ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შვეიცარია VS საქართველო - რა შეუძლია ჩვენს ნაკრებს?

შვეიცარია VS საქართველო - რა შეუძლია ჩვენს ნაკრებს?

დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-ზე, საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

შეხვედრა ქალაქ სენტ-გალენის 19 694-იან სტადიონზე გაიმართება, სადაც ყველა ბილეთი გაყიდულია და ანშლაგს ელოდებიან.

შვეიცარიის ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე 11 ქულით იმყოფება. მათ საქართველოს ნაკრებთან წარმატების ვერმიღწევის შემთხვევაში შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგონ. ისე, სხვისი საქმის გაფუჭება ხშირად გვჩვევია...

საქართველოს ნაკრებს კი ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ დარჩა. ჩვენი გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება და მინიმალურია შანსი იმისა, რომ მესამე ადგილი მოიპოვოს.

ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიასთან პირველი მატჩი თბილისში 0:2 დავთმეთ. მაშინ გოლები მეორე ტაიმში სტივენ ზუბერისაგან და დენის ზაკარიასგან მივიღეთ.

როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა?

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ნაკრებში ბევრი ცვლილებაა. მაგალითად, არ იქნებიან: ჯიმი ტაბიძე, ჯანო ანანიძე, საბა კვირკველია, საბა ლობჟანიძე, ნიკა კაჭარავა, ვატო არველაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლაშა პარუნაშვილი.

მეკარეებს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, არ ცვლიან, გიორგი ლორია კი შესანიშნავ ფორმაშია და სლოვაკი კვლავ მას გამოუცხადებს ნდობას.

დაცვაში ცვლილებები იქნება. შვეიცარელთა წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ოთარ კაკაბაძის, გურამ კაშიას, გია გრიგალავას და გიორგი ნავალოვსკის ოთხეული გაირჯება. მათგან ყველაზე სარისკო პოზიცია დაცვის მარცხენა ფლანგი იქნება.

საყრდენ ზონაში კარგი ასპარეზობიდან გამომდინარე, კვლავ ჯაბა კანკავა - ოთარ კიტეიშვილის წყვილი იქნება.

რაც შეეხება შეტევას, წინასწარვე ცნობილია, რომ ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. უბრალოდ, უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს. ფლანგზე ვაისი კიდევ მისცემს შანსს ზურიკო დავითაშვილს, რომელიც კარგ ფორმაშია. აი, მთავარი კითხვა იქნება - ვინ შეუწყვილდება დავითაშვილს?

მთავარი სიურპრიზი თავდასხმაში გველის. სლოვაკის პრესკონფერენციიდან გამომდინარე, გიორგი ქვილითაიას ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ. ნაკლებად სავარაუდოა, ვაისმა ბაჩანა არაბული ათამაშოს. ჩვენი პროგნოზით, კვლავ ელგუჯა ლობჯანიძეს მიეცემა შანსი. თუ რამდენად გამართლებული იქნება, ამას შეხვედრა გვაჩვენებს.

მეტოქე

ურთიერთშეხვედრებში მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს. პირველად 2002 წელს დავუპირისპირდით და სტუმრად 1:4 დავმარცხდით; 2003 წელს თბილისში მივიღეთ და ფრედ, 0:0 ვეთამაშეთ; ბოლო შეხვედრა, როგორც მოგახსენეთ, ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა და 0:2 წავაგეთ.

შვეიცარიელთა ნაკრები ფიფას რეიტინგში მეცამეტე ადგილზე იმყოფება, "ტრანსფერმარკეტი" კი მას 275 მილიონად აფასებს.

შვეიცარიის ნაკრებს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს, მაგრამ როგორც ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, მათ სრულყოფილი შემცვლელები მაინც ჰყავთ, ჩვენგან განსხვავებით. მეტოქეს ვერ დაეხმარებიან: ტიმ კლოზე, შერდან შაჩირი, სტივენ ცუბერი, ფაბიან შარი, ბრეელ ემბოლო, ადმირ მეჰმედი, იროზიპ დრმიჩი და მარიო გავრანოვიჩი.

შვეიცარიელები წერდნენ, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩი 5-მცველიან ტაქტიკას აირჩევდა, თუმცა პეტკოვიჩმა ეს პრესკონფერენციაზე უარყო და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა: "ხუთი მცველით ნამდვილად არ ვითამაშებთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხუთმცველიანი ტაქტიკა არ მომწონს. როცა საჭიროა, ექვსი მცველითაც უნდა ითამაშო.

სტუმრად გამართული მატჩის წინაც ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები სუსტი არ არის. ჩვენი მეტოქე საკმაოდ სახიფათოა კონტრშეტევებზე. თბილისური მატჩის წინ ჩვენთან ბევრი ფიქრობდა, რომ ადვილად მოვიგებდით, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ასე არ იყო. ეს არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ადვილად მოუგებ.

მათ დანიასთან და ირლანდიასთან ქულები მოიპოვეს. ადვილი მატჩები არ არსებობს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ორივე თამაშის მოგება გვინდა და საქართველოსთან 120%-ით უნდა დავიხარჯოთ".

მოლოდინი

ჩვენთვის ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპს უფრო წარმოადგენს და სულ სხვა მიდგომა სჭირდება. გუშინ, კოსოვოს ჩეხეთთან მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ აუცილებლად ბელორუსს შევხვდებით.

ვლადიმირ ვაისმა სასურველია, მაქსიმალურად ბევრ ექსპერიმენტს მიმართოს, თუმცა, თუ ის ამ შეხვედრაშიც - ამ შემადგენლობით ფრის მიღწევას შეძლებს, მისგან ნამდვილად სერიოზული განაცხადი იქნება.

• ჭუმიკა

ბევრი ვიფიქრე და სამი ვარიანტია:

• გოგა

ამ 2 თამაში შვეიცარია 4 ქულითაც გადის და არაა გამორიცხული ფრე ვეთამაშოთ, ზედმეტად არ გარისკავს შვეიცარია და თან არცაა გერმანია და საფრანგეთი პლუს დიდი დანაკლისითაა

• რა მაფიაა?

რა ღადაობაა, ყველა თამაშის წინ მაინც ასე იმედიანად რო ვართ

• ტიტულოვანი ტუტუცი

აუცილებლად გავიმარჯვებთ! მჯერა რომ ტრანსფერმარკეტზე მიკერძოებული სტატისტიკოსები ნავარდობენ. ჩვენი ₾17 მილიონი უფრო მეტია ვიდრე მათი $275 მილიონი. დღეს შვეიცარული საათიდან ზამბარები და ჭანჭიკები ამოცვივდება!

• KUTAISELI

xo cheizleba am vaiss vinmem utxras ro budu zivzivzdze atamachos, ra vato, da ra lobjanize, budus arc chevadareb, kaci titkmis kvela tamachchi gols itans, zlieri tavdamsxmelia, aset tamachchi mainc gamoizaxos chventvis ro azri araak, buduze magari tavdamsxmeli sakartvelos nakrebchi araa dgesdgeobit, tu martali arvar damisaxelet romeli jobia budus tavdasxmachi.

• შოკირებული გულშემატკივარი

არ მჯერა რო მეტი არ შეუძლიათ. ალბათ თავს იმკვდარუნებენ

• დავიდუსი

უნდა ვიბრძოლოთ და რაც გამოგვივა ის გამოვა,დღესდღეობით შვეიცარია უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე საქართველო.ღმერთის წყალობით

• კურდღელი ვაისი

გაიღვიძე ვაის, შე კურდღელო?))) შენი შემტევი ფეხბურთი არ გაიშვა, შენი))))))

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო ოპტიმიზმით ვართ შებყრობილი, მხოლოდ მიდი, მიდის ძახილით საქმე არ გამოდის. დიდი ალბათობით (სამწუხაროდ) შვეიცარიის ნაკრები რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით ძალიან ესაჭიროება სამი ქულა, მოიგებს დღევანდელ მატჩს და ამ ყველაფერში მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ წლებია უკვე (მათ შორის ვაისის პერიოდშიც) ჩვენი ნაკრები ვერ ჩამოყალიბდა როგორც გუნდი, რომელსაც გარკვეულ დონეზე (საშუალო ევროპულ დონეზე მაიც) სისტემატიური სტაბილურობა ექნებოდა, როგორც თამაშის ხარისხის ასევე შედეგების თვალსაზრისით, უამრავ ჩაგდებულ მატჩებს მოსდევს ხოლმე იშვიათი გამონათებები, რომლებიც უფრო ალოგიკურია და რომლებსაც შემდეგ ისევ მოყვება ხოლმე ხელახალი უსაფუძვლო ოპტიმიზმი, რომელიც თავის მხრივ ისევ გვაკარგინებს რეალობის აღქმას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რეალურად ვიმსჯელებთ, ღმერთმა ქნას ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ნაკრებს, სამწუხაროდ ერთა ლიგაზეც ძალიან გაუჭირდება საბოლოვო წარმატების მიღწევა. თუ მოხდა სასწაული და ბელორუსის ნაკრების ბარიერი გადავლახეთ, ფინალში დიდი ალბათობით კოსოვოს ნაკრებთან მოგვიწევს დაპირისპირება და ვისაც კოსოვოს ნაკრების მატჩები აქვს ნანახი ალბათ მიხვდებოდა, რომ მათთან ჩვენი ნაკრების შანსები ძალიან დაბალია თუ რათქმაუნდა კიდევ ერთი საწაული არ მოხდა. P.S. ყოველივე აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული როგორც პესიმიზმის საფუძველი. პირიქით, ხანდახან ძალიან ძნელია, მაგრამ რაც უფრო ადრე გავუსწორებთ რეალობას თვალს და გამოვალთ უსაფუძვლო ილუზიებიდან მით უკეთესი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებია მოწინააღმდეგის კარში დარტყმა და შესაბამისად გოლის გატანა გვიჭირს კი არა ფაქტიურად არ შეგვიძლია, ჩვენ ნაკრებს დიდი წარმატებები, იქნებ გავხდეთ ერთდროულად რამოდენიმე სასწაულის მომსწრე (შვეიცარიასთანაც, ხორვატიასთანაც, ბელორუსთანაც, კოსოვოსთანაც და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ).

• zviadi

ჩვენ ნაკრებს შეუძლია 7 ბურთი გაუშვას და კაი 20 კუში დაჯდება, ხალხი ამისუნთქებს მაინც

• max

ყაზაიშვილს არ აყენებს თავის პოზიციაზე, ამიტომ არ არის პროდუქტიული ეს მოთამაშე. ვერ ისწავლა ამ კაცმა ფეხბურთელების პოზიციების შერჩევა

• kaxa

მიდით ბიჭებო !

• kaira

მე მგონი თბილისში შვეიცარიამ გადაგვიარა. ასე მაგრად ჩვენთან არავის უთამაშია. დანიასთან კი გავნადგურდით, მაგრამ პირველი 2 გოლი მსაჯმა აჩუქა. მერე როგორც ყოველთვის ხელი ჩავიქნიეთ.

• ოპტიმისტი გულშემატკივარი

გავიმარჯვებთ! გაუმარჯოს საქართველოს!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]

გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ