ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე ხორვარტთა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ისაუბრა.

"წლის გამარჯვებით დასრულება კარგია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ბევრი მომენტი შევქმენით. პერიშიჩსა და რებიჩს თავიანთ გუნდებში თამაში სისტემატურად არ უწევთ, დღეს კი კლასი აჩვენეს.

უკეთეს წელს ვერც ვინატრებდით, მიზანს მივაღწიეთ და ევროპირველობაზე გავედით. მცირეოდენი პრობლემები გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობთ, მხოლოდ წინ ვიყურებით.

ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები მინდა. არ ვაპირებ, სუსტებთან თამაშით დრო დავკარგო. ჩვენ ბელგიის, გერმანიის და იტალიის დარი მეტოქეები გვჭირდება. ხორვატია მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალია და ყველამ უნდა დაგვაფასოს. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დავინახავთ, რას წარმოვადგენთ და რა გვაქვს გამოსასწორებელი", - ციტირებს დალიჩს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

x.x
ხორვატია მწვერვალიაო, ჩვენი არ იყოს აცდენილია რეალობას, ერთი მოდრიჩი იყო მსოფლიოს საუკეთესო და მერე ხორვატიის ნაკრები.
Fani
დალიჩი ჩვენთვის მწარე სიმართლეს კი ამბობს, მაგრამ ასეთი ქედმაღლობა მას ღირსებებს უკარგავს! მაგას დაავიწყდა, ერთა ლიგაზე ესპანეთმა 6-0 რომ გააფარჩაკა?! ძლიერი რომ ხარ, არ ნიშნავს რომ ამით შენზე სუსტი დაამცირო - თუ არადა, ხვალ შესაძლოა შენც მოგივიდეს ჩავარდნა. ღირსეულ ადამიანებს მეტოქის დაფასებაც შეუძლიათ, ხოლო ამან ცხვირი ზემოთ აწია და თავში აუვარდა, ამიტომაც არაა გამორიცხული "ესპანური გაკვეთილები" კიდევ მიიღოს! ისე კი, მე ვისურვებდი რომ ევროზე გავიდეთ და ხორვატებს ჯგუფში შევხვდეთ, რათა მისი სიტყვები ვანანოთ (აქამდე ერთხელ უკვე ვანანეთ ქედმაღლობა, 2011-შიც თითქმის იგივეს ამბობდნენ როცა აქ ჩამოვიდნენ)
ანესთეზეოლოგი
მაგ ამპარტავნობის გამო გასდეს ბაირამ დუდუკში ჩვენმა ახალგაზრდებმა.
თენგაბი
თავში აუვარდა.თავის დროზე დინამო არც იკადრებდა თქვენთან თამაშს. მოვა დრო, დადგება ჩვენი ქვეყანა ფეხზე და მართლა დაგახევთ თავზე ბურთს.
Mosexoneli
Dა ჩVენ რა Pირველი ნაკრები გყვავდა?
nikusha
გავიდენ ევროპაზე და აი ჩვენი ბიჭევი ხოდზე იყვნენ სუ ყველა და გაჩვენებთ ვინაა ძლიერი და ვინაა სუსტი.ჩაკვეტაძე ყოფილიყო დაგახევდით ბურთს თავზე
აისვუფ-ს
და სამართლიანი კრიტიკა სიხარულისგან რო ვერ განგისხვავებია ეგ რაღაააააა???
ნიანია ბაკურიანი
ზლატან სიმართლეს გეტყვი:ჩვენი ნაკრები ნამდვილად არაა ძლიერი გუნდი,როგორც ხორვატია,მაგრამ შენ იმან გაგაწიწმატა პირველი გოლი,რომ გაგიტანეთ და ბოლო 10 წუთი თავზე გაჯექით,არა და ამ ათ წუთში შესაძლებელი იყო გოლის გატანა,რაღაც მანქანებით გადარჩით,ისე თუ არ ვცდები ადრე თქვენ ნაქებ მაღალმწვერვალზე მყოფ გუნდს თბილისში დავადეთ და კუდამოძუებული გაგიშვით,ალბათ ესეც გახსოვდათ და მიტომ გაწიწმატებულმა ზემოდან დაგვიწყე ყურება და ყვედრება,თქვენი ნათქვამი ჩვენი ნაკრების მიმართ ასე ითარგმნება:თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ აწი თავსაც არ გაგიყადრებთო,ზლატკო თუ არ გინდა ნუ გინდა,ამ ჩემს ფეხებს,უბრალოდ სულ ხორვატიას ვგულშემატკრივობდი აწი კი თქვენ გუნდს საქართველოს მოძულე ქვეყნების სიაში ჩავრიცხავ,დავაი შენი მაღალმწვერვალზე მყოფი გუნდიანად.ეტყობა ვაჟკაცობის არაფერი გაგაჩნია.
levan
გავიდეთ ხვთისწყალობით ევროპის ჩემპიონატზე და შეგვახვედრა მერე ხორვატიას და მერე იქნნება ხორვატების დშნ-დნნ:) ვერიჩიტა:) განახებთ როგორი სუსტებიც ვართ:):):)
nika
ესპანეთმა კი 6:0 მოუგო ხორვატიას 2018 წ.
აისვულფი
და რაგიხარია?
გიორგი
ერთი რაღაც ვერ გავიგე. არ იცოდა საქართველოს ნაკრების ძალა და თამაშის მერე დაინახა რო სუსტები ვართ? თუ არ უნდოდა, ვინ აძალებდა, არ ეთამაშა.
Platonius
ბევრი ჩვენიანისთვის სათაყვანებელი ხორვატები ისე გვიყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან რაღაც წარმონაქმს, კონგლომერატს და ზოგადად ევროპული სოციუმის ძირითადი ნაწილი ესე ფიქრობს, მარტო ფეხბურთით არ იზომება ქვეყნის რაობა და მისი დანიშნულება სამყაროს წინაშე, მითუმეტეს ბალკანელი ამპარტავნებისგან და მით უმეტეს ხორვატებს არაფერი მნიშვნელოვანი ღირებული არ შეუქმნიათ, არ შეუთავაზებიათ სამყაროსთვის რომ ასე ზეაღმატებულის პოზიციიდან ელაპარაკონ ვინმეს, და თუნდაც ჩვენ ამ ფარჩაკი სულის მქონე მწვრთნელმა ხომ ალეგორიულად ის გვაგრძნობინა რომ უბრალოდ ფეხბურთში კი არა როგორც ქვეყანა "სად თქვენ და სად ჩვენო" რასაც რუსები უშვებოდა და მანამდე მონღოლები თუ ოსმალები ბებერი ევროპის მეძავ მენტალიტეტს ნაწილობრივ აქვთ ამ ქვეყნებს გამართლების უფლება, დღევანდელი ეპოქის "ცივილიზებულ დემოკრატ ევროპელებს" იდეა დაკარგულ ევროპას რასაც არაბები და ზანგები უშვებიან მათ ასულებს არამია მართლაც მათთვის, და ამ წიაღის წარმომადგენლებს თუ ვინმეზე რაიმე აქვთ წამოსაძახებელი მორალურ სიძვისდიაცად ქცეულ ევროპას რაიმე ეგეც სათქმელია.
1234
როდის ფორთხიალობდა ხორვატია? ბობანი-პროსინეჩკი-შუკერის თაობა, რაკიტიჩ-მოდრიჩი-პერიშიჩის თაობამ ჩაანაცვლა. ფაქტიურად, წყვეტაც არ ჰქონიათ.
ანესთეზეოლოგი
აი ბედი რომ გაქვს და თან გაგიმართლებს სწორედ რომ ხორვატიაზეა ნათქვამი. რასაც ქვია მაგარი თამაში ჯგუფში აჩვენეს არგენტინელებთან. ისიც რომ წაეგოთ მაინც გადიოდნენ ჯგუფიდან. მერვედფინალებიდან მოყოლებული ისეთი ბადე შეხვდათ, აქამდე არცერთ ნაკრებს არცერთ ტურნირზე რომ არ რგებია. ფქატიურად ფინალამდე ისე მივიდნენ სერიოზულ და მათზე ძლიერ მოწინააღმდეგეს არ შეხვედრიან. ხორვატიის ნაკრები მწვერვალი ნამდვილად არაა, არც ბელგიის და მითუმეტეს არც გერმანიის დონის. მაგრამ ყველაფერი ფაქტებით იზომება და გიწევს დაეთანხმო.
გიორგი
ეს კაცი, რატომღაც კაცი მეგონა! შესაბამისად ეს ნაკრებიც, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ წამიხდა შთაბეჭდილება მასზეც და მის ნაკრებზეც. ნუ ვხვდებით რომ სუსტები ვართ, მაგრამ ანალოგიურად ჩვენც გვინდა ძლიერებთან თამაში რომ განვითარდეთ, იყო დრო თვითონაც ასე ფორთხიალობდნენ და მოვა დრო, ჩვენ ნაკრებთანაც მოენატრება ან იოცნებებს თამაშს , სამუდამო დიდება არავის შეუნარჩუნებია ჯერ. აგერ ხართ თქვენ და აგერ მეც!
dadu
ვერაფერს იტყვი საწყენია მაგრამ მართალია. ხორვატებთან შედარებით ჩვენი ფეხბურთელები 5-6 წლის მსუქან "სკრიპაჩ" ბავშვებს გვანან (აი ფეოლაში რო ჩითავენ ისეთები). სამწუხაროდ პროფესიონალიზმის, ნიჭის, ფიზიკის ნატამალიც კი არ გაგვაჩნია.
მახო
კაშიას უმადლოდეს ეს ყლიყვი
ჰმ!
ხორვატებმა ფაქტიურად მეორე გუნდით ითამაშეს, თანაც ნახევარი ძალით
ლაშა
რა გინდათ სიმართლე თქვა კაცმა. სუსტებთან ვარჯიში დროიკს დაკარგვაა
Jordan Beli
მწვერვალი არა შიშტახოხილა...
ddgfdf
მეთამაშონ თუ უნდათ ფეხბურთში თუ უნდათ კალათბურთში და ნახავენ რა დონეზეც არიან.
- მარადის საკუთარ თავზე მაღლა.
- ოლიმპიელის მაღალი შუბლით, უზადო ხედვის დიდი ღირსება ... პატივცემული ხორვატი მწვრთნელი, - ნანატრ(!) ზანგისას კვლავ ეღირსება.
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
Fifa-მ 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ნომინანტთა შორის სტანისლავ ჩერჩესოვიც შეიყვანა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ზლატკო დალიჩი: მსოფლიოში მეორე საუკეთესო მწვრთნელი ვარ და ჩემთვის 5-მილიონიანი ხელფასი ცოტაა
ზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გაუგრძელეს
ზლატკო დალიჩი: კრიშტიანო რონალდო ეგოისტია
გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]