„მანჩესტერ სიტის“ 20 წლის აფრო-იტალიელმა თავდამსხმელმა მორიგი უხერხულობა გამოიწვია - ისტლენდელთა ზეიმზე არ მივიდა
„მანჩესტერ სიტის“ 20 წლის აფრო-იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ მორიგი უხერხულობა გამოიწვია - რაც მართალია, მართალია, ეს საქმე ამ კაცს კარგად გამოსდის. ის ისტლენდელთა ზეიმზე არ მივიდა.

ახლავე მოგახსენებთ, რა ზეიმიც იყო: კლუბმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი და პრემიერლიგის მესამე ადგილი მოიპოვა, პირადად ბალოტელიმ კი, ფანების რჩეული ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მოიგო და საგანგებო წვეულებაზე უნდა მიეღო.

თავდამსხმელს, რომელსაც ისტლენდელები კვირაში 80 ათას ფუნტს უხდიან, ერთადერთი რამ მოეთხოვებოდა - გულშემატკივრისა და კლუბისთვის პატივი ეცა, მან კი... იტალიის ნაკრებში გამომიძახესო და ბოლო ტურში, „ბოლტონთან“ თამაშის შემდეგ შინისაკენ გასწია.

რასაკვირველია, ვერავინ დაიჯერებს, რომ იტალიის ნაკრების ხელმძღვანელობა ბალოტელის ერთი დღით დაგვიანების ნებას არ დართავდა. თანაგუნდელის ჯილდო მიკა რიჩარდსმა ჩაიბარა, კლუბის ხელმძღვანელობა, სპონსორები და ის გულშემატკივრები კი, ვინც ამ საღამოზე მოსახვედრად ფული გადაიხადა, პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ.

აღსნიშნავია, რომ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ გარი კუკს ყველა ფეხბურთელი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ვინც საღამოს არ დაესწრებოდა, დააჯარიმებდნენ. თუმცა, ამბობენ, რომ ეს ჯარიმა ბალოტელის არ შეეხება, რადგან ის მწვრთნელ რობერტო მანჩინის გაუშვია. რასაკვირველია, ისტლენდელთა ბოსები არც მანჩინის მოუწონებენ საქციელს.

გუშინ მოგახსენებდით, რომ წვეულებაზე დასწრება არც კარლოს ტევესს სურდა, მაგრამ მან ბუენოს აირესის ბილეთი გადაცვალა და შინ მოგვიანებით გაფრინდა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა