ბათუმის სპორტის სასახლის გამოსასვლელში ბედნიერი აჭარელი ბიჭი მეორეს აღფრთოვანებით ეუბნებოდა, რომ პირველი ბრძოლა მოგებულია და ამ გამარჯვებაში სოლიდური წილი თავად ამ ბათუმელ ქომაგებსა და ათასზე მეტ მათნაირს უდევთ. საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ და მისმა გულშემატკივრებმა ერთიანი ძალებით იმარჯვეს სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე, უმნიშვნელოვანეს ჯახში, რის შემდეგაც აჭარული გუნდი წინ გაიჭრა და ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ამ უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმა რომ ძალიან რთული იქნება, ყველამ კარგად იცის, თუმცა 28 მაისს ბათუმის სპორტის სასახლე კიდევ უფრო გადაივსება და საყვარელ გუნდს პოტენციურად საჩემპიონო მატჩში ზურგს გაუმაგრებს. დარბაზში დღეს მართლაც საოცარი ატმოსფერო და დიდი ხმაური იყო, თუმცა სტუდენტებმაც საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა მიიღეს, რადგან თბილისელ ქომაგებს ერთი სექტორი სრულად ჰქონდათ შევსებული და საყვირებითა თუ დაფდაფებით საკუთარი გუნდის თითოეულ წარმატებულ ეპიზოდს ემოციურად ზეიმობდნენ.

ნამდვილი ზეიმი კი ნამატჩევს მასპინძლებმა მოაწყვეს, რომლებმაც ფინალური სერიის თბილისში მარცხით დაწყების შემდეგ, ბუბა ბერიშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს. ბათუმმა საკუთარ თავში ძალების პოვნა და ხასიათის გამოვლენა მაშინაც შეძლო, როცა საწყისი 14-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მესამე პერიოდში უკვე თავად აღმოჩნდა 10-ქულიან დეფიციტში. შეხვედრის სტარტზე მასპინძელთა 21:7 გალიდერება უფრო სტუმრების სადებიუტო აღელვების ბრალი იყო, რაც თსუ-მ მალევე გადააგორა, თამაში დაალაგა და პირველი პერიოდი მხოლოდ 21:14 დათმო. მეორე მეოთხედიდან ინიციატივას უკვე თბილისელები დაეუფლნენ, როდესაც კურვოსიე მაკკოლისა და ალექსანდრე ფევაძის შედეგიანობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ბათუმელებმა ამ მონაკვეთში ფარქვეშ კი მოიკოჭლეს, თუმცა მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, აკაკი დვალიშვილმა პერიმეტრზე აინაცვლა, სამქულიანი დისტანციიდან ზედიზედ სამჯერ იხეირა და გუნდს დიდი შესვენებისთვის მინიმალური ლიდერობა შეუნარჩუნა - 42:41.

მესამე ათწუთეულში თსუ-მ პერიმეტრის გაკონტროლება შეძლო, რასაც გიორგი ცინცაძის შედეგიანი ჩართვა და თანაგუნდელების მხარდაჭერა დაემატა, რის შედეგადაც სტუდენტები 10 ქულითაც კი დაწინაურდნენ. ბათუმის სამწვრთნელო შტაბმა წუთშესვენება აიღო, აქცენტი დაცვის გამაგრებაზე გააკეთა და ამ მოჭერილი მარწუხების პირობებში თსუ-ს შეტევა სრულიად გააჩერა. მასპინძლებმა დავით ლომიძისა და მაირინ ტომასის ზუსტი ტყორცნებით, რასაც გიორგი ოჩხიკიძის უმნიშვნელოვანესი პასები და სამქულიანიც დაერთო, ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრეს და მატჩის ბოლო ნაწილი ნამდვილ დრამად აქციეს.

გადამწყვეტ წუთებზე ნამდვილი ნერვების ომი გაჩაღდა, სადაც მასპინძელთაგან კარსონ ბაშამმა ეფექტური ჩატენვებითა და ბლოკშოტებით დარბაზი ფეხზე დააყენა, ხოლო თსუ-ს მხრიდან ალექსანდრე ფევაძე სამქულიანებით ბოლომდე ინარჩუნებდა ინტრიგას. საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ფევაძემ შორეული სროლით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, თუმცა ბოლო წამებზე ბათუმელებმა დაცვაში ფანტასტიკურად ითამაშეს — აკაკი დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო, რასაც თსუ-ს აცილებული საჯარიმოები და დავით ლომიძისა და საბა სალაძის ცივსისხლიანი ზუსტი სროლები მოჰყვა საჯარიმო ხაზიდან. საბოლოოდ, ბათუმმა უმძიმეს ბრძოლაში 81:76 იმარჯვა, სადაც მასპინძლებს 20 ქულითა და 14 მოხსნით მაირინ ტომასმა ულიდერა, 19 ქულა მიითვალა დავით ლომიძემ, ხოლო სტუმართა რიგებში 20 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე გახლდათ.

GBF.GE

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად