საქართველოს თასის გათამაშების 8 საუკეთესო გუნდი ცნობილია. დღეს გამართული მერვედფინალური სერიების ბოლო მატჩის შემდეგ მეოთხედფინალის სრული სურათი მივიღეთ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა “რუსთავმა” მეორე მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” და მეოთხედფინალის ბადე შეავსო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მე-17 გათამაშება 25 დეკემბერს დაიწყო და მასში 16 გუნდი მონაწილეობს. 23 დეკემბერს გამართულმა კენჭისყრამ გუნდები მერვედფინალში დააწყვილა, სადაც სერიები 2-მატჩიანი გახლდათ. კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა, სამწუხაროდ, თამაშები ვერ ჩაატარეს “ა” ლიგის ახლად შეკრებილმა გუნდებმა – “ორბი-არენამ” და “კავკასიამ”. ამ გუნდების მეტოქეები – "ბათუმი" და "თსუ-ჰიუნდაი" მეოთხედფინალში ავტომატურად გავიდნენ, დანარჩენებმა კი 2-მატჩიანი სერიის შედეგად მოიპოვეს საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილი.

მერვედფინალის ერთადერთ სერიაში მოხდა ისე, რომ გუნდებმა თითო მატჩი მოიგეს. ეს მოხდა "ქუთაისისა" და "ტიტების" დაპირისპირებაში. 22 ქულით წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ, ქუთაისელები საპასუხო მატჩს სასურველი სხვაობით იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 19 ქულით იმარჯვეს და მეოთხედფინალში "ტიტები" გავიდა.

დღეს გამართული მატჩი რუსთაველებმა 21 ქულით – 86:65 მოიგეს. არადა, ბოლო პერიოდი რომ დაიწყო, "ცხუმ-აფხაზეთი" 58:57 იგებდა. 5-წუთიანი მონაკვეთი ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა 5:25 წააგეს და წასაგებად გაიწირნენ. ქვემოქართლელებმა ძირითადად შორი სროლებით გატეხეს მეტოქე – რაც საბა ლობჯანიძის დამსახურება გახლდათ, რომელმაც ბოლო პერიოდში 3 სამიანი ჩააგდო.

ლობჯანიძე საბოლოოდ 22 ქულით ბომბარდირი და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 18 ქულა და 9 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მიითვალა, ხოლო ოთარ ფხაკაძემ შეხვედრა 12 ქულითა და 8 პასით დაასრულა. "ცხუმ-აფხაზეთში" 17 ქულით საუკეთესო იყო კვან უაოლერი.

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მატჩები 2020 წლის 23-26 იანვარს გაიმართება. ისევე, როგორც მერვედფინალში, მეოთხედფინალშიც 2-მატჩიანი სერიები იქნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება