აჩიკო გეგენავას ფოტოები

საქართველო XV 4 იანვრიდან ქუთაისში, "აია არენაზე" მეორე შეკრებაზე შევიდა და არგენტინული ტურნესთვის მზადებას განაგრძობს.

მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის 30 მორაგბე, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრებიან. საზარდულის ტრავმის გამო გუნდს დააკლდა აკაკი ტაბუცაძე, რომლის მკურნალობასაც 2-3 კვირა დასჭირდება. მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, მეტოქის ძალის გათვალისწინებით, აქცენტი გამოცდილ ბურჯებზე გააკეთა. ნიკა აბულაძე და შოთა გოგისვანიძე შანსს სხვა დროს მიიღებენ.

ჩვენს გუნდს არგენტინაში გამოცდილი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი უკაპიტნებს. 32 წლის მორაგბეს სხვადასხვა დროს "კასტრში", "ბრივში", "კარდიფსა" და "აჟენში" უთამაშია. "ბორჯღალოსნებში" მისი დებიუტი 2008 წელს შედგა, 2018 წლამდე 27 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელო გაიტანა. მან 2015 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა, 2018 წელს კი ბრიტანულ "ბარბაროსებში" მიიწვიეს და არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ვიცე-კაპიტანი მესამეხაზელი გურამ შენგელია იქნება, რომელსაც ეროვნული გუნდის კვართით 2-ჯერ უთამაშია.

გუშინ, 6 იანვარს, საქართველო XV-მა საკონტროლო თამაში გამართა ქუთაისის "აიასა" და "არესის" გაერთიანებულ გუნდთან.

"4 იანვრიდან ვარჯიში განვაახლეთ. მოკლე დროში გუნდის შეთამაშება ძნელია, თუმცა წინ მივიწევთ და ეს ძალიან კარგია. გვსურდა გვენახა, როგორ იმუშავებდა ჩვენი სათამაშო მონახაზი და ვეთამაშეთ ქუთაისური გუნდების ნაკრებს. მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, თუმცა არის ნიუანსები, რომლებზეც დარჩენილ დღეებში ვიმუშავებთ", - ამბობს ხამაშურიძე.

შობა დღეს მორაგბეებს აღდგენა ჰქონდათ, შეკრებაზე კი 9 იანვრამდე რჩებიან. საქართველო XV არგენტინაში 12 იანვარს მიემგზავრება და დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად მთელი ორი დღე სჭირდება. ზე-რაგბის შარშანდელ ფინალისტ "ხაგუარესთან" პირველი მატჩი 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გაიმართება და მასში ორივე გუნდის მხრიდან 30-30 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას.

24 იანვარს საქართველო XV-ისა და "ხაგუარესის" მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართება და აქ გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ.

"ყველამ კარგად იცის, რა ძალის გუნდია "ხაგუარესი". მასთან ნებისმიერ ევროპულ კლუბს გაუჭირდება თამაში. ისინი ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებიან და მანამდე ჩვენთან შეხვედრა გადაწყვიტეს, რაც დიდი პატივია. ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ, ხელდახელ რაგბი ვითამაშოთ და გამოცდილება შევიძინოთ", - აცხადებს ხამაშურიძე.

საქართველო XV

შერკინება: ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გიორგი ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), რევაზ წიკლაური (აია, 3), ნიკა პატარაია (ბუქარესტის ‘დინამო’, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8)

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ჯეკო
კარგი შემადგენლობაა. აკადემიიდან - ზოიძეს განსაკუთრებულად გამოვარჩევდი. მაგრად მოუმატა ეს ბოლო წელია.
იდალგო
თვეცც კი არ დარჩა წელს ქვეყნის მთავარის გუნდის - ნაკრების ოფიციალურ თამაშამდე. პირველ თებერვალს რუმინეთს ვეთამაშებით. ვინმემ ივის და გვეტყვის მწვრთელი ვინ იქნება თუ ეს ვიქტორინაა (აბა თუ გამოცნობთ) - და პაუსხს თებრვალში მატჩის დროს გავიგებთ? ის მაინც გვითხარით მწვრთელი უცოელია თუ ქართველი ("50/50"-ზე, კომოიუტერს/ინტერნეტს ჩავჭყიტავთ), მერე გამოვიყენებთ "შეკითხვას ახლობელთან", ცოტას "ხალხს/დარბაზს ვკითხავთ" და იქნებ რაღაც შევიტყოთ?
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]