სუპერლიგის მე-5 ტური დაძაბული მატჩით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ “კაკტუსს” შეხვდა და ბოლო წუთებზე გამოჩენილი უყურადღებობის გამო წააგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ ჩემპიონატი ზედიზედ 3 მოგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ “ოლიმპთან” დამარცხდა, დღეს კი ამ ტურამდე მხოლოდ 1 მოგების მქონე “კაკტუსთანაც” წააგო.

არადა, თსუ თითქმის მთელი თამაში იგებდა. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტელთა ლიდერობა 10 ქულას ასცდა – 68:57, რის შემდეგაც კაკტუსელთა ჯერიც დადგა. სავარაუდოდ, თსუ-ს მოთამაშეებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ შეხვედრა მოგებული იყო და მოდუნდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა კი მაქსიმუმი გააკეთეს, ანგარიში გაათანაბრეს, დასვნით წუთზე მედგარი დაცვით თსუ-ელთა შეტევა ორჯერ მოიგერიეს, 4 ქულით გალიდერდნენ და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს – 78:75.

გამარჯვებულთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ბრაიან უილიამსი. ჯასტინ ევერეტმა კაკტუსელებს 15 ქულა და 11 მოხსნა მიაშველა, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო რიკი მედისონი, გიორგი კორსანტიამ 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

მე-5 ტურის შემდეგ საინტერესო ვითარება შეიქმნა ცხრილში. 11-გუნდიან სუპერლიგაში 3 მოგებითა და 2 მარცხით 1-3 ადგილებს ვერა, ბათუმი და თსუ იყოფენ. დაკარგული ქულებით კი პირველობს ტიტები, რომელსაც 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.

სუპერლიგის მე-6 ტურის მატჩები 15, 16 და 17 ნოემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება