დასრულდა ევროპის 15-წლამდელთა ლიგის პირველი წრე, რომელსაც ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა. ტურნირში ქართული კლუბების გამორჩეული მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდი “საქართველო 2005” მონაწილეობდა, რომელმაც რიგაში 5 მატჩი გამართა და 4 გამარჯვება მოიპოვა. ევროპის ლიგაში ქართული გუნდები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ. პროგრამის მიზანია, პერსპექტიულმა და საინტერესო გაქანების მქონე მოზარდებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ და კიდევ უფრო დაიხვეწონ. ასევე, პროგრამა კარგი საშუალებაა ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის, რომლებიც ევროპულ გუნდებთან პაექრობით დიდ გამოცდილებას შეიძენენ.

ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა რიგაში დღეს ერთი მატჩი გამართა, რითაც პირველი წრე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს ქართველებმა რუსული კლუბები – "დინამო" და "ზენიტი" დაამარცხეს, ხოლო გუშინ "ოლიმპიეცს" სძლიეს და მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდნენ. დასკვნითი მატჩი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს პოლონურ “კომაროვთან” გამართა და 90:39 გაანადგურა.

პოლონელებთან მატჩში 15 ქულით და 14 მოხსნით ანრი ბელთაძე გამოირჩა. 15-15 ქულა მიითვალეს ილია ჭავჭანიძემ და თენგო გოგიშვილმა. გოგიშვილი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. ამის ნიშნად გოგიშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი მიიღო. რიგაში გამართული პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი – ირაკლი ტომარაძე დასახელდა.

საქართველომ რიგაში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა, რადგან პირველი ადგილი დაუმარცხებელ ცსკა-ს ერგო.

ევროპის 15-წლამდელთა ლიგის მე-2 წრის 5 შეხვედრა 17-19 იანვარს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება. მთლიანობაში, ევროპის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 3 წრეა და თითო გუნდს ჯამში 15-15 მატჩის გამართვა უწევს. რეგულარულის ბოლოს, საუკეთესო გუნდები ჩემპიონობისთვის სუპერფინალში ეჯიბრებიან.

ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში რამდენიმე დღეში ჩაერთვება “საქართველო 2006”, რომელსაც ირაკლი ჩერქეზიშვილი წვრთნის. 14-წლამდელები 24-26 ოქტომბერს პირველი წრის 5 მატჩს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ითამაშებენ. ქართველების მეტოქეები 3 რუსული გუნდი – "ცენტრალნაია", "ადმირალტეისკაია" და "გლორია", ასევე, ლატვიური "სპარსი" და "ესტონური" TTU იქნებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"