწვრთნელი შეიცვალა საქართველოს ნაკრებმა ქართველიც და უცხოელიც და მაინც ვერცერთა ვერაფერს ვერ მიაჰწია მითუმეტეს რომ იყო დრო როცა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავდა პრემიერ ლიგაშ სერიაში ბუნდესლიგაში მაინც ჩვენი ნაკრები ვერ ახერხებდა მოგებას აქ იყვნენ მწევრთნელები რომლებსაც უმაღლესი დონის კლუბები გაუწვრთნიათ თავის დროზე მაგრამ შედეგი იყო ნოლი ჩემი აზრით ვაისი იმ რესურსიდან გამომდიანრე რაც აქვს არის საუკეთესო მწვრთნელი ვინც ყოფილა 2000 იანი წლების მერე საქართველოს ნაკრებში დავუშვათ წავიდა ვაისი ვინ უნდა დაინიშნოს ქეცბაია და ითამშოს 6 მცველით და 4 ჩამშლელით?? გეგუჩაძე რომელმაც ზედიზედ 7 თამში წააგო 21 წლამდე ნაკრებში? ცეცაძე რომელმაც შვეიცარიასთან ელემეტარული სწორი შეცველებიც კი ვერ გააკეთა თავის დროზე ? თუ ცხადაძე 10 თამშიდან 6 წააგო და 1 შოტლანდიას მოუგოო მარტო და შოტალანდია არასდროს ყოფილა მაღალი დონის ნაკრები და ორჯერ მეტ ხელფასის იღებდა ვიდრე ვაისი აზერბაიჯანის და ყაზახეთის იქით არ უმუშავია თუ ეგეთი მაგარი მწვრთნელია რატომ არ მუშაობს მაღალი დონის ნაკრებში ან კლუბში? აქ მწვრთნელში არაა პრობლემა აქ სისტემა შესაცვლელი მთლიანად და ფედერაციაში და კლუბებშია პრობლემა, ჩემი აზრით ერთა ლიგაზე გუნდი უნდა გაიყვანოს ვაისმა და შემდეგ რა შედეგსაც დადებს ნაკრები იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ.
status quo
კარში დამრტყმელი არა გყავთ და გოლის გამტანი.ჩაკვეტაძე დამტვრეულია და მიშტერებიხართ,როდის გამოვა.
ddgfdf
ერთი ჯიშის მამაძაღლები რას მოუტანენ ქართულ ფეხბურთს. ეგ გლდანელი ვირები.
სოსო
გიო,ვაისი მეორე ვადას ასრულებს უკვე და სტანდარტების ვერ გამოყენებაზე ვის საყვედურობს?არც ერთი კომბინაცია არა აქვს დამუშავებული ნაკრებს არც სტანდარტებში და არც შეტევაზე გადასვლაში.საჯარიმოში რაღაცის შექმნაზე ლაპარაკი ხომ საერთოდაც ზღაპარია.საერთოდ გოლი ხანდახან მაინც რომ გაგვაქვს,საოცარი ეგ არის.
reali
მოშორდი კლავიატურას ვაისს...
reali
.. ტექნიკა და შესრულება უნდა გოლის გატანას.. აგრესია კალთბურთში ცენტრს ჭირდება ჩემო ვასულია.. მოკლედ ირლანდიას მეკარე საერთოდ რო არ ყოლოდა და ისე რო ეთამაშა მინც ეს შედეგი იქნებოდა რადგან ჩვენს ნაკრებს კარში დარტყმა არ განუხორციელებია .. თუ არ გჯერათ სტატისტიკას გადახედეთ ..კარში თუ არ დარტყი ისე როგრ უნდა მოიგო თამაში წარმოუდგენელიაა რა
ვაისი ვალოდია
მაგრად ტეხავს!!! სირცხვილია უბრალოდ მეორე შესარჩევი მოგების გარეშე,გიბრალტარი არ ჩათვალოთ თორე გადავალ ჭკუიდან:))) ვილოცოთ რომ კოსოვო გავიდეს ჯგუფიდან თუმცა ჯერ ბელარუსები უნდა დავამარცხოთ:( გინდაც გავიდეთ იმ ნანატრ ევროპაზე,მაგრად დაგვამცირებენ მსოფლიო პრესები იმიტომ ხვდებით ალბათ რასაც გვიზავენ ჯგუფში:((((
emigranti
შაყირობთ?
emigranti
ბატონო გიორგი, როცა მწვრთნელი ვერ ხედავს, რომ ფეხბურთელი ვეღარ დადის, არათუ დარბის და ასეთი უკვე ორია(ოქრი და ჯანო), იმას მწვრთნელი არ ჰქვია. არც ასისტენტი ჰყავს რომ უკარნახოს, არც შეკრების დროს შეამოწმა რა ფიზიკურ ფორმაში არიან და ეს არაჯანსაღი კრიტიკაა? ამ დროს ქვილითაიას სცვლი, რომელმაც რაც კი დაცვიდან მაღალი გადაცემა გაკეთდა ყველა მოიგო. შეცვალე დროზე ეს ორი და გვილია ერთერთ ლობჟანიძესთან ერთად, ამ თუნდაც ხარაიშვილი. მოკლედ მოგვაშორონ სანამ დაგვღუპავს.
გადასარევი გიორგი
არ გეწყინოს მეგობარო, მარა სანამ ასე ვიფიქრებთ არაფერი არ გამოვა ფეხბურთში. კომენტატორების არ იყოს, ბოლოს რა თქვა - ძვირფასი ორი ქულა დავაკარგვიინეთ ირლანდიასო, იმის მაგივრად რომ ეთქვა ირლანდიამ გაგვიძლო და ძვირფასი ორი ქულა შეინარჩუნაო. აი ესაა პრობლემა ასე მგონია. უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს მეტი - ესაა ფეხბურთი, ზუსტად ასე გადავლენ ფეხბურტელებიიმ გრანდებში რაც გაქვს ნახსენები :) ჯერ მოგებები და მერე გრანდები და არა პირიქით
amataki
მაგრა გამკვირვებია იმ ხალხის რაღაც პოზიტივზე რომ საუბრობს.მერამდენე ციკლი უნდა ჩავამთავროთ გიბრალტარის კომპანიაში, თქვენ რომ აუგი დაგცდეთ.თუ თავს თვლით საფეხბურთო ქვეყნად რატომ არ უნდა გვქონდეს ასეთი ჯგუფიდან გასვლის თუ არა, გაბრძოლების ამბიცია მაინც!(ამაზე ნაკლები ჯგუფი იშვიათად რომ შეგვხდეს) ან იმაზე წუწუნი რომ ტოპ ლიგებში არ გვყავს ხალხი, რა უბედურებაა! იქნებ პირიქითაა, გასვლის შემთხვევაში მოხვდნენ ტოპებში, არა? ამის უამრავ მაგალითს მოგიყვანთ. თავის დროზე გარღვევას მასე იწყებდნენ იგივე თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატიაც კი დასაწყისში. აღარაფერს ვამბობ ისლანდია, ლატვია, კოსტა–რიკა, კორეაზე... ისიც მტკნარი ტყუილია, რომ ამ დონის ფეხბურთს ნაკრები ვერ თამაშობდა. ცხადაძის ნაკრების ნათამაშები აშკარად, უეჭველად სჯობდა ყველა კომპონენტში. P.s ამ თამაშზე და ვაისის სახასიათო მომენტი: სანამ კაცი არ დავარდა ზამენას ცოცხალი თავით არ აპირებდა...
Giorgi
ხშირად არის ხოლმე შედარებები საქართველოს ნაკრების ისეთ ნაკრებებთან რომლებსაც არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები და ტოპ კლუბებში ფეხბურთელები მაგრამ აჰწევენ შედეგს კი არსებობენ ასეთი ნაკრებები,მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეიძლება ნაკრები არ იყოს ტოპ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაგრამ იყოს ფიზიკურად ძლიერი მაგ.ისლანდია სადაც 185 ნაკლები არცერთი არაა სიმაღლეში ძალიან ძლიერი გუნდია ფიზიკურად იგივე კოსტარიკა და სხვა ნაკრებები,ხოლო საქართველოს ნაკრები არც ფიზიკურადაა ძლიერი და არც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს რომ 18-19 წლის ბიჭებისგან ვითხოვთ განსაკუთრებულად მაღალი დონის თამაშს რომლებსაც ჯერ ფეხბურთის თამაში ნორმალურადაც კი არ დაუწყიათ ელემენტარული საბაზო კლუბიც კი არ გვყავს ქვეყანაში სადაც შეიძლება რომ ფეხბურთელი გაიზარდო ჩამოყალიბდეს და წავიდეს მერე კარგ ჩემპიონატში ასეთი კლუბი უკვე ყველა ქვეყანას აქვს როგორც მაღალი დონის ნაკრებებს ასევე საშუალო დონის ნაკრებებს და შიდა ჩემპიონატი საერთოდ რა დონეზეაა სომხური კლუბებიც კი გვიგებენ უკვე ისეთი დრო დადგა ლუქსემბურგს და გიბრალტარსაც კი გაჰყავს გუნდები ევროპა ლიგაზე და ჩვენ 1 ხელ მოვახერხეთ სულ გასვლა 10 წლის წინ და იქაც ყველა თამაში წავაგეთ ჯგუფში და იმის მერე პლეიფოს იქით ვეღარ მივდივართ და რეალურები ვიყოთ ნუ გავაკრიტიკებთ უსაფუძვლოდ მწვრთნელს ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია მაგრამ ყოვლად გაუგებარი ამბიციები პირიქით დამღუპველი.
Giorgi
ზოგიერთი ადამიანი აქ ისეთ კომენტარს წერს და აკრიტიკებს მწვრთნელს შედეგის გამო თითქოს საქართველოს ნაკრები კიარა, რომელიმე ევროპული ან სამხრეთ ამერიკული გრანდი ნაკრები ვიყოთ ეს ადამიანი არსებული რესურსით დებს მაქსიმალურ შედეგს ნაკრებს, რომელსაც 1 ფეხბურთელიც კი არ ჰყავს მაღალი დონის ჩემპიონატში და ერთი ფეხბურთელიც კი არ გვყავს ისეთი, რომელსაც აქვს მაღალი დონის სათამაშო გამოცდილება ტოპჩემპინატში და გვყავს ფეხბურთელები საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატებიდან და კლუბებიდან ბევრი იქაც ვერ თამაშობს ძირითადში და ვეთამაშებით პრემიერ ლიგის ბუნდესლიგის სერიაას და ლალიგის ფეხბურთელებს არამარტო ფეხბურთელებს არამეტ ზოგიერთ თავის კლუბში ლიდერიაა და ჩვენ ნორმალური თავმდასხმელიც კი არ გვყავს, რომელსაც სეზონში 10-15 გოლის გატანა შეუძლია თავის კლუბში და როცა ჩვენც გვეყოლება ტოპ ჩემპიონატებში სტაბილურად მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელები მაშინ მოვითხოვოდ მაქსიმალური შედეგი და უმაღლესი დონის ნაკრებებისთვის მოგება ვიყოთ ობიექტურები და ნუ ვიქნები ილუზიებში.
ყოვლისმცოდნე
ნუ პროფესორობთ რაა, ჩვენ ძალიან ხოარ ვბაქიაობთ ნელ ნელა? ჩემპიონატს შეხედე, მერე ფეხბურთელების მომზადებაბს შეხედე, მერე მათ გუნდებს. აპსოლიტურად ყველა ნაკრების უპირობოდ,ან დამარცხებას ვიტხოვთ ან ტოპ გუნდებთან მაგარ ფრეს. ამ საბა და ხარაიშვილზე ლაპარაკი უკვე დამღლელია, არ არიან ეს ბიჭები ნაკრების დონის, საბა ათამაშა და არაპერი გაუკეტებია, ხარაიშვილი ფიზიკურად 8კლასელ ბავშვს ჰგავს.
1
ოქრიაშვილი მოედანზე წამოწვა - მეტი არარ შემიძლიაოოოოო, თორემ ვაისი არ ცვლიდა,
ფეხბურთი
ყველაზე მაგარი მწვრთნელია ვაისი. ფაქტიურად სასწაულებს ახდენს ამ შემადგენლობით. ბრავო ვაის
zaza
კარის ჩარჩოში ერთხელაც არ წასულა ბურთი!! 19 წლამდელებისგან და ახალგაზრდული ნაკრებიდან ველოდები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. დავითაშვილისნაირი აგრესიული ფეხბურთელი გვინდა შეტევაში, იმედია კვარაცხელიაც მოუმატებს, ბურთთან მოპყრობა იცის და არც ტექნიკა დაეწუნება, ჩვენი მთავარი ჯოკერი (ჩაკვე) და იმედი მაქვს ეს ბიჭები სხვებთან ერთად ითამაშებენ იმ ფეხბურთს რა ფეხბურთიც ქართველებს გვენატრება!!!
surma
ეს მგონი მახსრად გვიგდებს და დებილები გონია გულშემატკივრები ისეთ რამეებს ამბობს
gocha r
შენი თვითკმაყოფილი უნიჭო და დედბილი დეიდა მოვკალ.....
ანესთეზეოლოგი
llcl-ს: აქ არავინ იძახის არიქა ეს რა გუნდი დავაყენეთ კაცო დავფრინავთო, მაგრამ განსხვავებების დანახვა აუცილებელია თუნდაც შედარების კუთხით. გულშემატკივარს პირველ რიგში მოეთხოვება ობიექტურობა. არ არის საჭირო მხოლოდ შავის დანახვა და არც ურაპატრიოტიზმი. რას ვგავდით, რას ვთამაშობდით, რა მენტალობით, რა შესრულებით და რა მდგომარეობაა ეხლა ამის გარჩევა რომ შევძლოთ ხომ უნდა დავინახოთ როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური?
Mamuka
ყაზაიშვილი არასწორ პოზიციაზე თამაშობს. ძირითადად მარცხენა მცველს აზღვევს, შეტევაში ვერ მიდის და მერებაშვილის ფუნქციებს ასრულებს. ანანიძის მოედანზე ყოფნა არ ჩანს. ოქრიაშვილი მალე დაიღლა და სანამ თვითონ არ უთხრა მწვრთნელს გამომცვალეო მანამდე ვაისი მის შეცვლას არ აპირებდა. კიტეიშვილი და კანკავა საუკეთესოები იყვნენ. ხარაიშვილი და საბა ლობჟანიძე შანსს იმსახურებენ.
raio
რაიო? დრიბლინგიო? დრიბლინგებმა, ფაფხურებმა, და ქარაქუცულმა ფეხბურთმა დაგვღუპა. მეტი დრიბლინგი თუ გინდა საქართველოს ჩემპიონატზე იარე, მაგის მეტი არაფერია.
ანესთეზეოლოგი
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ თამაშზე, ისევე როგორც დანიასთან დღესაც გამოჩნდა პოზიტოური ნიუანსები რომელიც აუცილებლად შესამჩნევი და აღსანიშნავია. გუნდი, როგორც ერთიანი ორგანიზმი უფრო დალაგებულია და ბევრად დისციპლინირებული. რგოლებს შორის კავშირიც მეტად დახვეწილია. და რაც მთავარია მენტალობა, გუნდი მოსაგებად იწევდა დანიასთანაც და ირლანდიასთანაც მაგრამ არ ეყო ხასიათი. ვისაც გახსოვთ ადრე ასეთი წონის გუნდებთან მთავარი იყო "ოღონდ არ წავაგოთ" ან "მინიმალური ანგარიშით მაინც წავაგოთ". რაც შეეხება პრობლემებს ისევ და ისევ მტკივნეულად დგას ახალ ტრავმამოშუშებული და ფორმაში არ მყოფი მოთამაშეების საკითხი, რომელთაც ძალიან უჭირთ კონცენტრირება და ტემპის აყოლა. დღეს ბევრს დაეტყო ეს და ყველა მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ. შეტევის დროს მეტი სწრაფი აზროვნება და აგრესიულობა გვჭირდება. ჩაკვე ძალიან გვაკლია და როდესაც ის დაბრუნდება დარწმუნებული ვარ ბევრად მწვავე და შედეგიანი გახდება ჩვენი შეტევები. იგივე შემიძლია ვთქვა თავდასხმაში მჭედლიძეზე. ძალიან გვჭირდება მისი ფორმაში შესვლა. ლობჯანიძემაც გამოაჩინა რომ საკმაოდ ცივსისხლიანი და ათლეტურია. საერთო ჯამში ფლანგებზე და ცენტრფორვარდის პოზიციაზე მეტი სიმწვავე გვჭირდება. ამის რესურსი არის და ვფიქრობ რომ შეიძლება ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება. მიმაჩნია, რომ პოზიტივის შემჩნევა და მასზე საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კრიტიკა. განსხვავებების დანახვა აუცილებლად უნდა შევძლოთ, რადგან ბოლოსდაბოლოს ყველაფერი შედარებითია სამყაროში.
ანესთეზეოლოგი
პირადად მე ვერცერთ ასპექტში ვერ დაგეთანხმები. ჩემი სუბიექტური აზრით, რაც ვაისი ჩვენი მწვრთნელია ასეთი ოპტიმალური და რეალური შემადგენლობა არცერთ თამაშზე არ გამოუძახებია. თამაშის შინაარსმა აჩვენა, რომ რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფონზე შემადგენლობა იდგა ძალიან სწორად. რაც საბას გამოძახება დაიწყო ვაისმა მას შემდეგ ნათლად ვხედავთ თუ რა შემთხვევაში არის ის მოედანზე. მისი მონაცემებიდან და დიდი კონკურენციიდან გამომდინარე საბა დგას ისეთ თამაშებში სადაც ვთამაშობთ მე-2 ნომრად და ვცდილობთ კონტრშეტევას. არაბიძეს ერთი ჯარიმის დასარტყმელად არავინ გამოიძახებს. ეს ცოტა არასერიოზული მსჯელობაა. შვეიცარიასთან გუშინაც გამოჩნდა, რომ ისიც გარკვეული მონახაზის ფეხბურთელია და მის პოზიციაზე ამხელა კონკურენციის პირობებში მხოლოდ ჯარიმის დასარტყამად არავინ დააყენებს. მჭედლიძე კი ჯერ ვერ არის ისე მომძლავრებული და პლასტიკადაბრუნებული რომ ირლანდიის დონის ფიზიკურ გუნდთან დაეყენებინა. ამ მხრივ ლობჯანიძემ ნამდვილად არ უმტყუნა გუნდს და მოწოდების სიმაღლეზეც იდგა. მე მჯერა რომ მჭედლო მალე დაბრუნდება და ჩაკვეტაძესთან ერთად ნაკრების შეტევაც ბევრად შედეგიანიც გახდება.
giorg
რას აწვალებთა ამ გაჭირვებულებს,არაფრის აზრზე რომ არ არიან არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები, ნუ აწვალებთ ამ ძალით ფეხბურთელებს,ამათ პროფესია შეცდომით აქვთ არჩეული,სულ ბოლოს და ბოლოსწინა ადგილზე როგორ უნდა ამთავრებდეთ ყველა შესარჩევს თქვე კვდარის სულებო,სირბილი თქვენ არ შეგიძლიათ, პასის გაკეთება და კომბინაციის შექმნა...რა საცოდავები ხართ!
badri
კიტეიშვილზე დღევანდელი თამაშით რომ იტყვი საუკეთესო იყოო ორივეგუნდში გამოდის რომ სხვა თამაშს უყურებდი, საუკეთესო კი არა ვერ იყო გარკვეული ფეხბურთს თამაშობდა თუ ერთობოდა,ზოგადად ძალიან მხოხავი ფეხბურთელია,კანკავა აი ვინ იყო საუკეთესო ორივე გუნდში

ნამდვილად არ ვუკარგავ შრომას ჩვენს ნაკრებს, მცდელობას და შემართება, მაგრამ რატომღაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ირლანდიაც დიდად თავს არ იკლავდა
თორნიკე
ამ კაცის ვერ გავიგე, იძახის მეტი აგრესია მინდაო და საბას არ ათამაშებს,არაბიძეს მარტო იმიტომ გამოვიძახებდი, რომ სტანდარტიდან კობის შემდეგ ვერანაირ სიმწვავეს ვერ ვქმნით, სხვა ნებისმიერი გუნდი კი ამ კომპონენტში გვჩაგრავს..ხო კიდე, დადასტურდა და რომ ვაისი ყურადღებას აქცევს არა ფეხბურთელის დონეს, არამედ რომელ კლუბეი თამაშობს, ამის ნათელი დასტურია უკვე დინამოელი მჭედლიშვილის არ გამოძახება, არად ეძახდა 5 თვე უთამაშებელ უპრაქტიკოს ემპოლში ყოფნის დროს.
llcl
შენ და ვაისი მობილურში სხვა თამაშს უყურებდით ან კიდევ კობი ხარ ან მუჯირი, თორემ სად ნახეთ თამაში და თან მაღალი ხარისხის, ყველა დროის ფარჩაკ ირლანდიასთან კარებში არ დაგვირტყავს, არცერთი გააზრებული კომბინაცია თუ სტანდარტული, ოქრიაშვილი და ანანიძე ვეღარ დადიოდნენ და ქვილითაია შეცვალა , რომელიც იბრძოდა მაინც, ნაკრების ძირითადში უნდა იყოს თავის კლუბის ძირითადის ფეხბურთელი, რა რთული მისახვედრია ეს, რომელი ერთი გვყავს შეუცვლელი რომ იყოს, ნეტავ გვყავდეს

დაგიშალათ ვინმემ მერე?სიცოცხლე და ჯიგარი აკლია ნაკრებს,ქართველი ჯიგრიანი მწვრთნელი უნდა ნაკრებს და იერარქია,,,ფსიქოლოგიური მომენტი-ერთ მუშტად ქცეული ქართული მენტალიტეტი,...
goga
შენ კი არ ითამაშე პირველ ნომრად, ირლანდიამ გათამაშა და თანაც ვინ თამასობს პირველ ნომრად ერთი თავდამსხმელით?
zurab
დღეს პირველად ვიხილე, რომ ჩვენი გუნდი თამაშობდა! ეს კარგია. უფრო მეტი გაბედულობა, უფრო მეტი დრიბლინგი და შედეგიც დადგება.
ლაშა
ნამდვილი წარმატრბული ადამიანი!!!
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..