სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩმა მოულოდნელი სცენარით ჩაიარა. ბათუმმა დამაჯერებლად, 91:63 მოუგო თსუ-ს, სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1) და მოედნის უპირატესობა მოიპოვა, რომელიც აქამდე თბილისელთა მხარეს იყო. ახლა სერია ზღვისპირეთში გადაინაცვლებს და თუკი გუნდებმა ბათუმშიც გაიყვეს მოგებები, ყველაფერს მე-5, სუპერფინალური მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 31 მაისს, თბილისი არენაზე გაიმართება.

მატჩის ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბათუმმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს. ზღვისპირელებმა საწყის წუთებზევე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ. თსუ-მ მატჩი საინტერესო ექსპერიმენტით დაიწყო - სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლად მალკოლმ დრამრაიტი მოგვევლინა. მართალია, ამერიკელი ლეგიონერი შეტევებს ცუდად არ უძღვებოდა, თუმცა თბილისელთა თამაშს სიმწვავე, მარილი და სიზუსტე აკლდა.

ბათუმელებმა მეტოქის არასტაბილურობით მომენტალურად ისარგებლეს. დავით ლომიძის შორეულმა სამქულიანმა სტუმრები წინ გაიყვანა (8:9), რასაც გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანი რეიდი და მაირინ ტომასის ზუსტი საჯარიმოები მოჰყვა. თსუ-ს შეტევაში სრული ქაოსი დაეწყო - გიორგი ტურძილაძისა და ალექსანდრე ფევაძის აცილებულ სროლებს ბათუმელები დაცვაში მოხსნებითა და სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ლომიძის კიდევ ერთმა ზუსტმა სამიანმა და ოჩხიკიძის ორქულიანმა პირველივე პერიოდში ორნიშნა უპირატესობა დააფიქსირა - 8:18.

აი ასე მოიპოვა თავიდანვე 10-ქულიანი ფორა ბათუმმა. პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა დამაჯერებლად — 26:15 მოიგეს. მეორე მეოთხედში თსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა მოედანზე ძირითადი გამთამაშებელი კვენტინ ჰარდრიქტი და გამოცდილი გიორგი ცინცაძეც შემოიყვანა, მაგრამ სტაბილურად მოთამაშე ბათუმი მაინც ვერ გატეხეს. დიდ შესვენებაზე სტუმრები ხელჩასაჭიდი უპირატესობით (47:33) გავიდნენ, რასაც სოლიდურობა ლევან ბაბილოძის ბოლო წამს ჩაგდებულმა სამქულიანმა მისცა — 47:33.

კალათბურთში ცნობილი გამოთქმაა: რომელი გუნდიც იგებს მესამე პერიოდს, ის იგებს თამაშსო. თუმცა, ეს ფორმულა ამ მატჩში არ გამართლდა. მესამე ათწუთეული ერთადერთი იყო, რომელიც თსუ-მ მოიგო, ისიც მინიმალური სხვაობით - 17:16. თბილისელებისთვის იმედის მომცემი პერიოდის ბოლო წუთი გამოდგა, როდესაც ზედიზედ ჩაგდებულმა 5-მა ქულამ თსუ-ს რეალური შანსი მისცა და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 13 ქულამდე (63:50) შეამცირა.

თუმცა, სასწაული არ მოხდა. დაიწყო გადამწყვეტი ათწუთეული და ბათუმმა ჩვეული, სტაბილური თამაში განაახლა. თსუ-ს სროლები საერთოდ არ წაუვიდა, რაშიც ლომიძის, ოჩხიკიძისა და შიდა ხაზის აქტიური და აგრესიული დაცვის ხელიც ერია. ბოლო პერიოდში სხვაობამ კარგა ხანს 13-17 ქულის ფარგლებში იტრიალა, თუმცა საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა. მატჩის ბოლო წუთზე კი მთლად კატასტროფული და ფინალური სერიისთვის შეუფერებელი სხვაობა დაფიქსირდა - „სტუდენტებმა“ შეხვედრა 28 ქულით წააგეს. თუ როგორი გაკვეთილი იქნება ეს თსუ-სთვის - კარგი თუ ცუდი - ეს უკვე მომდევნო შეხვედრებში გამოჩნდება.

ბათუმის წარმატების საწინდარი სტაბილურობა იყო ყველა რგოლში. ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ოჩხიკიძე თითქმის ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო და პასს არ უგვიანებდა წინახაზელებს, თსუ-ს დაცვაში ხვრელის პოვნისას კი თავად უტევდა. ფარქვეშ ერთმანეთს ეფექტურად ენაცვლებოდნენ აკაკი დვალიშვილი და გეგი ბაქრაძე, რომლებსაც ზურგს უნივერსალი მაირინ ტომასი უმაგრებდა.

გამარჯვებულებს 26 ქულითა, 12 მოხსნითა და 6 პასით მაირინ ტომასმა ულიდერა. 16 ქულა დავით ლომიძის აქტივშია, ხოლო კარსონ ბაშამმა და აკაკი დვალიშვილმა გუნდს 11-11 ქულა შემატეს. ორმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 10 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 9 ქულა ჩააგდო ლევან ბაბილოძემ, 8 – გეგი ბაქრაძემ. თსუ-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით კურვოსიე მაკკოლი გამოდგა, 14 ქულა მიითვალა კვენტინ ჰარდრიქტმა, ხოლო მალკოლმ დრამრაიტმა და გიორგი ტურძილაძემ 8-8 ქულა მოაგროვეს.

ფინალური სერიის შემდეგი, მესამე შეხვედრა ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გაიმართება, ხოლო მეოთხე მატჩს ზღვისპირეთი 28 მაისს უმასპინძლებს.

GBF.GE

თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად