პოლონეთისა და პორტუგალიის მსგავსად საკონტროლო მატჩები მოისტუმრა ბულგარეთის ეროვნულმა გუნდმა. ამჟამად ბულგარელები სოფიაში ვარჯიშობენ და პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის ემზადებიან. ისინი სადებიუტო მატჩს (2 აგვისტოს) პორტუგალიაში ითამაშებენ...

პოლონეთისა და პორტუგალიის მსგავსად საკონტროლო მატჩები მოისტუმრა ბულგარეთის ეროვნულმა გუნდმა. ამჟამად ბულგარელები სოფიაში ვარჯიშობენ და პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის ემზადებიან. ისინი სადებიუტო მატჩს (2 აგვისტოს) პორტუგალიაში ითამაშებენ.

ამხანაგური შეხვედრების შედეგ გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მიეცა როგორც ბულგარელთა მთავარ მწვრთნელ როსენ ბარჩოვსკის, ასევე - ჩვენ... ჯერ ბატონ როსენს მოვუსმინოთ:

- ბოლო მატჩი ჩეხეთის ნაკრებთან იმიტომ ჩავატარეთ, რომ ეს გუნდი თამაშის სტილით ჩვენს მომავალ მეტოქე პორტუგალიას ჰგავს. ხისტ კალათბურთს თამაშობენ, კლასითაც თანაბარი კალათბურთელები ჰყავთ, მხოლოდ სიმაღლეშია სხვაობა - ჩეხეთის ნაკრები პორტუგალიაზე ოდნავ მაღალია. ვფიქრობ, კარგი სპარინგ-მატჩი გამოგვივიდა. დავასვენეთ ძმები ივანოვები, რომლებსაც მცირე ტრავმები აქვთ. ექიმები გვაიმედებენ, რომ ისინი 2 აგვისტოსთვის მწყობრში იქნებიან...

მწვრთნელმა კმაყოფილება გამოთქვა ერლ კალუეის დამატებასთან დაკავშირებით - მაღალი დონის კალათბურთელი შევიმატეთო. ბოლოს კი დასძინა:

- საკონტროლო მატჩების უმეტესობა მოვიგეთ, თუმცა ორი წაგება გამოვურიეთ. ოფიციალური ტურნირი იწყება და წაგების დრო აღარ არის. ჩეხეთის ნაკრები ჩვენზე ენერგიულად გამოიყურებოდა. ვეცდებით, 9 ამხანაგური მატჩის შემდეგ კალათბურთელები კარგად დავასვენოთ, რათა აგვისტოს შეხვედრებს ენერგიულად შეხვდნენ.

9 შეხვედრის მიხედვით რამდენიმე დასკვნის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. სევილიელი გამთამაშებლის ერლ კალუეის შეჩერება 14 აგვისტოს ქართველთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რადგან იგი ქულებსაც უხვად აგროვებს და პასებსაც ანაწილებს.

- მოხარული ვარ, რომ ბულგარეთის ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა. აქ ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი, მწვრთნელიც კარგი გვყავს და ჯგუფიდან გასვლაც რეალურია. გუნდს უკვე შევეჩვიე. ოფიციალურ მატჩებს მოუთმენლად ველი, - განაცხადა კალუეიმ, რომელიც "კახასოლში" ტაირონ ელისის თანაგუნდელია.

წინა ხაზში სამი გამოკვეთილი ლიდერია: ძმები ივანოვები და ფილიპ ვიდენოვი. მათ ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში თამაშის გამოცდიელბა აქვთ.

ბულგარეთის ნაკრების მინუსი მაღალი დონის ნომინალური ცენტრის არყოლაა. ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად ბულგარელებმა საბერძნეთში მოთამაშე ამერიკელი ცენტრი ჯარედ ჰოუმენი დაიმატეს, თუმცა კალუეი იმდენად ეფექტურად ასპარეზობს, რომ დღესვე შეგვიძლია ვთქვათ - ოფიციალური მატჩების განაცხადში ჰოუმენს ვერ ვიხილავთ (თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა).

ბოლოს დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პირველ შეხვედრას სოფიაში 14 აგვისტოს ჩაატარებს, ხოლო თბილისში 29 აგვისტოს უმასპინძლებს.

სოფიის ტურნირი (26-27 ივლისი)

ბულგარეთი–ჩეხეთი 87:91

21:17, 13:23, 23:16, 19:20, 11:15

ბულგარეთი: მარინოვი (6 წთ, 2 ქ), კოსტოვი (35 წთ, 13 ქ, 2 მ, 3 ჩ), ვიდენოვი (28 წთ, 15 ქ, 8 მ, 2 პ), კალუეი (31 წთ, 25 ქ, 3 მ, 7 პ, 4 ჩ), ს. გეორგიევი (30 წთ, 10 ქ, 7 მ), ველიკოვი (7 წთ, 2 ქ), ზ. გეორგიევი (29 წთ, 4 ქ, 2 პ, 3 ჩ), ლილოვი (9 წთ), ვარბანოვი (23 წთ, 7 ქ, 12 მ), რადევი (15 წთ, 5 ქ), ჰოუმენი (12 წთ, 4 ქ, 2 მ)

ბულგარეთი–კვიპროსი 96:51

26:13, 20:16, 23:15, 27:7

ბულგარეთი: კოსტოვი (34 წთ, 18 ქ), ზ. გეორგიევი (28 წთ, 8 ქ, 4 მ, 4 პ), ვიდენოვი (25 წთ, 8 ქ, 6 მ, 9 პ), კ. ივანოვი (20 წთ, 3 ქ, 5 მ, 3 პ), ვრბანოვი (20 წთ, 10 ქ, 2 პ, 2 დ), ველიკოვი (22 წთ, 8 ქ, 2 მ, 4 პ), ს. გეორგიევი (16 წთ, 10 ქ, 6 მ, 4 პ), დ. ივანოვი (14 წთ, 17 ქ, 4 მ), ლილოვი (11 წთ, 7 ქ, 3 მ), ჰოუმენი (10 წთ, 7 ქ, 4 მ, 2 დ)

ფლორენციის ტურნირი (16-18 ივლისი)

ბულგარეთი-პოლონეთი 68:62

ბულგარეთი-მაკედონია 79:74

იტალია-ბულგარეთი 83:84

მინსკის ტურნირი (9-11 ივლისი)

ბულგარეთი-უკრაინა 65:60

ბულგარეთი-ბელარუსი 76:64

ბულგარეთი-ისრაელი 69:72

სოფია (2-3 ივლისი)

ბულგარეთი-რუმინეთი 96:73

ბულგარეთი-რუმინეთი 89:73

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა