ევროშესარჩევ ტურნირზე ბელგიის ნაკრების მიერ რუსეთის პეტერბურგში დამარცხებაზე (4:1) კომენტარი "სპარტაკის" ყოფილმა მცველმა ალეკსანდრ ბუბნოვმა გააკეთა.

"ამ მატჩის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, გუნდებს შორის კლასში არსებით სხვაობაზე მეტყველებს. ბელგიელებმა თავიანთ დონეზე მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშეს, როდესაც სამი უპასუხო გოლი გაგვიტანეს, შესვენების შემდეგ კი "ეკონომ რეჟიმზე" გადაერთვნენ, რათა ძალები დაეზოგათ და არასაჭირო ტრავმები არ მიეღოთ. ახსოვდათ რა ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება ხელიდან გაუშვეს (3:3), სისულელე არ ჩაიდინეს და მშვიდად ჩაამთავრეს მატჩი.

რა არ გააკეთეს ჩვენებმა სათანადოდ? ასე მგონია, ბურთი უნდა დაეთმოთ და დაცვაში მჭიდროდ თამაშით კონტრშეტევაზე დაჭერა ეცადათ. ყველაფერი პირიქით მოხდა, რაც ბელგიას ხელს აძლევდა. მათ ტერიტორიული უპირატესობა არ დაგვითმეს. სტანისლავ ჩერჩესოვმა, დიდი ალბათობით, გუნდს ამოცანად მოგება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება დაუსახა - აქედან გამომდინარეობდა ტაქტიკა და გეგმა. თუმცა, გუნდებს შორის კლასში იმხელა სხვაობაა, რომ ამან არ იმუშავა და ჩვენი გამანადგურებელი წაგებით დასრულდა.

ბელგიამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმ 60-70% აჩვენა და ისიც მხოლოდ შესვენებამდე. მეორე ტაიმში სტუმრები საერთოდ ნახევარი ძალით თამაშობდნენ და ეს 45 წუთი მაინც ფრედ დასრულდა. მთელი 90 წუთის მანძილზე თავიანთი პოტენციალი რომ გამოევლინათ, ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა", - განუცხადა ბუბნოვმა Sportbox-ს.

რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ბუბნოვი რუსეთის ევროპირველობაზე გასვლაზე: თავს ნუ მოვიტყუებთ
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ალეკსანდრ ბუბნოვი რუსული გუნდების განადგურებაზე: ეს სამარცხვინოა!
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს