ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეწყდა და გარკვეული დროის შემდეგ გაგრძელდა. ამის მიზეზი მოედანზე შეკრებილი ნაცისტი გულშემატკივარი იყო, რომელმაც ინგლისელთა მცველის, მინგსის მისამართით მაიმუნთან დაკავშირებული ხმების გამოცემა დაიწყო და ნაცისტური მისალმების ჟესტებს გამოხატავდა.

თამაშამდე 5 დღით ადრე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მათ რასიზმის პრობლემა არ ჰქონდათ. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობდა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ინგლისში უფრო მეტად არის პრობლემა რასიზმი, ვიდრე ბულგარეთში.

შეხვედრა პირველად 28-ე წუთზე გაჩერდა. ინგლისელების პროტესტამდე არც უეფას კომისარმა და არც მატჩის არცერთმა არბიტრმა ამ საკითხზე ყურადღება არ გაამახვილეს. ჯერ რაჰიმ სტერლინგი მივიდა ლაინსმენთან და უთხრა: "ვერ გაიგონე?", საქმე ეხებოდა სტერლინგის მისამართით გამოცემულ მაიმუნის ხმებს. ლაინსმენმა, რომელმაც ყველაფერი გაიგონა, სტერლინგის კითხვა დააიგნორა, თუმცა ინგლისელთა კაპიტანი ჰარი კეინი მატჩის ხორვატ მთავარ არბიტრთან მივიდა და ზომების მიღება მოითხოვა. დიქტორმა გამოაცხადა, რომ რასიზმი ფეხბურთში მიუღებელი იყო და მოუწოდა გულშემატკივრებს, შეეწყვიტათ მსგავსი საქციელი. თუმცა, არაფერი შეწყვეტილა და 41-ე წუთზე მეორედ, დიდი ხნით შეჩერდა თამაში. ნაცისტურ ჯგუფს, სახელად "LAUTA ARMY", მოედანი დაატოვებინეს, მაგრამ იგივე ქცევები მეორე ნახევარშიც გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჰიმნის შესრულებასაც ბულგარელთა ნაწილი ნაცისტური მისალმებითა და შეურაცხმყოფელი ჟესტებით შეხვდა.

ინგლისის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ უეფადან მკაცრ სასჯელს ელოდება და რასიზმი მისაღები არსად არ უნდა იყოს. ინგლისის ნაკრების ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს. ასევე, მარკუს რაშფორდმა მადლობა გადაუხადა ბულგარელთა კაპიტან იველინ პოპოვს, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მივიდა ადგილობრივ გულშემატკივართან და რასისტული მოქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა.

სამწუხარო ის გახლავთ, რომ მსგავსი მოქმედებები უცხო თითქმის არცერთი ქვეყნისთვის არაა. ზოგან უფრო მძლავრად არის გაღვივებული, ზოგან ნაკლებად. თუმცა, ამ პრობლემას რომ უეფას სანქციები ვერ უშველის, ესეც ფაქტია.

3333
მე თუ ვარ ბულგარეთის ნაკრების მოწინააღმდეგე, დავიქირავებ ამ ნაძირალების ჯგუფს, რათა მათ მოაწყონ ნაცისტური დებოში. ყველა მოგებაშია ბულგარეთის ნაკრების გარდა!
1
გუჯი, აბსოლუტურად გეთანხმები! ნამდვილად მასეა!
გუჯი
ყველა ქვეყანაში დაბალი დონის ხალხი რომელიც არაფრის შემქმნელი და გამკეთებელი არ არის უნდათ რომ თავისი "უპირატესობა" რაღაცით მაინც აჩვენოს და ეგ "უპირატესობა" თეთრი კანი ჰგონიათ.
1
მასეთი გარეწრები სტადიონს არ უნდა მიაკარო! ადამიანების მოძულეთა ადგილი არაა სპორტში.
Tom
ბულგარელებიც და ქართველი ფანებიც ერთი ფონდიდან ფინანსდებიან აშკარაა დინამოსაც დაუწერეს ჯარიმა სპეციალურად და ახლა ბულგარელებსაც შეუქმნეს პრობლემები :)
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ