სუპერლიგის მე-7 ტურის რიგით მეორე შეხვედრა დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ერთმანეთს დაკარგული ქულებით ლიდერი გუნდები – “თსუ” და “ტიტები” შეხვდნენ. ორივე მათგანს მიმდინარე ჩემპიონატში 2 მარცხი ჰქონდა, შესაბამისად, გამარჯვებული ცხრილში დაწინაურდებოდა და ლიდერობას გაიმყარებდა. შეხვედრა ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორც სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით ივარაუდებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა 19 ქულის სხვაობით – 85:66 დაამარცხეს ლაშა გამყრელიძის “ტიტები” და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გამყარდნენ.

მატჩი უნივერსიტეტელთა გაქცევით დაიწყო. 4 წუთის შემდეგ თსუ 19:4 იგებდა და ტიტების მწვრთნელმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო. ამან ვითარება ოდნავ კი გამოასწორა, თუმცა უნივერსიტეტელებმა სწრაფ კონტრშეტევებზე აწყობილი თამაში კვლავ განაგრძეს და იმ კომფორტულ უპირატესობას, რომელიც დასაწყისშივე მოიპოვეს, არ თმობდნენ. თსუ ბურთს სწრაფად ათამაშებდა როგორც მთელს მოედანზე, ისე პერიმეტრზე, რისი წყალობითაც სასროლ პოზიციებზე დარჩენილი კალათბურთელები – სანდრო სანაძე, დევიდ მაკფარლანდი და რიკი მედისონი მიზანში არტყამდნენ და უნივერსიტეტელებმა დიდი შესვენებისთვის 23-ქულიანი ლიდერობა გაიფორმეს – 49:26.

მესამე პერიოდიდან “ტიტებმა” თამაში გამოაკეთა, თუმცა იმდენად ვერა, რომ მოედანზე ვითარება რადიკალურად შეეცვალა. რიჩარდ მათიაშვილისა და ტრისტინ უოლეს შედეგიანობით პერიოდის მიწურულს გამყრელიძის გუნდმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, თუმცა სირენის თანხლებით დევიდ მაკფარლანდმა სამქულიანი ჩააგდო და ბოლო პერიოდს თსუ 13-ქულიანი ლიდერობით შეხვდა.

დასკვნით მეოთხედში თსუ-მ დაცვა გაამაგრა და მეტოქეს ყველა მცდელობა, თამაში შემოებრუნებინა, გაუქარწყლა. უნივერსიტეტელები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ და მიმდინარე სუპერლიგაში 7 მატჩში მე-5 გამარჯვება მოიპოვეს. მდევარ “ბათუმს” 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-7 ტურის მატჩს ხვალ, რუსთავში, ადგილობრივ გუნდთან ითამაშებს.

თსუ-ში 19 ქულით ბომბარდირი გახდა მაკფარლანდი, თუმცა ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 10 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება მიითვალა. რიკი მედისონმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო სანდრო სანაძემ – 13. “ტიტებში” 19 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტრისტინ უოლე. 15 ქულა და 7 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Валерик
тупой и еще тупее продолжается
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ