© ანი რეხვიაშვილი

ბოლნისის "ყოჩებმა" და თბილისის "ლელო-სარასენსმა" „რაგბი პლატოზე“ შეკრებილი მაყურებელი ლაღი, სწრაფი, ხელდახელ ბურთაობით და რვა ლელოთი ასიამოვნეს, მაგრამ თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დიდი 10-ის მე-6 ტურში მეორე, ხოლო მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე ფრე დაფიქსირდა.

საგულისხმოა, რომ ბოლნისელებმა ექვსი მატჩიდან ფრედ ორი დაასრულეს. გუშინ ისინი გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და მეტოქე წინ ერთხელაც არ გაუშვიათ, მაგრამ ვერც უპირატესობა შეინარჩუნეს.

ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ თამაში იყო დინამიკური და სანახაობრივი. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა თამაშს და იყო ლამაზი ხაზის გაჭრები და ბოჭვები, რაც მაყურებელს ყოველთვის ხიბლავს.

თამაში "ყოჩების" დომინირებით დაიწყო და მე-4 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ბოლნისელებმა მორკინალებით შეუტიეს და წინ წაიწიეს. რაქიდან გამოსული სწრაფი ბურთი გიორგი ტყეშელიაძემ მიიღო, მბოჭავი ჩამოიცილა და ლელოს მისწვდა, საბა ხურცილავამ კი გარდასახა.

"ლელო-სარასენსმა" მე-15 წუთზე უპასუხა. ყველა ელოდა, რომ კარის წინ 40 მეტრიდან მერაბ კვირიკაშვილი ჯარიმას აუტში გადაიტანდა, მაგრამ მან შენიშნა, რომ დაცვა არასწორად იდგა, ბურთი სწრაფად გაათამაშა და ფეხით გადაკიდა. მას სოსო მათიაშვილი მიჰყვა და ლელო ძელებშუა გაიტანა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

ბოლნისელებმა ლიდერობა 4 წუთში დაიბრუნეს. მათ ჯერ შეტევაში დაკარგეს ბურთი, მაგრამ კონტრშეტევის დაწყებისას "ლელო-სარასენსიც" შეცდა. ბურთი გიგა კორკელიამ აიტაცა და ორ მცველთან ჭიდილში ლელოში შევიდა, ხოლო ხურცილავამ გარდასახა. გავიდა კიდევ ოთხი წუთი და ლელოელებმა ბურთი უკვე მოედნის ცენტრში დაკარგეს. ის გიორგი წიკლაურმა აიტაცა და ლელომდე ირბინა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო - 19:7.

"ლელო-სარასენსმა" შესვენებამდე მოახერხა 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. 28-ე წუთზე დავით ხიდეშელი სინბინით დაისაჯა და რიცხობრივი უპირატესობა თბილისელებმა კარგად გამოიყენეს. ერთ წუთში სტუმრებმა 5-მეტრიან დერეფანში ბურთი კარგად ვერ ააგდეს, მაგრამ ის გიორგი მარგალიტაძეს ჩაუვარდა ხელში და ხაზი მაღალ სიჩქარეში გაჭრა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა. 34-ე წუთზე "ლელო-სარასენსმა" მარცხენა ფრთაზე ბოლომდე, სწრაფად ჩაათამაშა ბურთი და რამაზ ნიქაბაძე ლელოში შეიჭრა. გარდასახვა ამჯერად მიზანს ასცდა. შესვენების წინ "ყოჩებს" კიდევ ერთხელ ჰქონდა დაწინაურების შანსი, მაგრამ ხურცილავამ გასატანი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა და ტაიმი 19:19 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ყოჩებმა" დერეფნის შემდეგ მორკინალებით, მოკლე დარტყმებით შეუტია და მიხეილ არჩუაშვილმა მერვე ფაზაზე ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო. თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა და ანგარიში 68-ე წუთზე გათანაბრდა. "ლელო-სარასენსის" კარგი შეტევა "ყოჩებმა" წესების დაცვით შეაჩერა. უპირატესობაზე ბურთი აკაკი ტაბუცაძემ აიტაცა, დაცვას შემოურბინა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. ყიასაშვილს შეეძლო თავისი გუნდი მატჩში პირველად დაეწინაურებინა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა.

ამრიგად, მატჩი ფრედ, 24:24 დასრულდა, გუნდებმა 2-2 ქულა გაიყვეს. შედეგად, "ლელო-სარასენსი" 14 ქულით მე-5, ხოლო "ყოჩები" 9 ქულით ბოლო ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა