საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტი "ქართული კალათბურთის ისტორიის შესახებ" გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი Eurobasket 2021-ის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქართული კალათბურთის წინაშე დამსახურებული მოთამაშეების და მწვრთნელების ღვაწლის წარმოჩენას, საზოგადოებისთვის მათი საქმის კიდევ ერთხელ შეხსენებას და ქართული კალათბურთის მრავალწლიანი ისტორიის გაზიარებას გულშემატკივრებისთვის და მომავალი თაობისთვის.

გასულ კვირას საქართველოს ნაკრების 90-იანი წლების სამი კალათბურთელი შეგახვედრეთ - ნიკოლოზ დერიუგინი, მიხეილ კობეშავიძე და დუდუ დადიანი. იქვე წაიკითხავდით ვახტანგ ნაცვლიშვილის კომენტარს - 1995 წლის 24 მაისს როგორ გახსნა სანაკრებო ანგარიში ნიკოლოზ დერიუგინის პასით.

პირველ ოფიციალურ მატჩს წინ უძღოდა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა: ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაწყებული, კალათბურთის ფედერაციის დაფუძნებითა და ნაკრების შექმნით დამთავრებული.

როდის დაიბადა ნაკრები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ არის:

"1994 წლის 20 მარტს ისტორიული შეხვედრის მონაწილე გავხდი, - მოგვითხრობს ვახტანგ ნაცვლიშვილი. - სწორედ ამ დღეს, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გადაწყდა, რომ უნდა შექმნილიყო საქართველოს ნაკრები და მიზნად ევრობასკეტზე მოხვედრა დაესახა. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ვერ ვაცნობიერებდით, რომ ახალი ეპოქის დაწყების თანამონაწილენი ვიყავით. თუ მანამდე ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და სხვები საბჭოეთის ფარგლებში ქმნიდნენ ისტორიას, 1994 წლიდან მათ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით უნდა ეთამაშათ… კარგად მახსოვს, ჩვენს პასუხისმგებლობაზე როგორ ილაპარაკა ლეგენდარულმა ოთარ ქორქიამ."

სიმბოლურია, რომ ბატონი ოთარი საბჭოთა ნაკრების შექმნის სათავეებთანაც იდგა: სსრკ ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1947 წელს გამოჩნდა და ოთარ ქორქიას შეწევნით (ფინალში ჩეხოსლოვაკიას 23 ქულა ჩაუგდო) ოქრო მოიპოვა.

იხილეთ გაგრძელება

888
მე მინდა ამ თაობის სამი კალათბურთელი გავიხსენო,მაგრამ პირველ რიგში მინდა მათი მწვრთნელი ოქრუაშვილი ანუ "ნაბო" ვახსენო.უნიჭიერესი ფილოლოგი რომელმაც ყველაზე ძლიერი პირველი დამოუკიდებელი თაობა გაუზარდა ქართულ კალათბურთს.მინდა დავიწყო "ჩხიროთი",რომელსაც შეეძლო უმაღლესი ევროპული დონის კალათბურთი ეთამაშა.თუმცა მოედანზე თავდადებული ვარჯიშებზე სათანადოდ არ ირჯებოდა და მეეჭვება კალათბურთსაც სერიოზულად არ აღიქვამდა.მისი ანტიპოდი გახლდათ ქარაბაქი,რომელიც დღე- ღამეს ასწორებდა ვარჯიშში და ამბობენ სწორედ ზედმეტმა დატვირთვებმა გამოიწვია მის მუხლების სერიოზული ტრამვა რის გამოც მოუხდა სპორტიდან წასვლა.არადა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის ვინც მე მინახია.ის რაღაცით "პტიცას" მაგონებდა და მასზე დიდ იმედს ვამყარებდი.და ბოლოს ნაცვლიშვილი.კაცი რომელიც NBA-ის დააკლდა თავისივე დაუდევრობით და სპორტისადმი ზერელე მიდგომით.მოგეხსენებათ პროფები ზონას არ თამაშობენ ხოდა ასე ერთი-ერთზე ვატოს გამჩერებელი არავინ იყო,მაგრამ ლამაზ და წარმატებულ ოჯახში გაზრდილს ალბათ მეტი მონდომება, ყურადღება და იღბალი ჭირდებოდა.დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი და ფაჩულიას დონის მოთამაშე არ მინახია.შეიძლება ჩემი დამოკიდებულება ტენდენციურია და გთხოვთ ამის გამო ნუ განმსჯით.მე ერთი რიგითი ქართველი გულშემატკივარი გახლავართ.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა