ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ქართველი გოგონას წარმატებული დებიუტი შედგა. ნატალია ოთხმეზურმა კასპერის კოლეჯის გუნდ “თანდერბერდსში” 1-ელ და 2 ნოემბერს 2 მატჩი ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ჯუნიორ კოლეჯების ლიგის სეზონის პირველ შეხვედრაში კასპერის კოლეჯი "ტრინიდად სტეიტს" შეხვდა და 80:49 სძლია, ხოლო მეორე დღეს ოთხმეზურის გუნდმა "ოტერო ჯუნიორ კოლეჯიც" დაამარცხა – 89:74, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

"ტრინიდადთან" შეხვედრაში ნატალიამ 14 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. მომდევნო მატჩში ოთხმეზურმა მოედანზე უკვე 23 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "ოტერო კოლეჯთან" 89:74 მოგებულ მატჩში ნატალიამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. კასპერის კოლეჯში ოთხმეზურის თანაგუნდელია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ანა ქავთარაძე, რომელმაც ტრინიდადის კოლეჯის წინააღმდეგ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ხოლო "ოტეროსთან" მოედანზე არ გასულა.

2-დან 2 მოგებით "კასპერ თანდერბერდსი" თავის კონფერენციაში ლიდერია. შემდეგი მატჩი ოთხმეზურის გუნდს 5 ნოემბერს, "ნორსისტერნ ჯუნიორ კოლეჯთან" ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში | 38 ქულა 38 წუთში
ნატალია ოთხმეზურის 18 ქულა "სენტ მერისთან" | "აიონა" კონფერენციის ლიდერია
ნატალია ოთხმეზური ქალთა NCAA-ის Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია
ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან ოთხი სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში
ნატალია ოთხმეზურმა 22 წუთში ჩაგდებული 20 ქულით "აიონა" ფინალში გაიყვანა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან