სუპერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ლიდერთა შორის მყოფი გუნდები – დინამო და ტიტები დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს ამ მატჩამდე თითო წაგება ჰქონდა და გამარჯვებული ცხრილში მოწინავე ადგილს ინარჩუნებდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის გამარჯვებული ბოლო წუთებამდე უცნობი იყო.

ორივე გუნდი საკმაოდ სწრაფად თამაშობდა, თუმცა ტექნიკური წუნისა და აცილებული ბურთების გამო ანგარიში ნელი ტემპით იზრდებოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა საიმედო ლიდერობის მოპოვებას. პირველი პერიოდი დინამოელებმა 23:19 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეული ტიტების უპირატესობით 23:16 დასრულდა. თანაბარი თამაში მესამე პერიოდშიც გაგრძელდა და მოატანა გადამწყვეტმა ათწუთეულმა, რომლის დასაწყისშიც ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი ტიტები 9 ქულით გალიდერდა, რაც გუნდური თამაშისა და გუნდის მსროლელის – ლუკ მეიერის დამსახურება გახლდათ. სამქულიანებისა და სწრაფი, შედეგიანი გარღვევების ხარჯზე მეიერმა ტიტებს ხელი ძალზედ წააშველა. აღნიშნულ მომენტში გამოსარჩევია ასევე თეიმურაზ ბაბუნაშვილის, რიჩარდ მათიაშვილისა და ახალგაზრდა ზაურ ჯანელიძის გონივრული გარჯა.

დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით შეხვერის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება შეძლეს, რა დროსაც გუნდის მწვრთნელი, მუჰამედ ტაჩი ერთ ეპიზოდში ნერვებს აჰყვა, მსაჯებიგან ზედიზედ 2 ტექნიკური დაიმსახურა და თამაში დატოვა. დარჩენილ დროში ტიტებს აღარ გასჭირვებიათ თამაშისსასურველ შედეგამდე მიყვანა და მიდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.

ტიტებში 26 ქულით საუკეთესო იყო ლუკ მეიერი. 18 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე, დემიელ უილიამსი კი გამარჯვებულებს 10 ქულა მიაშველა. დინამოში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ტაილერ უილიამსი, 13 ქულა ლუკა ბულაშილმა მოაგროვა, ხოლო სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე 11-11 ქულა-მოხსნა დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს