საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ოქტომბერში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი გამართა.

ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თბილისში ირლანდიას უმასპინძლეს და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო სტუმრად გიბრალტარის ნაკრებთან გავიმარჯვეთ - 3:2.

პრობლემები, რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრაში იყო, მაგრამ, გამარჯვების მიუხედავად, ხარვეზები უფრო მეტად სტუმრად ჩატარებულ მატჩში ჩანდა.

შევეცდებით, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ 5 ფაქტორზე, რომლებიც ოქტომბრის მატჩებში გამოიკვეთა.

მომენტების რეალიზაციის პრობლემა

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან მატჩში მოედანზე სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მატჩის შედეგზე ეს არ აისახა. თუ ადრე ვამბობდით, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო, ამჯერად ვამბობთ - "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კარში ვერ დავარტყით". პროგრესი არის, თუმცა სასურველიდან მაინც შორს ვართ.

შეტევაში მყოფი ფეხბურთელების გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ კარში ვერ დავარტყით. გიორგი ქვილითაია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი - ამ ფეხბურთელებიდან ნაწილს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მეორე ნაწილი არასასურველ ფორმაშია და ბოლო პერიოდში მათ მიერ გატანილი გოლები თითზე ჩამოსათვლელი გახლავთ.

იმის მიუხედავად, რომ ამ ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ნიჭი აქვთ, მეტი შანსი იმ ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ, რომლებიც უკეთეს ფორმაში არიან და ნაკრებში თავიანთი შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვთ.

გიორგი ხარაიშვილმა გიბრალტართან გოლი გაიტანა, ლევან შენგელიამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ უკანასკნელმა დიდი განაცხადი გააკეთა მარჯვენა გარემარბის პოზიციის დასაკავებლად. ერთადერთი მინუსი, რაც შენგელიას მოედანზე ყოფნისას ჰქონდა, ეს კუთხურების ცუდი შესრულება იყო. როგორც ირლანდიასთან, ისე გიბრალტართან, კუთხურებს უხეიროდ აწვდიდა.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც კარში დარტყმისა და გოლის გატანის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია - გიორგი ჩაკვეტაძე. მაგრამ თუ ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება და მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში გიორგი ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, ვინ უნდა დაარტყას მეტოქის კარებში ზუსტად და გაიტანოს გოლი? ნოემბრის შეკრებისას ამ პრობლემაზე ყურადღება კიდევ ერთხელ უნდა გამახვილდეს.

ცენტრალური თავდამსხმელის საკითხი

"გენტის" გაფართოებულ შემადგენლობაში ექვსი თავდამსხმელი ხვდება, კლუბის მთავარი მწვრთნელი ხუთს სამატჩო განაცხადში სვამს და ამ ხუთეულში ქვილითაია ხან არის, ხან არა. ამ გადმოსახედიდან, ნაკლებად სავარაუდოა, გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს. საუკეთესო ვარიანტი ნაკრებისთვის ზამთარში მისი სხვა კლუბში განათხოვრება იქნება.

ელგუჯა ლობჯანიძე კარგად ჩაერთო ირლანდიასთან მატჩში, თუმცა გიბრალტართან შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ელგუჯა, პერსპექტივაში, უფრო სათადარიგო ფეხბურთელად უნდა მოვიაზროთ.

ლევან მჭედლიძემ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა, თუმცა მხოლოდ ეს ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი არ იქნება. საიდუმლო არაა, რომ ვაისი ეროვნულ ლიგას არ სწყალობს.

მჭედლიძემ უნდა აჩვენოს, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსია და ამას მხოლოდ ბევრი გატანილი გოლით მოახერხებს. მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ვიცით, თუმცა არის თუ არა ნაკრებისთვის სათანადო ფორმაში, ეს მომავალმა მატჩებმა უნდა გვაჩვენოს.

გვაქვს ბუდუ ზივზივაძის, ბაჩანა არაბულის, ნიკა კაჭარავას, დავით სხირტლაძის და ბექა მიქელთაძის ვარიანტებიც.

ჩამოთვლილი რვა ფეხბურთელიდან დღევანდელი სათამაშო ფორმით ვერცერთი ვერ გადაჭრის ნაკრებში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემას. მარტისთვის მათ საკუთარ თავს უნდა აჯობონ, ამ პერიოდისთვის კარგ ფორმაში მყოფ ფორვარდს ჩვენს ნაკრებში ოქროს ფასი ექნება.

პრობლემა დაცვის მარცხენა ფლანგზე

ირლანდიასთან მატჩში ჯიმი ტაბიძემ დაცვაში თითქმის იდეალურად ითამაშა. თუმცა დღევანდელ ფეხბურთში ფლანგის მცველები მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებით არ შემოიფარგლებიან. მიუხედავად იმისა, ეფექტიანად გამოსდის თუ არა, ოთარ კაკაბაძე მუდმივად შეტევებში ერთვება. ანალოგიური მოქმედებაა საჭირო მარცხენა ფლანგზეც, მარცხენა მცველმაც უნდა გაამწვავოს შეტევა და ბევრი ირბინოს.

სამწუხაროდ, გიორგი ნავალოვსკი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე. ვლადიმირ ვაისმა "ნავალას" ნაკრებში მანამ არ უხმო, სანამ კრიტიკული ვითარება არ დადგა და ხარაბაძემ ტრავმა არ მიიღო. გიორგის გიბრალტართანაც ჰქონდა შეცდომები, პირველი გოლის მომენტში პოზიცია სწორედ მან დაკარგა.

პერსპექტივაში გვყავს ლევან ხარაბაძე და ლუკა ლაკვეხელიანი. ლევანის პლუსი შეტევაში თამაში არის, თუმცა დაცვაში ნაკლებად სიამედოა. ხარაბაძე ჯერ 19 წლის არის და აქვს დრო ამ კომპონენტის დასახვეწად. თან, "ციურიხში" თამაში პროგრესის შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება ლუკას, ის ეროვნული ნაკრებისთვის ჯერ მზად არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთ ალტერნატივად განხილვა შეგვიძლია.

კონცენტრაციის ნაკლებობა

თუ ირლანდიამ და დანიამ გოლი ვერ გაგვიტანეს, გიბრალტარის ნაკრებმა ერთშაბად ორჯერ აიღო ჩვენი კარი და მეტის გატანის შანსიც ჰქონდა. ეს არათუ კონკრეტული ფეხბურთელების, არამედ მთლიანი გუნდის ბრალი იყო. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მეტოქის აბუჩად აგდების გამო მნიშვნელოვან მომენტებში კონცენტრაცია დაკარგეს და არნახული სისულელეები ჩაიდინეს.

პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმაც იმავე პრობლემაზე ისაუბრა: "გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი რამ დაგვემართა. შორს არ წავიდეთ და, ერთა ლიგაზე ანდორასთან გასვლაზე გამართული შეხვედრა გავიხსენოთ. საქართველოს ნაკრებს შეეძლო ერთა ლიგა ექვსი გამარჯვებით დაესრულებინა, თუმცა შეხვედრა, რომელსაც ვიგებდით, საბოლოოდ ფრედ დავასრულეთ. არადა, ანდორაში მოსაგებად ყველაფერი გვქონდა. სხვა დეტალებს რომ თავი დავანებოთ, მოედანზე ჩვენი იმედი - გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა.

ხშირად ვერ ვიგებთ მსგავს მატჩებს და კარგი იქნება, თუ მწვრთნელი ამ კუთხით ნაკრების ფეხბურთელებთან იმუშავებს და მოთამაშეებს შეხვედრის წინ სათანადოდ განაწყობს.

ოთარ კიტეიშვილი

კიტეიშვილის სათამაშო დონისა და ხარისხის გათვალისწინებით, დასანანია, რომ ისევ "შტურმში" თამაშობს. მას პროგრესისთვის უფრო ძლიერი ასპარეზი სჭირდება, ვიდრე ავსტრიის ჩემპიონატი და ეს კონკრეტული კლუბია.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიასთან მატჩში "კიტე" ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამავდროულად, გვახსოვს, თუ რამდენად კარგად ითამაშა დანიის ნაკრების წინააღმდეგ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ოთარი ეროვნული ნაკრების ღერძად ყალიბდება და ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად კიტეიშვილთვის კარიერის უფრო ძლიერ კლუბში გაგრძელებაა საჭირო.

KUTAISELI
budu zivzivadze gamoizaxos vaisma, an gamoazaxebion, ara mgonia vaisi titon igebdes gadackvetilebebs, saxeze aceria ra kacicaa, da sxvisi am chemtxvevachi pederaciis gavlenis kvechaa, da pederacias unda mivmartot ro zivzivadze gamoizaxos, magar pormachia da golebsac itans.ara mgonia sxvaze naklebad tu metad ara gaitanos da gaitans kidevac, budu ertaderti nateli certilia nakrebis tavdasxmachi.
მ. ტ.
ეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები რეალურად ერთი კაცის გუნდია და ჩაკვეტაძის გარეშე გოლი კი არა, საგოლე გადაცემაც არ კეთდება, მაგრამ მოწინააღმდეგეს ნუ შევუქმნით ამგვარ შთაბეჭდილებას, - ჩვენს დემორალიზებას შეეცდებიან და ერთი ყვითელი ბარათის ფასად დაგვიმტვრევენ... მარტამდე ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი ნაკრები ერთიან და შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდეს, ან უკიდურეს შემთხვევაში ასეთად წარმოჩინდეს მაინც...
ანესთეზეოლოგი
სწორედ გატანის საკითხია პრობლემა ჩვენთვის თორემ არც ისეთი "მონსტრია" კოსოვო როგორსაც ხატავთ. კარგი რა დააკვირდით კი იტანს, მაგრამ უამრავს უშვებს თავადაც. დაცვაში თუ ნაცადი ფეხბურთელები გვეყოლებიან აი ვისზედაც გადაირა ერთა ლიგამ, ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს მაგათი შეტევა. აქ უფრო ისაა პრობლემა ჩვენ როგორ გავიტანოთ. ძალიან სუსტები არიან დაცვაში და გამოყენება უნდა მაგას. მაგრამ მანამდე ბელარუსია წინ და ჯერ მაგაზე ვიფიქროთ.
kote
ამ ნაკრებმა როგორ უნდა მოუგოს ბელარუსს გაუგებარია და მითუმეტეს თუ მოხდა საოცრება და გავედით კოსოვოზე მასთან მოგება იგივე იქნება ჩვენმა ხოკეის ნაკრებმა რუსებს მოუგონ ან რაგბისტებმა იაპონიას აღარაფერს ვამბობ უელს ინგლის ზელანდიაზე
semi
კარგი და სწორი ანალიზია, უბრალოდ ერთს დავამატებ მიუხედავად იმისა რომ დაცვაში თითქოს უკეთ ვთამაშობთ, მაინც ტაბიძის და კაკაბაძის შემცვლელი არ ჩანს. მიუხედავად თავდამსხმელების პატივისცემისა მჭედლიძის ნაირი მონაცემები არცერთს არ აქვს, ნაკრების მწვრთნელებსაც ხშირად უთქვამთ მჭედლიძის უალტერნატივობაზე და იმედია სწრაფად აღიდგენს ფორმას. ცუდი რაცაა ამერიკაში და საქართველოში მაგ პერიოდში ჩემპიონატები არ მიმდინარეობს და დიდი ალბათობით უთამაშებლობა დაეტყობათ.
ლაშა
ძალიან მეიმედება შემგელია. თუ მოუმატებს ვარჯიშს კიდევ მეტად დაიხვეწება და გააძლიერებს შეტევის ხაზს.
zura
ვაისს არ ვიცავ მაგრამ,ერთა ლიგაზე ყველა თამაში მოიგო და ერთი ფრე ითამაშა...
გადასარევი გიორგი
გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ეს ნაკრები ორჯერ უკეთესია! უიმისოდ ორჯერ უარესი! დანარჩენი თქვენ განსაჯეთ გვესაქმება თუ არა ჩემპიონატზე
Kkk
ადმინ რატო ფიქრობ, რომ მარტში ჩაქვეტაძე შეიძლება არ იყოს? რამე იცი და გვიმალავ?
გუსანი
მხოლოდ ფ ო რ მ ა შ ი მყოფი ჩაკვეტაძის შემთხვევაში გვექნება შანსი, ეს იციან მეტოქეებმა და მთელი აქცენტი მასზე გაკეთდება, აი მაშინ გაუჩნდებათ სხვებს შანსები, მაგრამ პრობლემაც მანდაა....არ გვყავს და მორჩა,ისე, მეც შეიძლება ,,გამივარდეს"...რეალურად ამ ფორმაციის ნაკრებს ევროპაზე არაფერი ესაქმება. მარტო ჩაკვეტაძე ხომ არ წავა?. კანკავა მებრძოლია მაგრამ არა შემომქმედი, ვაკო, ოქრი და ა.შ კიდევ ზოგიერთები (2ან 3)როდის მოინდომებენ თამაშს და ისიც გამოუვათ თუ არა არავინ უწყის.....ესაა მწარე რელობა....
civi
ჯერ ერთი დაგვიფაროს ღმერთმა რომ ჩაკვე არ იყოს მარტის თამაშებზე თორემ მოგჭამა ჭირი ევროპირველობამ თუ კიტეიშვილი კიდე უფრო მოძლიერდა ამ ზამთარს მაგი და ჩაკვე კოსოვოსაც და ბელარუსს მითუმეტეს გადაურბენენ დარწმუნებული ვარ.
ნუგზარი
ჩემი აზრით კარგი ანალიზია, აქცენტებიც სწორად არის დასმული. დაუმატებდი, რომ ბელორუსებთან მოგების შანსი მაინც არის, თუ ნაკრებში არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან ერთად, დეტალურად მოხდება მეტოქის თითოეული ფეხბურთელის და მათი სათამაშო სტრატეგია-ტაქტიკის სრულყოფილი შესაწავლა.
giga
გეთანხმები, ძალინ მნიშვნელოვანი საკითხია, ვფიქრობ ვაისი იმდენად პრაგმატულია და არ უყვარს რისკი, რომ კაკაბას ადგილას არც არავის გამოიძახებს და ვაი თუ საჭირო გახადა მისი შეცვლა, ისევ კაშიასს გადაწევს მარჯვნივ. რაც არუნდა გასაკვირი იყოს აქვს თამაშის გამოცდილება, როგორც ვიტესში ისე ნაკრებში, ნუ რამდენად გაამართლებს ეგ სხვა თემაა.
goga
გოლის გამტანი, არა თუ არ გვყავს, აღარც გვჭირდება - დროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ეს არაა ის ფეხბურთი, სადაც საჯარიმოს, დასწრებაზე მოთამაშე, ერთი შეხების ან ე.წ. "გადაცემის ჩამკეტი" ფორვარდი უნდა იყოს მოედანზე. ჩვენი კინკილა ფორვარდი, პირველი ბურთის აღებაზე და ზუსტ, მოკლე პასზეა ორიენტირებული, შუახაზის მოთამაშეებით და განაპირა მცველებით ვუტევთ.
ანესთეზეოლოგი
გოლის გატანის კუთხით ნაკრებს აქვს სერიოზული პრობლემები. ჩაკვეტაძის გარდა შემტევი ნახევარმცველებიდან გოლის გატანა მშვენივრად შეუძლიათ იგივე გვილიას, კიტეიშვილს, ყაზაიშვილს... მაგრამ ჩაკვეტაძისნაირი ზუსტი, ძლიერი და მორგებული დარტყმა არცერთს არ აქვს. ის თანაბარი სიზუსტით ურტყამს შორი და საშუალო მანძილებიდან. მიუხედავად ამისა საჭიროა, რომ ამ ბიჭებმა უფრო ხშირად ურტყან კარში. ხარაიშვილსაც კარგი ალღო აღმოაჩნდა, ძალიან ცივსისხლიანია საბა ლობჟანიძეც. საქმე ისაა, რომ ეს ბიჭები მხოლოდ გარკვეული ტაქტიკის შემთხვევაში ხვდებიან გუნდში, ისევე როგორც გვილია. წესით ქვილითაია თუ მშვიდობა ექნა უკეთეს ფორმაში უნდა იყოს. შეიძლება მოუმატოს მჭედლიძემაც. ყოველ შემთხვევაში პლეი-ოფამდე იმისათვის საკმარისი დრო აქვს სათამაშო პრაქტიკა დაუგროვდეს. ასეთ შემთხვევაში კი მჭედლიძე ძალიან საიმედო თავდამსხმელია. ვაისის მიმართ მეტი სიმპატიით ვიყავი განმსჭვალული მაგრამ უკვე ვფიქრობ, ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. უამრავ რამეში შეიძლება გაუგო მას, მაგრამ ამდეხნი ხნის შემდეგ გუნდის მოტივირების პრობლემა ნამდვილად აღარ უნდა არსებობდეს. ეს მის მენეჯერულ სისუსტეზე მიუთითებს. უბრალოდ მისი ახლა შეცვლა ჩემი აზრით არ იქნება მართებული. ჯერ ერთი იგი გუნდის ბირთვს კარგად იცნობს და იცის ძლიერი მხარეები და მეორე, სხვის ხელში ნაკრებმა პლე-ოფების გავლა რომ ვერ შეძლოს, დაბრალდება ახალდანიშნულ მწვრთნელს. დაიწყება საუბრები იმის შესახებ, რომ აი მას დრო არ ეყო გუნდის შესასწავლად და ა.შ. ეს კი ნამდვილ მიზეზებს მეორე პლანზე გადაიტანს და ახალ შესარჩევ ციკლებში ნამდვილი პრობლემები თავიდან აღმოსაჩენი გახდება....
დემე
რატომ არ წერთ იმაზე, რომ თუ კაკაბაძემ ტრამვა მიიღო ან სხვა მიზეზით არ იქნა სასურველ ფორმაში, ვინ უნდა ათამაშოს ვაისმა? მისი პოზიციისთვის ელემენტარულად სათადარიგო სკამზეც კი არავის განიხილავს ვაისი... ვაიდა რამე დაემართოს ოთარს, სად მივდივართ?
valderrama
დაიხსომეთ, რომ "ნაკრებს ვერ დაეხმარება, გუნდს ვერ დაეხმარება" არასწორი ნათქვამია, გინდა ჩაკვეტაძეზე იყოს ნათქავამი და გინდა დიეგო არმანდო მარადონაზე. ჩაკვეტაძე გუნდის წევრია და თამაში მისი პირდაპირი მოვალეობაა და "დახმარება" ისე ჟღერს თითქოს სხვის მაგივრად და სხვის საქმეს აკეთებდეს დროებით. მაგ. "მჭედლიძე დინამოს დაეხმარება ევროტურნირებზე":))) ძაან უაზროდაა დამკვიდრებული
ლაშა
დაცვის მარცხენა ფლანგი მართლა პრობლემაა, აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი გიორგი ქიმაძეს, დიდი ხანია, ამას იმსახურებს. ასევე ამირან სანაიას გამოძახებაც მაინტერესებს, საფრანგეთის მე-2 ლიგაში სისტემატიურად თამაშობს, თუმცა პირადად მისი თამაში არ მინახავს.
Giorgi
ჩვენს ნაკრებს ერთალიგიდან თუ ყველა ფეხბურთელი იქნება კარგ ფორმაში და არავინ დაგვაკლდება აქვს შანსი გასვლის მაგრამ სანამ ვაისი იქნება მწვრთნელი არაფერი გამვა მწვრთნელი რომელმაც ზედიზედ ორი შესარჩევია წვრთნის გუნდს და მხოლოდ 2 თამაში მოიგო და ეგეც გიბრალტართან რა ნიშით დატოვეს ამ პოსტზე მიკვრის და ახლა იმ ერთალიგის ჯგუფს ქეცბაიაც მოიგებდა და ცხადაძეც კი გასაგებია რომ ბევრ ფეხბურთელს აქვს პრობლემები ტრანვები უთამაშებლობა მაგრამ უპრობლემო ნაკრები არ არებობს მხოფლიოში ეს ფედერაცია 4 წელია რომ არის უკვე და ფეხბურთში ჩახედული ხალხი და "პროფესიონალები" რა დაინახეს პოზიტივი მე პირადად ცხადაძე რო დაინიშნა კი ამხანაგურები წააგო მარა მისი ხელმძღავენელობით გუნდმა შოტლანდის ნაკრებსმოუგო თამაში და ქეცბაიამ კიდე ხორვატიას და ამ წვრთნელმა რომელ ანგარიშ გასაწევ ნაკრებს მოუგო ოფიციალური თამაში ?? მითუმეტეს რომ გრანდი ნაკრები არ ყოფილა ამ ორ შესარჩევში არავინ.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი კიტეიშვილია" - ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელი ქართველ ნახევარმცველზე
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში "რაპიდთან" დამარცხდა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
კიტეიშვილის რეაგირება "რაპიდთან" წაგებაზე - დუბლი და გამარჯვება
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს