საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტს" სტუმრობდა, სადაც საქართველოს ნაკრების ევროშესარჩევზე თამაში შეაფასა და ასევე, ერთა ლიგის მასპინძლობის ადგილსა და ახალგაზრდული გუნდის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

"რთული წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს, თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის დიდი ოცნებაა, ასეთ დიდ ტურნირზე ვითამაშოთ. თუმცა, მანამდე დიდი სამუშაოა გასაწევი. კარგია, რომ წილისყრით ფინალის მასპინძლობის შანსი გვაქვს, მაგრამ პირადად ჩემთვის ფინალი არის 26 მარტს, ბელარუსთან. დარწმუნებული ვარ, გუნდის ყველა წევრი მატჩს განსაკუთრებულად მიუდგება.

ეს არის მატჩი, რომელსაც შეუძლია ხაზი გადაუსვას ნეგატიურ წარსულსაც და ქართული ფეხბურთისთვის ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ამას ფეხბურთელები და ჩვენ კარგად ვგრძნობთ. მიზანია, რომ ბელარუსთან თამაშისთვის სრულფასოვნად მოვემზადოთ და მჯერა, გუნდი წარმატებას მიაღწევს.

მარტისთვის ზოგი ფორმაში არ არის, ზოგისთვის სეზონი არ არის დაწყებული. მაგრამ რა უნდა იყოს იმაზე დიდი მოტივაცია, რომ ამ ქვეყნისა და მის ფეხბურთისთვის შეგიძლია დიდი საქმე გააკეთო. სამწუხაროდ, ეს მე ვერ შევძელი, რაც დღემდე ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კი აქვთ საშუალება, კარიერის დასრულების შემდეგ თავი ჩემსავით არ იგრძნონ".

სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ნაკრების შეკრებასა და შესაძლო ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე ისაუბრა.

"ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. გვესმის, რომ ძირითადი ბირთვის შეკრება და მომზადება მარტივი არ იქნება. 23 მარტს ბევრს ტური უწევს და თამაშამდე, ფაქტობრივად, ორი დღით ადრე მოთამაშეების ჩამოყვანა გარკვეული პრობლემა იქნება. თუმცა, ასეთი რამ მოხდა ყაზახეთთან მატჩამდე, სადაც მეტოქე ლამის ორი კვირა ემზადებოდა, ჩვენ კი 2-3 დღით ადრე შევიკრიბეთ და მაინც მოვუგეთ.

ეს ისეთი საკითხია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა აჯობებს. ურთიერთობა კლუბებთანაც გვაქვს, რომ მათაც გაითვალისწინონ, ეს მატჩები ჩვენთვის რა მნიშვნელობისაა. მაგალითად, ამერიკიდან კაშიასა და ყაზაიშვილის ჩამოყვანა ცალკე საკითხია და ამაზეც ვმუშაობთ. შეკრებისა და თამაშების ჩატარება ნამდვილად გვინდა. რამდენად რეალურად იქნება, ეს მერე გამოჩნდება.

ჩვენ თუ ამ თამაშს ისეთ კონდიციებში შევხვდებით, როგორშიც ერთა ლიგის თამაშებს, დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ - ასეთ შემთხვევაში, სად ჩატარდება ფინალი და ვის შევხვდებით, მნიშვნელობა ამასაც არ აქვს, რადგან მე ჩვენი გუნდის მჯერა. ერთა ლიგას ჰქონდა სხვა დატვირთვა და თითქმის ყველა ფეხბურთელი გვყავდა, მათ შორის, ჩაკვეტაძეც. შესარჩევში კი თითქმის ყველა მატჩში საკადრო პრობლემები გვქონდა.

არა აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. საბედნიეროდ, საინტერესო ახალგაზრდები ახლაც გამოჩნდნენ - დავითაშვილი, კვარაცხელია... ვიღაცების არყოფნაში თავის გამოჩენის შანსი სხვებს მიეცათ.

ევროშესარჩევი მატჩების შეფასება
"ბოლო შესარჩევი ციკლის შედეგიდან გამომდინარე, მეც და ჩემი გუნდის თითოეული წევრიც თვითკრიტიკულები ვართ. მე ნამდვილად არ მაქვს კმაყოფილების საფუძველი, რადგან უკეთესის მოლოდინი მქონდა.

D ლიგის და ბოლო შესარჩევ ციკლში მეტოქეთა შორის განსხვავება არავის ესწავლება, თუმცა მხოლოდ გიბრალტართან ორი მოგება არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ გვაკლია ქულები, რომლებიც ჩემი აზრით, სხვა თამაშებშიც უნდა მოგვეპოვებინა. მე არც მჩვევია, ვითარება შევალამაზო.

გვაქვს იმის ამბიცია, რომ დანიასთან, შვეიცარიასა თუ ირლანდიასთან ერთი თამაში მაინც მოვიგოთ. იყო თამაშები, სადაც საკმაოდ ნორმალურად გამოვიყურებოდით, თუ არ ჩავთვლით დანიასთან გასვლით შეხვედრას, სადაც შემადგენლობის მხრივ ძალიან ბევრი პრობლემა იყო. ასევე ვიტყვი გიბრალტართან მეორე მატჩზე, რომელშიც ჩემთვის ბევრი მიუღებელი რამ იყო.

ვაისს კონტრაქტი ზუსტად მარტის თამაშებამდე აქვს და ის იქნება ჩვენი მთავარი მწვრთნელი. მედიაში ვიღაცის ინტერესებზე სულ რომ იწერება, ეს ახალი არ არის. მისით იმიტომ ინტერესდებიან, რომ კარგი მწვრთნელია. შესაბამისად, ჩვენთვის თემა დახურულია და მარტის თამაშებისთვის ვემზადებით.

რაც შეეხება იმას, თუ სად ჩატარდება ერთა ლიგის ნახევარფინალი, ეს ისეთი თამაშია, უფრო მეტი ადამიანი მოინდომებს მოსვლას, ვიდრე "დინამო არენა" იტევს და ცხადია, 20 ათასსა და 50 ათასს შორის განსხვავებას მეც ვხვდები. ეს თემა ჯერ ღიაა. ბათუმთან დაკავშირებით, მე, რასაკვირველია, სურვილი გამოვხატე. თანაც, ბათუმის სტადიონი ჯერ შენების პროცესშია. დანამდვილებით ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ პერიოდისთვის არენა მზად იქნება.

მაგრამ უეფასგანაც გვჭირდება თანხმობა, რადგან უნდა აცნობო, თამაშს რომელი სტადიონი უმასპინძლებს. როცა ბელარუსთან მატჩის ბათუმში გამართვაზე მკითხეს, ვთქვი, რომ გამიხარდება, ნაკრები თუ ითამაშებდა. საბოლოოდ, თუ ისე დალაგდება, რომ პლეი-ოფში ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ცუდი არ იქნება, ერთს ბათუმში თუ ჩავატარებთ. თუმცა, ეს ჩემი პოზიციაა და არ მინდა, ამ სიტყვებმაც გაუგებრობა გამოიწვიოს. უახლოეს პერიოდში გადაწყდება, თამაში სად გაიმართება.

სლოვაკეთთან მატჩში მომხდარი ინციდენტი
"ჯერ არ ვიცით, რას აპირებს უეფა და პასუხი არ გვაქვს. მომხდარი გარედან სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო. მეც გახლდით იმ თამაშზე და ზუსტად ვიცი, გიას ასეთი რეაქცია რამ გამოიწვია - მას მსგავსი რამ ნამდვილად არ სჩვევია. მიუღებელი იყო მოწინააღმდეგე გუნდისგან ის ქმედება, რაც ჩვენი ფეხბურთელის მიმართ ჩაიდინეს. რასაკვირველია, ბოლოს მსაჯის მიმართ ის რეაქცია გადაჭარბებული გახლდათ, ის არაფერ შუაში იყო, ყველაფერი მასპინძლების ბრალი იყო.

მაგრამ მიმაჩნია, რომ ცეცაძის რეაქცია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ძალიან ძნელია თავის შეკავება, თანაც, თამაში ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა, ვაგებდით. ადამიანები ვართ ყველა და ეს ყველაფერი გვესმის.

რაც შეეხება თამაშებს, მიმაჩნია, რომ ძალიან დასანანი მარცხები განვიცადეთ. გულდასაწყვეტი ის იყო, რომ რაც გუნდმა და ფეხბურთელებმა იშრომეს, ეს შედეგსა და ქულებში არ აისახა. რაც ძალიან სამწუხაროა, ახალგაზრდულ ნაკრებსაც ბევრი მოთამაშე აკლდა და ამის მიუხედავად, ძალიან ღირსეულად ითამაშა. მე მგონია, რომ ამ გუნდს აქვს პოტენციალი - განსაკუთრებით, იმ კუთხით, რომ ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრები შეავსონ".

Gio
ერთი შენ ააყვავე ფეხბურთი და მეორე კალაძე ყაველაშვილმა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ