გუშინ დაწყებული სუპერლიგის პირველი ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. თბილისური კლუბების – “მგზავრებისა” და “კაკტუსის” დაპირისპირება ამ უკანასკნელის 14-ქულიანი გამარჯვებით – 80:64 დასრულდა.

ისევე, როგორც სუპერლიგის თითქმის ყველა გუნდი, “კაკტუსისა” და “მგზავრების” შემადგენლობებიც თითქმის მთლიანად შეცვლილია. სუპერლიგის სადებიუტო ტურებში უნდა გამოჩნდეს, ვის რისი ამბიცია უნდა ჰქონდეს. “მგზავრებისთვის” დღევანდელი შეხვედრა მიმდინარე სეზონში პირველი იყო. ბუბა ბერიშვილის გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი არ ითამაშა და დღეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩით კმაყოფილი ვერ იქნება. თუკი პირველ ნახევარში “მგზავრები” ლეგიონერთა ხარჯზე ნორმალურად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში აშკარად დაიჩაგრა.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა”, რომელმაც დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალში გასვლით საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, “მგზავრებს” შანსი არ დაუტოვა. კაკტუსელებმა მესამე პერიოდი 19:10 მოიგეს და დასკვნითი ათწუთეულის წინ 11 ქულით დაწინაურდნენ – 50:49. ვითარება არც გადამწყვეტ მეოთხედში შეცვლილა. ძირითადად, ლეგიონერების ხარჯზე, რომლებსაც ქულების მოპოვებაში მიხეილ ჭოჭუა და გიორგი დვალი ეხმარებოდნენ, “კაკტუსმა” ლიდერობა იოლად შეინარჩუნა და გამარჯვებამდეც დამსახურებულად მივიდა.

კაკტუსელებს 22 ქულითა და 7 მოხსნით ბრაიან უილიამსმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ჯასტინ ევერეტმა, ხოლო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 18 ქულით, 11 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი, ხოლო სოსო გოგნაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

დღეს, მეორე მატჩში ერთმანეთს “ოლიმპი” და “დინამო” შეხვდებიან.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება