ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

"დავიწყებ იმით, რომ ასეთ მოედანზე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და თამაშები არც უნდა ტარდებოდეს. ეს არის თვითონ კლუბის გადაწყვეტილება, რომ ამ მოედანზე ეთამაშათ.

ჩვენ ვერ მივიღებდით კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რომ აგვეკრძალა მათთვის აქ თამაში, რადგან კლუბებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათ თუ ითამაშეს, უნდა იასპარეზონ სხვა გუნდებმაც. ეროვნულ ლიგაზე მარტო ფედერაციამ არ უნდა იზრუნოს, კლუბებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ეს მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა არაა.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მე მოვისმინე მსაჯის მიმართ. ფაქტია, ის კომენტარები რაც გაკეთდა, იყო შეურაცხმყოფელი და ჩვენი მხრიდან გაეცემა შესაბამის პასუხი.

პირველი ეპიზოდი იყო თერთმეტმეტრიანი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ძნელი დასანახი იყო იმ კადრებით, რაც ვნახე , იყო თუ არა კონტაქტი. კონტაქტიც რომ არ ყოფილიყო, ფაქტია ხელი შეეშალა ფეხბურთელს, რომ მეკარესთან გასულიყო ერთი ერთზე.

ბათუმის "დინამოს" ამ შემთხვევაში პრობლემა თვითონ გუნდში აქვს, იგივე თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა ანგისაზე არ უნდა ჩატარებულიყო და სხვა თამაშებიც, ჩვენც რაღაცებს ვითვალისწინებთ.

ეს არის ტიპიური მაგალითი, რომ არ გინდა შენი პრობლემები დაინახო. თუ ეროვნულ ლიგას მივადევნებთ თვალს, ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ვფიქრობ, იგივე „ვიტ-ჯორჯიასთან“ დადებული პენალტი არ იყო პენალტი და იყო სხვა შემთხვევაც.

ის, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მეც მაგ აზრზე ვარ. მსაჯის ქმედებაზეც რა თქმა უნდა, რეაგირება ექნება. მსაჯების კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემა. თუმცა მსაჯობა VAR-ის პირობებშიც პრობლემაა.

როდესაც გუნდის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ვიღაცებს ბრალს სდებ, ფაქტებით უნდა ისაუბრო. პრობლემა ისაა, რომ გუნდებს ერთმანეთის ნდობა არა აქვთ. ოთხი წელია გუნდებს ვეხვეწებით, შექმენით პრემიერლიგა და ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა ფედერაციისკენ იშვერს ხელს".

თემური
ეროვნული ჩემპიონატის სარკე არის მეგობარო ევროტურნირები,მანდ რა დღეში გვაგდებენ კარგად ხედავ ,ლამის სომხების და აზეერების ბულკები გავხდით, მაგ მხრივ რეგრესია,თუნდაც 2010 2011 წლებთან როდესაც ერთი-ორი გუნდით მაინც პლეიოფამდე მივდიოდით.იგივე შემიძლია გითხრა ასაკობრივ ნაკრებებთან დაკავშირებითაც..ასერომ ძალიან კი გინდა რომ გააპრავო ეს ფედერაცია მაგრამ აშკარად არ გამოგდის.
DAVE
არ ვიცი აქ რამდენადაა დებატების ადგილი, მაგრამ ისევ არაარგუმენტირებული და უბრალოდ თითქოს ცინიკური პასუხებია. 1.ეროვნული ლიგა - უკემნტაროდ - გააჩნია რას ადარებ, თუ ვადარებთ პრემიერლიგას, გასაგებია, მაგრამ თუ ვადარებთ იმას რაც იყო 4-5 წლის წინანდელ ჩემპიონატს, მაშინ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარის გაკეთებაა შსაძლებელი; 2. "სოვეტსკი სპორტის მასაალაა" - ალაბთ ადევნებთ თვალს ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას და ნახავდით გინდაც ახალგაზრდული კარგ თმაშებს, U19 და U17 რომ არ ვილაპარაკოთ, ყოველგავრი პრობელემის გაეშე რომ მოიგეს შესარჩევი და მათ შორის ხორვატია დაჩაგრეს; 3. ისევ უკომენტაროდ - გეტყვი რომ მოყვარულთა ლიგა ტარდება მთელი ქვეყნის მაშტაბით მთელი წლის განმავლობაში სადაც დაახლოებიტ 400 გუნდია ჩართული და მათი ფეხბრთელები. თუ ფეისბუქი გაქვთ , შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ მათი გვერდი "მოყვარულთა ლიგა" და დარწმუნდებით; 4.მასობრიობის შინაარსიც არასწორად არის გაგებული თქვენს მიერ- მასორიობა არის სპორტის სახეობაში ჩართული ხალხის რაოდენობა, რომელიც მკვეთრად გაზრდილია და უფრო მეტი ბავშვი დადის დღეს ფეხბურთზე და მეტი მოყვარული თამაშობს ფეხბურთს ვიდრე ეს იყო თუნდაც 2016 წელს. 5. ბევრ სასიკეთოზე კიდე შემიძლია გითხრათ - ახალი სტადიონი ბათუმში, განახლებული მოედნები ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ქუთაისში, ფოთში, აკადემიები რუსთავში ლაგოდეხში... და ეს სრული სია არაა. უბრალოდ ამას ყველაფერს დანახვა უნდა.
tngh
მსაჯმა ბათუმის "დინამოს" საკუთარ პრობლემებს ახალი პრობლემები არ უნდა დაუმატოს თავისი არაკვალიფიციური მსაჯობით. მსაჯი აუცილებლად უნდა დაისაჯოს!!!
DAVE
არ ვიცი აქ რამდენადაა დებატების ადგილი, მაგრამ ისევ არაარგუმენტირებული და უბრალოდ თითქოს ცინიკური პასუხებია. 1.ეროვნული ლიგა - უკემნტაროდ - გააჩნია რას ადარებ, თუ ვადარებთ პრემიერლიგას, გასაგებია, მაგრამ თუ ვადარებთ იმას რაც იყო 4-5 წლის წინანდელ ჩემპიონატს, მაშინ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარის გაკეთებაა შსაძლებელი; 2. "სოვეტსკი სპორტის მასაალაა" - ალაბთ ადევნებთ თვალს ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას და ნახავდით გინდაც ახალგაზრდული კარგ თმაშებს, U19 და U17 რომ არ ვილაპარაკოთ, ყოველგავრი პრობელემის გაეშე რომ მოიგეს შესარჩევი და მათ შორის ხორვატია დაჩაგრეს; 3. ისევ უკომენტაროდ - გეტყვი რომ მოყვარულთა ლიგა ტარდება მთელი ქვეყნის მაშტაბით მთელი წლის განმავლობაში სადაც დაახლოებიტ 400 გუნდია ჩართული და მათი ფეხბრთელები. თუ ფეისბუქი გაქვსთ , შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ მათი გვერდი "მოყვარულთა ლიგა" და დარწმუნდებით; 4.მასობრიობის შინაარსიც არასწორად არის გაგებული თქვენს მიერ- მასორიობა არის სპორტის სახეობაში ჩართული ხალხის რაოდენობა, რომელიც მკვეთრად გაზრდილია და უფრო მეტი ბავშვი დადის დღეს ფეხბურთზე და მეტი მოყვარული თამაშობს ფეხბურთს ვიდრე ეს იყო თუნდაც 2016 წელს. 5. ბევრ სასიკეთოზე კიდე შემიძლია გითხრათ - ახალი სტადიონი ბათუმში, განახლებული მოედნები ბონისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ქუთაისში, ფოთში, აკადემიები რუსთავში ლაგოდეხში... და ეს ყველაფერი არაა. უბრალოდ ამას ყველაფერს დანახვა უნდა.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
ფაქტი: 1: ბათუმის დინამომ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ეს შედეგი რაც ბოლო 4 ტურში აქვს, გუნდი რომელიც ჩემპიონობასთან ახლოს ხარ და საკუთარ მოედანზე გავარდნილ გუნდს პენალის გარდა ბურთს ვერ გაუტან და დაკარგავ ქულებს აქ უკვე ყველაფერზე ლაპარაკი ზედმეტია (ვესწრებოდი მატჩს, და როცა გატანაბრდა შეხვედრა მაშინ დაიწყო თამაში ბათუმის დინამომ); 2: არ ახალია რომ არავის სურს ფედერაციის მესვეურებს ბათუმი გახდეს ჩემპიონი საქართველოს; 3: ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი ფედერაციას, თუნდაც მწვრთნელების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მხოლოდ საკუთარ კაბინეტებზე და ხელფასებზე ზრუნვა ვერაფერს მოუტანს საქართველოს ჩემპიონატს.
amataki
დავიწყოთ : 1) ,,გამართული ლიგა" -უკომენტაროდ 2) ,,ვეტარან ფეხბურთელებზე მეტი ახალგაზრდა 19-23 წლის ბიჭები თამაშობენ და იზრდებიან პროფესიონალებად და ეს მათ ასაკობრივ ნაკრებებს უკვე დაეტყო"- ეს უფრო კომედი შოუს ან უკეთეს შემთხვევაში,,სოვეტსკი სპორტის" მასალაა. 3) მსაჯები, სამოყვარულო ლიგა- უკომენტაროდ 4) მასობრიობა- მაგარია! გადაჭედილია სტადიონები, მოუთმენლად ელის ხალხი ეროვნულის ტელეტრანსლაციას! 5)მწვრთნელები, ექიმები- ვხედავთ ნამოღვაწარს-ევროპაში 7 წლიანი ნაამაგარით ერთი წრე გადავლახეთ! სანამ სომხები და ლუქსემბურგი შეგვხვდება. 6) კიდევ ბევრი სასიკეთო რამ- ყველაზე მაგრად ეს მომეწონა.. . და ბოლოს უკვე სერიოზულად- საკმარისია ამ გაძვატყავებული ხალხის ფულის ფრანტვა! ეს ბოლი უკვე ყელშია გაჩხერილი. აღარ იბოლება.შეგიძლია? დადე სანახაობა და შეირგე შენი ლუკმა! 24საათს მუშობს ხალხი ოჯახი რომ გამოკვებოს! მისახედი და საპატრონო ამ ქვეყანაში ათიათასობითაა, ყოფნა-არყოფნის დღე რომ უდგას!
DAVE
ბევრის უბედურება ისაა რომ არ ინტერესდებიან რეალურად რა ხდება და მხოლოდ მაშინ ამოუოფენ თავს თუ რაიმე ცუდი მოხდა და მაგის გაბუქებით არიან დაკავებულნი. ამიხსენი რანაირად უნდა გათეთრდეს ფული, რომელიც ერიცხება საფეხბურთო კლუბებს, ხოლო ისინი ამ ფულს ახმარენ გუნდს და ფეხბურთელებს.მე რაც დავწერე იმას დავასაბუთებ და თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული რამე მაგალითი ფულის გთეთრების დააასახელე და მივყვეთ ბოლომდე. ასე საფუძველს მოკლებული წერა თუ ლაპარაკი არის ჭორაობა და მეტი არაფერი.
გრიგოლ1408
ხო კიდევ, ნახეს დაბალი ღობე მსაჯი.მსაჯს რა ინტერესი უნდა ქონოდა თანხით დაინტერესების გარდა.მოკითხეთ იმას ვინც მსაჯს დაავალა დაშეეშვით დაბალი ღობეების ძებნას
KUTAISELI
kobiachvilis axlandeli batumze gabrazeba axali araa, ase iko torpedozec gabrazebuli ert dros, da bevrs ro egona bodichs ar moixdis kobio , chamovida kutaischi da moucia bodichis moxda, axla vekitxebi, stadionis problema rato chegvikmenit torpedos da kvela tamachi dachlil gunds gasvlaze atamachet, roca kutaischi gvakvs ragbis magari stadioni, romlitac sachiroebis chemtxvevachi pegburtelebsac unda esargeblad, magram tbilisis ragbis pederaciam uari utxra torpedos tavis kalakchi etamacha ragbis stadionze, pegburtis pederacia ar chaeria , vitom xokeis gundze iko saubari, msajebis temas rac cheexeba kvela kartveli msaji asrulebs rasac daavaleben , raknan ojaxebi kavt da is ojaxebi urchevniat kartul pegburts,iko chemtxveva kutaischi roca torpedos goli gauukmes 5 cutis chemdeg lokomotivtan , lokos pegburtelebis msajze zecolis chemdeg da es msaji dgesac msajobs, aseti msajebi gkavt pederaciachi, batumtan is penalti iko da meore chemtxvevachi citeli unda echvenebia.
ვახო
სასაცილოდ ნუ გაიხდი საქმეს,რა მასობრიობა გაიზარდა ან რა ექიმები დ მსაჯები გადაზადნენ სასაცილოა ჩვეულებრივი ფულის გათეთრების სქემაა
ლევანი
D.D.D.D
me
სრულად ვეთანხმები კობის,კარგია რომ მივედით იმ დონემდე რომ ყველა მოვლენას თავისი სახელი ერქმება,ე.ი.წინ მივდივართ.
macbook pro
ლევან კობიაშვილო . ქართული გუნდების მტერი ხარ ფეხბურთის რაც პრეზიდენტი ხარ . რა გაგიკეთებია ერთი . შენ ყველა გუნდი გკიდია . შენდა მსაჯებს ოღონდ . დინამო გყავდეთ . თქვენდა მსაჯებს კარგად
amataki
ესე იგი კაცი იძახის რომ თვითონ არ ითამაშებდა.. და ესენი რა -გლადიატორებია, აფერისტები თუ ვინ არიან და რას აკეთებენ იმ სახნავში (მაგაზე უკეთესი საჩხერეში საყანეები ექნებათ უეჭველად). და რა პონტში ადარებს ანგისის მოედანს?(აქ კიდევ ზოგიერთი კომენტატორი) ანგისის მინდორი მაგასთან შედარებით ბერნაბეუა. ბათუმში კოკისპირულად წვიმდა და გვინახვს მსგავს პირობებში უამრავი დონის მატჩები ჩატარებული, საჩხერეს მოედანზე რომ ევროპელი ათამაშო სტრასბურგის წამების კონვენციით მოგიდგებიან და იცით ეს თქვენ მშვენივრად.სხვებმაც ითამაშესო... სხვებმა ჯერ ეს ერთი ადრე და მეორე სხვა პირობებში ითამაშეს. მსაჯებზე ლაპარაკს უბრალოდ აზრი აღარ აქვს, სადაც ეს კაცი ამბობს კონტაქტის დანახვა მიჭირსო, იმათ რა პასუხი უნდა მოსთხოვო. ფედერაციას ერთი ოფთალმოგის შტატი ნაღდად არ გაწყენდათ.
DAVE
ჯერ ერთი 300 არა, 211. მეორე 2021 წლის ჩათვლით უნდა დაიხარჯოს ჯამში ეს თანხა ანუ ფაქტიურად ჯერ მხოლოდ 130-140 ია დახარჯული. ექსპერტების გარეშეც ჩემი თვალიტ დანახულს გეტყვი რა მივიღეთ - 4 10-10 გუნდიანი გამართული ლიგა, და სადაც ვეტარაან ფეხბურთელებზე მეტი ახალგაზრდა 19-23 წლის ბიჭები თამაშობენ და იზრდებიან პროფესინალებად და ეს მათ ასაკობრივ ნაკრებებს უკვე დაეტყო. კიდე რა მივიღეთ ? - გადამზადებული მწვრთნელები,ექიმები, ახალი მსაჯები, სამოყვარულო ლიგა, მასობრიობის ზრდა და კიდევ ბევრი სასიკეთო რამ. აი ეგ კითხვა თუ სად იხარჯებოდა ფული მაშინ უნდა დაგესვა, როცა მერები და გამგებლები ანაწილებდნენ თუ რამდენი უნდა ქონოდა მისი ქალაქის თუ სოფლის ვითOმ გუნდებს ფული, ჩამოხეულ დაძონძილი და მშივრები რომ დარბოდნენ ფეხბურთელები.
zurab
არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პარლამენტში რა გინდოდა? საქმე არ გქონდა, თუ დიდი პოლიტიკოსი ხარ?
გრიგოლ 1408-ს
შენ გენაცვალე ჯიგარში...ასეთი სიმართლე არავის უთქვამს აქ.ზუსტადაც,ეროვნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი რომ ტოტალიზატორი იქნება, რაღაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ.დიახ,ვინც ფულს იხდის,მუსიკასაც ის უკვეთავს.ასე რომ ნუ გამოვრიცხავთ "სხვანაირ თამაშს".
დიდგორელი!
არაკომპეტენტურობის ბუმია საქართველოში. ფედერაცია - სავსე არაკომპეტენტური კადრებით. მსაჯები - არაპროფესიონალები. გუნდები - სავსე ფეხბურთელებით, რომლებმაც არათუ ევროპაში, კაზახსტან/აზერბაიჯანში ფეხი ვერ მოიკიდეს. გუნდის უფროსები - რომლებსაც ნებისყოფა არ გააჩნიათ მომავლის პროექტი დაიწყონ და ჭკვიანური გეგმით რამე განახორციელონ... და დაერივნენ ეხლა ერთმანეთს, და გვამადლიან გულშემატკივარს, წავალთ და ფეხბურთი აღარ გექნებათო. ჩვენი პასუხია: წადით რაც შეიძლება შორს!!! მოვითხოვ სახელმწიფო კომისია შეიქმნას, რომ პასუხი მივიღოთ რას მივაღწიეთ, ჩემი და თქვენი ფულის 300 მილიონის !!დახარჯვით.
საბა
ფეხბურთის განვითარების ფონდი შეიქმნა მეოთხე წელია უკვე და იხარჯება 300 მილიონი ვინმე რამეს ამჩნევთ?რამე ამ ჩემპიონატს 300 მილიონის ეტყობა?
გოგა
საქმის კეთების სურვილს გიკარგავენ, არასტაბილურობაა ესაა პრობლემა. ერთი საბურთალო გახდა ჩემპიონი და ხეჩიკაშვილმა "ივაჟკაცა" და მეორე ფიფიამ, რამდენი წელია დინამოში და რა გააკეთა ევროტურნირებზე??
Jordan Beli
მართალი კაცი ხარ კობი,გენაცვალე.ტორპედოში ფულები აკეთეს და ფედერაციას აბრალებენ,ბათუმის დინამო ვარ იგებს და ფედერაცია...კარგით რა მართლა.საკუთარ პრობლემებს ვერა ხედავთ და სხვისკენ იშვერთ ხელს? ან ეს რა ხალხი შეიყარა ამ ბათუმში ასეთი ბაქი-ბუქა.ჯერ არ მოსულან და გარბიან, ჯერ არ გადამხტარან და ჰოპლას იძახებენ.ან ეგ რას ბაქი-ბუქობენ-ამხელა პროექტს წყალში ხომ არ გადავყრითო? რა პროექტი,რის პროექტი. რა პროექტი გაქთ ეგეთი საიცრება?რა გააკეთეთ ისეთი რო არ გვინახია და არ გაგვიგია? ბათუმელებო მაგ კაცს მიხედეთ თორე ჩაჩავაც ეგრე ბაქი-ბუქობდა და ზედ გადამწყვეტ მომენტში რა ქნა ვნახეთ. ადმინ არ დამბლოკო რა გაბურღეს ტვინი ბუმითა და არ ნახული და არ გაგონილი პროექტებით...მე დინამო ვიცი ერთი და ყველამ კარგად იცით რომელიც არი,ვენაცვალე მაგათ არა წუწუნებენ სხვებივით.ადმინ გთხოვ არ დამბლოკო.
ფრიდინ თოდუა
მერე შენ თუ არ ითამაშებ ასეთ მინდორზე და თუ ხვდები რომ არ შეიძლება ასეთ მინდორზე თამაში და თუ ასე გიწერია ფედერაციის წესებში რატომ არღვევთ თქვენ თვითონ ამ წესებს?
ლევანი
რატომღაც არ მიკვირს ის სიტუაცია რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში ვისაც ფედერაციასთან შეხება ჰქონია დამეთანხმება რომ არაკომპეტენტურობის ზეიმია დღეს ფედერაციაში.საძმაკაცოებით სადაქალოებით და კაცმა არ იცის კიდევ რითი გაავსეს იქაურობა შედეგიც სახეზეა.
luxuta
მატჩის დირექტორი თუ კომისარი და მსაჯები წყვეტენ, შეიძლება თუ არა თამაში და არა გუნდები. ნუ გვაბოლებ კობი!!!
გრიგოლ1408
რაც გინდათ ის მოიგონეთ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ ტოტალიზატორს ვერ გაექცევით ვერავინ,ვინ არის ეროვნული ლიგის სპონსორი -ტიტალიზატორი, ხო და ვინც გაჭმევს პურს მუსიკასაც ის უკვეთავს
ვაჟა
კობი მოდი ეხლა იჯექი თბილად შენ სავარძელში და ჩუმად იყავი რა. ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის სადაა პრობლემა და კიდე ტყუილების ლაპარაკს მოეშვით აქეთ არაინ დიდ გულზე ეს პარაზიტები.
KAXAKAXI
ერთადერთი რაც ქართულ ფეხბურს გაუკეთა კობიმ ხორვატიასთან გატანილი გოლია ბოლო წუთებზე
jiji
ბათუმს მიუჩინეს თავის კუთვნილი მესამე ადგილი, რა ჩემპიონობა ძლივს დადიან მინდორზე, კობიაშვილი სიმართლის მთქმელი კაცია, რამე ფაქტები აქვს ბათუმის ხელმძღვანელობას რაც პრესკონფერეციაზე ისაუბრეს,თუ არააქვთ მაშინ ეს ძალიან ცუდი განცხადებაა, საბურთალო იმსახურებს ჩემპიონობას
jaba
კობიაშვილი არ არის მართალი,თუ არ შეიძლება თამაში მოედანზე არ უნდა ათამაშო , არც საჩხერეში და არც ბათუმში და არც არსად...თუ სადმე პენალტი არ იყო და დაოდო ანუ მსაჯთა კონპეტენციის პრობლემაა, ბათუმს რომ პრობლემა აქვს სათამაშო დისციპლინაში ეს ბოლო თამაშებში გამოჩნდა და დაკარგა კიდეც ოქროს ქულები.
ვახო
თვითონ უნდათ ესეთ მინდორზე თამაში რას ქვია?ფედეაცია იმიტომ ხარ რომ არ დაუშვა რომ ესეთ მინდორზე ჩემპიონატის თამაშები იმართებოდეს.იმიტომ ვართ ესეთ მდგომარეობაში და იმიტოა რომ ფეხბურთის მაგივრად დოღლიგა იმართება ჩვენთან,ვის ხელში ვართ
ზუზუ
აი, რუმინელი მსაჯი რომ ჩამოიყვანეს, ხომ ნახეთ როგორ მაღალ დონეზე იმსაჯა. არცერთი შეცდომა დაუშვია, იგრძნობოდა, რომ მაღალი კცალიფიკაციის იყო. თან უცხოელია და მიკერძოებული ვერც და არც იქნება..
Vasili
ჩამოიყვანეთ 5 პროფესიონალი , მაღალი კვალიფიკაციის მსაჯები, ჩვენებიც გამოცდილებას მიიღებენ, რახან ვიდეო გამეორება არ გვაქ, კიდევ ერთი მსაჯი დაამატეთ ვინც ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს, და მსაჯებსაც გადამცემები დაუყენეთ როგორც რაგბში, და ცოტათი მაინც გამოსწორდება პრობლემა... / ისე კი აუცილებელია რაღაც ახალი პროგრამა მსაჯების კურსებთან დაკავშირებით, უნდა გადამზადდნენ საზღვარგარეთ, ასე მგონია ჩვენ მსაჯებს ფეხბურთი თეორიულად კი ესმით , მაგრამ ფიზიკურად ბევრი სირბილი რო ჭირდება ამ საქმეს მემგონი ეს უკვე აღარ ესმით!! მსაჯმა სავარაუდოდ 5-6 კმ მაინც უნდა ირბინოს 90 წუთის განმავლობაში
გიორგი გორგაძე
როგორი იმედი მქონდა ამ კაცის და რა არაფრის მაქნისი გამოდგა
guli
პირველ რიგში უცხოელი მსაჯები უნდა ჩამოიყვანონ ვინაიდან აღმაშფოთებელი მსაჯობაა და პირველ რიგში ფედერაციის ბრალია ეს.
irakli
კობიაშვილი არასწორად იქცევი სიმართლე თქვი ბათუმს არასწორად ექცევიან
ddgfdf
ეგობრებო, შემდეგ ჩემპიონატამდე მოედნების საკითხი მოგვარდეს, განსაკუთრებით რეგიონებში, თორემ ცუდად დაამთავრებთ ყველანი.
ddgfdf
მსაჯის პრობლემები 90იან წლებში მოგვარდა და აღარ უნდა იყოს პრობლემა. ესეიგი რაღაც დაუდევრობაშია საქმე.
nika
dzaan swori kacia kobi. samartliani da pirshi mtqmeli
გიორგი
რა სინდისით ლაპარაკობ, რა დღეში ჩააგდეთ ფეხბურთი, მაფიოზები ხართ და არაპროფესიონალები. რა დამართეთ ქუთაისის ტორპედოს არ თქვათ ახლა ჩაჩავა თქვენი ქართული ოცნების კადრი არიყო?? რამდენი პრობლემა ჩამოგითვალო რომელიც თქვენი გამოისობით ხდება. ფედერაციაში და არა მარტო მანდ შეყრილი გყავთ არაფრისმაქნისი ხალხი მხოლოდ პროტექციით, ვეღარ გაძეხით ქართველი ხალხის ფულით, მაგრამ ვისი ბრალია ისევდაისევ ჩენი.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა