ევროშესარჩევ ტურნირზე გიბრალტართან ნამატჩევს (3:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვასა და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.

გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

lasha
ეს ვაისი რომ გონებაშეზღუდულია ამას რა მტკიცება უნდა. მაგრამ დრო ღარ არის, გინდა არ გინდა ბელარუსთან ამან უნდა გაიყვანოს. ბელარუსი ძალიან სუსტია ამას გამოვაგდებთ და მერე არ ვიცი :) კარგი ახალგაზრდებ გვყავს, თუ დააყენა ესენი მივიღებთ შედეგს, თუ ისევ ინვალიდებს გაომეკიდა მაშინ რა გითხრათ
პაატა
სანამ ფედერაციას მართავს გაუნათლებელი და არფრის მცოდნე ხალხს, მანამდე არც ეროვნულ ჩემპიონატს ეშველება რამე, არც ნაკრებში გვყოლება წესიერი მწვრთნელი და სულ ვიქნებით ასე მაჩანჩალები...ჩვენში რომ უვიცობა ფასდება მეტი მეორე არ მეგულება ევროპაში.
გუსანი
წერეთელს დავესესხები-ფურთხის ღირსია ქართული ფეხბურთი?!!. ყველგან ყველაფერი ვითარდება, ჩვენთან პირიქით-ან უკეთეს შემთხვევაში ბუქსაობს. მენტალური პრობლემა არის. აგერ 19- ნებმა მოიგეს-თუ ხორვატებმა წააგეს? ჯერ არ ვიცი, თამაში არ მინახია მაგრამ მაინც ყოჩაღ სვანაძეს და ბიჭებს, მაგრამ მერე ემართებათ რაც ემართებად. ხორვატები მოუმატებენ -ჩვენები პირიქით- X6 -ში ჩაიფლობიან და მორჩა....მკაცრი შეფასებაა? გამომტყუეს, მწარე რეალობაა..
Teimurazi
და მაინც, ნაკრების შემოდგომის სერია, დადებითად უნდა შეფასდეს...
გიორგი
გლდანში 335000 ადამიანი ცხოვრობს
Giorgi
ქეცბაიას ნაკრები უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ეს ნაკრები დარწმუნებული ვარ ქეცბაიას რო ყავდეს ეს შემადგენლობა უფრო უკეთესად ათამაშებდა ნაკრებს.
Giorgi
ქართველები რათქმაუნდა ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს კარგია თუ ცუდია ჩვენია და ეს გვყავს მაგრამ როცა ასეთ თამაშს ხედავ გულშემატკივარს ხომ უნდა სცე პატივი ხომ არსებობს რაღაცა ღირსება თავმოყვარეობა გიბრალტარი რო შეგიტევს 7 ჯერ კარში დაგირტყავს კუთხურებს მოგიწვდის და 2 გოლს გაგიტანს ამის მერე მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა იმის, რომ საქართველოს ნაკრები დაძლევს თუ არაა ბელარუსის ბარიერს, მთელი ქვეყნის ოცნება, რომ ერთხელ მაინც გავიდეს გუნდი რომელიმე ჩემპიონატზე 30 წელია ამას ელოდება ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთს თამაში ისწავლა ყველაამ მსოფლიოში ჯუჯა სახელმწიფოებიც კი უკვე შედეგებს დებენ ასეთ თამაში, რომ ვხედავ გული მტკივაა ესაა ქართველი გულშემატკივრის შეურაწყობა რომელიც თვეობით ელოდება ნაკრების თამაშს და ვაიი ასეთ მოგებას და ვაიი ასეთ 3 ქულას. ახლა იტყვიან "გამპრავებლები" გიბრალტარმა სომხეთს მოუგოოო რაში გვაინტერესებს ჩვენ ახლა სომხები ირლანდია კიდე რომ გახადეს გრანდი 11 თამშიდან ერთი რომ ვერ მოვუგეთ სანამ ტყუილში ვიცხოვრებთ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და ვიტყვით "არაუშავს" მაქამდე არაფერი არ გვეშველება.
semi
რა ცხვირპირი ჩამოგტირით ხალხო, ნაკრებში სამმა დებიუტანტმა ითამაშა, დაცვაში ნავალოვსკიმ (რომელიც არაა კონდიციებში და ნაკრებშიც ბევრი გაუცდა) პლიუს ტრამვირებული ფეხბურტელები, სხვათაშორის კიტეიშვილმა და შენგელიამ მცირე ტრამვებით გააგრძელეს თამაში, ნორმალური შემცვლელი არ გვყავდა და რეალურად ხარაიშვილის ტრამვის შემდეგ 15 წუთიანი მონაკვეთი ჩააგდეს და მაშინ 4 ჯერ დაგვირტყეს სახიფათოთ და გოლებიც დაცვის შეცდომის ხარჯზე გავუშვით. ჩავარდნა ყველას მოსდის, ეს ნაკრები ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება, მე მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. იმედია ჯანო მოუმატებს ოქრი ჩაკვე მჭედლო, პაპუნაშვილი, გვილია შევლენ ფორმაში, დავითაშვილი და კვარაცხელიაც დაგვემატება და გავალთ პლეიფით. ასეთი თანაბარი ძალის და მონდომებული ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვყოლია.
zmo
უთავმოყვარე, ზარმაცი და უქნარა ერი ვართ, ფეხბურთელებიც ხომ ჩვენივე ნაწილია, ამაშია პრობლემა, რაც ერი ის ბერი,
KUTAISELI
ori checdoma dauchvito, gvekaipeba, oric dauchvit a orasic, gibraltars ro or kutxurs ver chaucodeb, ra enagvleba am kacs kai xelpasiak, aravin akritikebs, dabroniliak adgili da mudmivi samsaxuri sakartvelochi, goimebi kavs dacherili pederaciachi, bravo vaisi, magari chemsrulebeli kopila es kaci.
roma
ჩვენ გვყავს ნაკრები რომელიც არ აგებს მსოფლიოს მე-10-ე ნაკრებთან და 2 გოლს უშვებს მსოფლიოს 195 ქვეყანასთან, დარწმუნებული ვარ შვეიცარიაში ისე ითამაშებენ რომ ყველას გაგვაკვირვებენ, ვინ ელოდა რომ დანიასთან და ირლანდიასთან გოლს არ გავუშვებდით ან ვის ეგონა 2 გოლს გიბრალტარი გაგვიტანდა? ეეეჰ ჩვენი მენტალიტეტი ასეთია ზუსტად ყველაფერში.
s.s.
წაყვანილი ყავდა მცველები და ჩამშლელები, გიბლარტართან თუ არ ათამაშებ ახალგაზრდებს, ზარანდიაზე და არაბიძეზე მაქვს საუბარი, აბა ვისთან უნდა ათამაშო? გიბლარტარს უფრო მეტი მომენტი და უფრო კარგი გუნდი იყო მეორე ტაიმში, უნდა ვაღიაროთ, რომ არ გაუმართლათ.

ბატონო ვლადიმერ, მიზეზები არ გელევათ რა !!! შედეგის მიუღწევლობისას გამოყენებული ფრაზები: კონცენტრაცია დავკარგეთ, თავდასხმა აგრესიული არ იყო, ბევრი ტრავმირებული გვყავს, ნახეთ სად თამაშობენ მათი მოთამაშეები, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა, რთულ ჯგუფში მოვხდით და ა.შ. დაუსრულებლად. როდემდე ?!!!
rodemdeeee
92 წუთზე გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ რო შეცვლას აკეთებ ( დროის გასაყვანად ) შემოგყავს შუა მცველი ( იმის შიშით რო სტანდარტულიდან კიდე გოლი არ გაგიტანოს ) რაღაზეე უნდა ილაპარაკო
სააკაძე
ნოემბერში შვეიცარია რომ მოგვიგებს, მაშინ ნახეთ გაპრავება:)
Geo_Dinamo
შენ მაშინ გაგიმართლა კობი რომ პრეზიდენტი გახდა. კობის მაშინ გაუმართლა კალაძე ოცნების ლიდერი რომ გახდა. კალაძეს მაშინ გაუმართლა ბიძოს რჩეული რომ გახდა. მარა ჩვენ რა დავაშავეთ თქვენ ყველა არაფრის მაქნისები რომ გვერგეთ?
gurami
სამარცხვინო მწვრთნელი!!!!! და უფრო სამარცხვინო მისი მოხრეები!!!!!!
ზურა
ეს რა ხდება, გიბრალტარი, სადაც ოცდააათიათასამდეა მოსახლეობა, მაშინ როცა მხოლოდ გლდანის რაიონში მოსახლეობა ორასიათას გადაცდა, თანაც ასეთი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა ხარ, სადაც ისეთი კლიმატია, როცა ზამთარშიც კი შეიძლება ვარჯიში,მაშინ როცა ზოგიერთ წარმატებულ ქვეყანაში ყველაზე უკეთეს შემთხვევაში წლის განმავლობაში ტემპერატურა 12 გრადუსამდეა....არ ვიცი რა უნდა ითქვას
lado
ვლად შენმა გონივრულმა და გამჭრიახმა გადაწყვეტილებამ გვიხსნა სამარცხვინო ფრისგან პირველად გაამართლა შენმა შეცვლამ,ნელ-ნელა იხვეწება ეს კაცი,იზრდება ნაკრებთან ერთად.თავიდან კი ვაგინებდით შენს მომყვანს,მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე და Vინც შენ გაგიშვებს იმათ გინებაზე გადავდივარ.ძლივს იპოვეტ შენ და ნაკრებმა თქვენი თამაში და ახლა შენი გაშვება არაფრით არ შეიძლება
გულშემატკივარი
ამდენი წელია ტიპი გუნდს წვრთნის და ერთი-ორი შემტევი კომბინაცია ვერ დააყენა გუნდში რომ გუნდურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ვინმე გადიოდეს დასარტყმელად კარის მიმართულებით, ირლანდიასთან ბურთი ჩვენ გვეჭირა და მთელი მატჩი კარში ვერ დავარტყით!...
გულშემატკივარი
გეუბნებით დაგვღუპავს ეს კაცი თქო შეგვარცხვენს ევროპის მასშტაბით, მოაშორეთ სანამ დროა, ვერ გავცდებით ბელარუსს! დროა უკვე ფედერაციამ ეძებოს ვინმე გამოცდილი და ამბიციური ახალგაზრდა მწვრთნელი ან გერმანელი ან ჰოლანდიელი ანაც ესპანელი სხცა ჩვენ ვერ აგვათამაშებს თანამედროვე ფეხბურთს!
Gocha
ერთად უნდა წახვიდეთ შენ და კობიაშვილი
llcl
მოკლედ ხან სუსტ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები, ხან კონცენტრაცია, ხან კობიაშვილის გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრა, ხან გურამას ცისარტყელა სამკლავური, ხან თურქეთის შეჭრა სირიაში, ხან გლობალური დათბობა, ეს კაცი ყველას და ყველაფერს აბრალებს წარუმატებლობას საკუთარი თავის გარდა.
კახა ქ.
ეხლა გაუხდა ხარაიშვილი შეუცვლელი.ტიპი მაგარი აჭრილია,აღარ იცის უკვე რა თქ ვას,რა მოიმიზესოს.კიდევ კარგი არ თქვა,მეორე გოლის ავტორი გიბრალტარის მოწინავე რაიონის პოლიციის თანამშრომელიაო,ჩვენები კიდე....
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია