სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, ფინანსური გარანტიების გარეშე უმაღლეს ლიგაში გუნდებს არ დაუშვებენ
საქართველოს ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრია დაპირება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თქმით, ამის თაობაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და ფედერაციამ პროექტების განხორციელების გარანტიებიც მიიღო.

ცხადია, ეს ძალიან კარგია, რადგან დიდი ხანია, ჩვენს მოედნებს პატრონის ხელი დააკლდა და ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, იქ თამაში კი არა, შირაქის საძოვრების ფილიალის გახსნაც უხერხულია - ასეთ მინდვრებზე ევროპული ძროხა არც იბალახებს.

მაგრამ ჯერ არ არსებობს სრული გარანტია, რომ უმაღლეს ლიგაში გადასულ ყველა კლუბს დააფინანსებენ. ასეთი დაპირება სახელმწიფოსაც არ გაუცია.

"სახელმწიფო კლუბების ფინანსური უზრუნველყოფის გარანტი აქამდეც არ ყოფილა და არც გახდება. გარანტიას დღეს მთავრობა იმის შესახებ იძლევა, რომ ინფრასტრუქტურას განაახლებს და გააუმჯობესებს. მიხარია, რომ უმაღლეს ლიგაში გადმოსულ კლუბებს არ უჭირთ და საკმარისი თანხები აქვთ. საერთოდ, უმაღლესში თამაშამდე კლუბებმა უნდა წარადგინონ გარანტია, რომ სეზონს ფინანანსური პრობლემების გარეშე დაამთავრებენ და ჩემპიონატს შუა გზაზე არ მიატოვებენ", - გვითხრა სიჭინავამ.

რა ელით იმ კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში წარსადგენ გარანტიებს ვერ მოიძიებენ? - ამ კითხვაზე ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს: "ლიგაში აუცილებლად იქნება 12 გუნდი, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გარანტია. თუ გადასულმა კლუბმა გარანტია ვერ წარადგინა, უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს, მის ნაცვლად კი პირველი ლიგის იმ კლუბს დავუშვებთ, რომელსაც ფულის პრობლემა არ ექნება".

Giorgipirweli
ტალანტსა და ნიჭს ვერ წარმოაჩენ, თუ ნორმალური მინდორი, იფრასტრუქტურა და ხელფასი არა გაქვს!!!
aleko
გამოდის ისევ და ისევ ფული. საინტერესოა როდის გაკეთდება საქართველოში აქცენტი ტალანტსა და ნიჭზე? რა უბედურებაა. როგორ კარგად ინიღბება ყველაფერი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე