რუსთავის საკალათბურთო გუნდმა მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 მატჩი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოქართლურ გუნდს ტრავმების გამო 3 გამოცდილი მოთამაშე – მერაბ ბოქოლიშვილი, გოგა ცეკვავა და გეგი ბაქრაძე აკლდა, გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილმა გუნდმა მაინც იმარჯვა. რუსთაველებს იმდენად დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რომ არსებული რესურსით ტრავმირებული მოთამაშეების არყოფნა არ შეიმჩნიეს და “მგზავრები”, რომელმაც წინა ტურში “ტიტებს” სძლია, დამაჯერებელი სხვაობით – 84:72 დაამარცხეს.

არადა, პირველ ნახევარში რუსთაველებს გვარიანად გაუჭირდათ. სანამ თამაშს დაალაგებდნენ, ქვემოქართლელები 11 ქულით აგებდნენ. მგზვრების მოთამაშეები სწრაფად და რაც მთავარია, ზუსტად თამაშობდნენ, რუსთაველები კი ვერაფრით ვერ დალაგდნენ და რამეს თუ არ შეცვლიდნენ, წაგება გარდაუვალი ჩანდა. დიდ შესვენებაზე გეორგიოს კეცელიდისმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მიხეილ ბერუაშვილმა გასახდელში შესაბამისი დავალებები მისცეს გუნდს, ტაქტიკა შეცვალეს და მოედანზე სულ სხვა “რუსთავი” დაბრუნდა.

ბურთის გათამაშება ოთო ფხაკაძემ ითავა, რომელიც კარგად პოულობდა პერიმეტრზე თანაგუნდელებს, რომლებსაც მიზანი იშვიათად ღალატობდათ და სტუმრებმა გარდამტეხი მესამე პერიოდი ჩაატარეს. ნიკოლა ტადიჩის, აკაკი ლომოურის და ზურა ვაშაკიძის სამქულიანებით, რასაც ილია ლონდარიძის შედეგიანი გარღვევა-სროლებიც ერთვოდა, ქვეოქართლელებმა 29:11 მოიგეს მე-3 ათწუთეული და ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით – 68:60 გალიდერდნენ.

“მგზავრების” მოთამაშეებმა იბრძოლეს, ჩამორჩენა რამდენჯერმე 3-4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. რუსთაველებმა დამაჯერებლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. ქვემოქართლურ გუნდში 18 ქულით ბომბარდირი ილია ლონდარიძე გახდა, ყველაზე სარგებლიანი კი საბა ლობჯანიძე იყო, რომელმაც 12 ქულა, 4 ჩაჭრა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკოლა ტადიჩმა, ოთო ფხაკაძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 4 პასი დაგროვდა. “მგზავრებში” 16 ქულა მიითვალა გიორგი ქავთარაძემ, 14 – დარელ ქომბსიმ, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება