სუპერლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და “ბათუმი” შეხვდნენ. ამ გუნდებს 13 ოქტომბერს უნდა ეთამაშათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი 9 ოქტომბერს ერთმანეთს დუდუ დადიანის ფინალში შეხვდნენ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ორგანიზატორთა თანხმობით, მატჩი 3 დღით გვიან გაიმართა. მემორიალის ფინალისტთა სუპერლიგის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წუთები, როცა ქულა-ქულაში ბრძოლა გაჩაღდა. ორივე გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი ჰქონდა, თუმცა გამარჯვება თსუ-ელებს დარჩათ, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ.

თუკი დადიანის მემორიალზე უნივერსიტეტის გუნდმა დამაჯერებელი, 18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა, დღევანდელ მატჩში მხოლოდ 2 ქულით იძალა – 92:90. არადა, მესამე პერიოდში თსუ-ელთა ლიდერობამ 12 ქულას მიაღწია – 71:59 და თითქოს ბათუმელებიც გატყდნენ, თუმცა სტუმრები დანებებას არ აპირებდნენ და გადამწყვეტ მეოთხედში გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს. ლეგიონერების – კოლინ მალკოლმის, ნიკოლა ვუიოვიჩისა და ჯუნიუს პროველის მექულეობით, ზღვისპირელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დაწინაურდნენ კიდეც – 86:85. გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ბათუმელებს შეტევა გაუცუდდათ, თსუ-ელებმა კი იხეირეს და გამარჯვებაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს დარჩათ.

თსუ-ს რიგებში, ფაქტობრივად, შეუჩერებელი იყო გიორგი ტურძილაძე, რომელმაც 35 ქულა მიითვალა. ამით მან გაიმეორა პირველი ტურის ბომბარდირის, ოლიმპელი რევაზ როგავას შედეგი. 14 ქულა მიითვალა დევიდ მაკფერლანდმა, რომელსაც თსუ-ში დებიუტი ჰქონდა (დუდუ დადიანის თასზე არ უთამაშია). 12 ქულა მიითვალა სანდრო სანაძემ, გიორგი კორსანტიამ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 11 ქულა, 13 მოხსნა. “ბათუმში” 24 ქულით საუკეთესო იყო კოლიმ მალკოლმი. 18 ქულა და 12 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები 19 და 20 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"