დღეს რუსთავმა ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის სატიტულო მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი „ბათუმი“ და თასის მფლობელი თსუ შეხვდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აღნიშნული ტიტულის მოქმედი მფლობელი გახლდათ — წინა წლის სუპერსათასო ორთაბრძოლაში მათ „ქუთაისი“ ორ-ოვერტაიმიან დრამატულ მატჩში დაამარცხეს. ამჯერად, უნივერსიტეტელებმა ტიტული წარმატებით დაიცვეს და მოქმედ ჩემპიონ ზღვისპირელებს დამაჯერებლად, 98:79 სძლიეს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სწრაფი, ლამაზი და ორგანიზებული თამაშით, ზედმეტი პრობლემების გარეშე მიაღწია საწადელს და ახლახანს დაწყებული სეზონის პირველ ტიტულსაც დაეუფლა.

თბილისელებმა შემადგენლობა ზაფხულში თითქმის მთლიანად განაახლეს და, როგორც პირველმა ოფიციალურმა შეხვედრამ აჩვენა, სატრანსფერო სვლამ გაამართლა. თსუ-ს ლეგიონერები საკმაოდ მაღალი კლასის მოთამაშეები აღმოჩნდნენ, ხოლო ახალდამატებული ქართველი კალათბურთელები გუნდს იდეალურად შეერწყნენ. შეხვედრის ფავორიტად „ბათუმი“ მიიჩნეოდა, რადგან ზღვისპირელებს უკვე ჰქონდათ სერიოზული სათამაშო პრაქტიკა — ახლახანს იასპარეზეს FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს, ხოლოს რუმინეთის ჩემპიონთან მარცხის შემდეგ FIBA ევროპის თასზე გადაერთვნენ (სადაც ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 7 ოქტომბერს გამართავენ).

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: თანაბარი სადებიუტო 5 წუთის შემდეგ, სწრაფი გარღვევებისა და შორეული ტყორცნების წყალობით, თსუ-მ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. თბილისელებს პერიმეტრიდან თამაში განსაკუთრებულად წაუვიდათ — ლეგიონერებმა, ენდრიუ ობრაიენმა და დალას ჰოუელმა, 4-4 სამქულიანი ჩააგდეს. მეორე პერიოდში თსუ-ს უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია და „ბათუმი“ სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა.

დიდი შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა თამაში ცოტათი გამართეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა უნივერსიტეტელები არ აჰყვნენ მეტოქის რიტმს, დაცვა გაამაგრეს, მეტოქის იერიშები აღკვეთეს და სწრაფ შეტევებში გზა გაიხსნეს. პერიმეტრიდანაც სამიზნე ხელახლა გასწორდა და თსუ-მ მატჩი გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, რომ მოედანზე ვითარება აღარ დაძაბულა. საბოლოოდ, 19-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა და ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა სუპერთასი უდავოდ და დამსახურებულად მოიპოვა.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ენდრიუ ობრაიენი, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 18 ქულა დააგროვა დალას ჰოუელმა, ახალგაზრდა რეზო თავართქილაძის ანგარიშზე 12 ქულაა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, ნიკა ჩეჩელაშვილმა, 11 ქულა მოაგროვა. „ბათუმის“ შემადგენლობაში გამორჩეული გახლდათ ლარი ჰოუელი — 27 ქულითა და 10 მოხსნით. 19 ქულა ჩაიწერა აქტივში გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო კარსონ ბაშამმა და ვალერიან წულეისკირმა გუნდს 10-10 ქულა შესძინეს.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) ენდრიუ ობრაიენი დასახელდა, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. მთავარი ჯილდო — საქართველოს სუპერთასი — თსუ-ს კაპიტან ნიკა ჩეჩელაშვილს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.

GBF.GE

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად