25 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" ვერ დაამარცხა და ფრე 1:1 ეთამაშა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს, საჯარიმოში ბურთი სტუმართა გუნდის მცველ სეხნიაშვილს მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ფლამარიონის შესრულებული თერთმეტმეტრიანი ისერგიშვილმა მოიგერია, მაგრამ ყველას ჯიღაურმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ზღვისპირელებმა ამის შემდეგ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც: 87-ე წუთზე საჯარიმოდან აწეულ ბურთზე სეხნიაშვილმა იმარჯვა და თავით ალავიძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ბოლოს "დინამო" შტურმზე გადავიდა, თევდორაძის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში ისერგიშვილმა მოიგერია, ჯიღაურმა კი სამიოდ მეტრიდან ვერ უწია მიზანს და 1:1.

ბათუმის "დინამო" 64 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსანი თბილისის "დინამო" 2 ქულით ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე მყოფი "საბურთალო" 4 ქულით და 27 ოქტომბერს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

მოკლედ, ჩემპიონატის დაძაბული ფინიში გველის.

ბათუმი. "ანგისა"

დინამო (ბთ) - ვიტ ჯორჯია 1:1

გოლები: 1:0 ჯამბულ ჯიღაური (3), 1:1 ზურაბ სეხნიაშვილი (86)

გამოუყენებელი პენალტი: ჯოვინო ფლამარიონი (3)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), მამუკა კობახიძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯამბულ ჯიღაური, გიული მანჯგალაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 88), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 75), ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ლევან ისერგიშვილი, დავით კიკალიშვილი, ანდრო ნემსაძე, ლუკა თათხაშვილი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ლუკა ვარძელაშვილი (ნიკოლოზ აბულაძე 88), ირაკლი ზარიძე, ლაშა ნანობაშვილი (ბექა აშორდია 75), თამაზ მაქაცარია (დიმიტრი ხუციანიძე 81), ზურაბ მუსელიანი, თორნიკე მუზაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

gogia
ჯერ არაფერი დაკარგული არა არის ბრძოლა ბოლომდეა,მთავარია სულით არ დაეცეთ!
გრიგოლ1408
ყომარობენ.ყომარობენ.ერთი და იგივე ხელწერა ტოტალიზატორის.დააკვირდით ევროპაშიც თუ იგივე არ ხდება ბოლო ტურებში. შეგიძლიათ არქივი ამოსწიოთ
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ყოჩაღ ვიტ-ჯორჯიას. ბათუმს ასეთი თამაშით თუ უნდა ჩემპიონობა ?! ...... ან ეს რა თამაში იყო და ან დინამო თბილისის ბოლო თამაშები, ასეთი თამაშით არცერთს არ ექნება შანსი,საკვალიფიკაციოდან გასვლის
fredi
დინამოს ისე დაემართა ,როგორც ჩვენს ნაკრებს გიბრალტართან,ჩათვალეს რომ ამათ ისეც მოუგებდნენ,ეს საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო დაემართათ,დაკარგეს ოქროს ქულები
sixo
ამათ უნდათ ჩემპოინობა ვით ჯორჯიასთვის ვერ მოუგიათ,ესენი საჩემპიონო დავაში შემთხვევით არიან მოყოლილი,ტორპედო დაიშალა თორემ ბათუმი სამეულის გუნდი არ რის.ამათ მესამე ადგილი გარანტირებული აქვთ. ჩემპიონი საბურთალო დინამოს თამაშსი გამარჯვებული იქნება
Caruzo9
მადლობა ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის, განსაკუთრებით ვეტერინართა მეკარეს და კაპიტანს!(ბრძოლაში ბედნიერნი...) ყველა გუნდმა თავი უნდა შეაკლას სამივე გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, მიუხედავად იმისა ჭირდება თუ არა კონკრეტულ კოლექტივს ქულები.სამართლიანი თამაშის წესები დაცული უნდა იყოს.დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?