გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

გელა 8
ნაცებო, ერთ რამეს გირჩევთ, ტოკიოს ოლიმპიადის დროს შტანგას არ უყუროთ!!! ვინაიდან ისედაც პატარა გულები, სულ დაგისკდებათ, და რაშველება მერე ქვეყანას უთქვენოდ? ბოლო სტრიქონს არ მიაქციოთ ყურადღება მართლა კი არ ვნერვიულობ,პირიქით.
გელა 8
ჩვენსავით უსაქმური თუ არაა,ესე იგი შენსავით საქმიანია, ერთი მაგის ჯიშიც და დედაც და მაგას ვინც უჯერებს იმათიც, მეორე: ლაშას წინააღმდეგ დისლაიქები ხომ ყველამ იცის,რომ ნაცების საქმეა,,,,,,, მიდით გაიხარეთ ამ ტყუილებით მაინც
gela 67
წაი ბიძია პოლიტიკაში და მიშას რო მოიყვანთ, იმას ულოკეთ ყბები, კაცი დავალებულია ოჯახიანად და არ თქვა არც შენ და არც არავინ,რომ მიუხედავად პატივისცემისა შენ შენსავე პატივისმცემელ ახლობელს უგანებ,მითუმეტესრომ შენგან განხსხვავებით ეს კაცი მტრად არ თვლის ბიძინას.......
aburjga
შენ რომ გვიმეორებ ასე დაჟინებით, შენ ვინ ხარ?! დაწერე სახელი და გვარი?!
fsiuuu
სხვათაშორის ურაპატრიოტობა უფრო არ ტეხავს ვიდრე უღმერთო ლიბერასტობა!
ელიოზ ელზას
ელზა რა გინდა?
ისტორია
ლაშა ტალახაძე უკვე იყო მხილებული დოპინგის მიღებაში და მას 2013 წელს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. "რამე არ გაუჩალიჩონ". "გაღლეტილი ქვეყანა"? ვის რაში ენაღვლება სპორტსმენის წარმომავლობა?! მსოფლიოში თითქმის ყველა დიდი სპორტსმენი გაღლეტილი ქვეყნის გაღლეტილი, ღარიბი ოჯახიდან იყო.
ისტორია
ერთი რომ, ტალახაძე უკვე იყო შემჩნეული დოპინგის მიღებაში და ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მეორე, წაიკითხე ჩემი პოსტი ამავე თემაზე აქვე ჩამონათვალში.
ისტორია
კიდევ ერთხელ გარკვევით გაგიმეორებთ აგრესიულ ურა პატრიოტებს! ჰაიო ზეპელტი ჩიტირეკია ან ფულზე დაგეშილი სამხრეთელი აფერისტი ან რუსი თაღლითი არ გეგონოთ! ჰაიო ზეპელტს სპორტის დოპინგისგან და კორუფციისგან გასუფთავებასა და გაჯანსაღებაში განსაკუთრებით დიდი დამსახურებისთვის შარშან გადაეცა გერმანიის უმაღლესი ჯილდო ორდენი. ეს მას გადასცა გერმანიის პრეზიდენტმა ჰანს შტაინმაიერმა. ზეპელტი გერმანიის მთავარი ტელევიზიის დოპინგ სპეციალისტია, სხვადასხვა დროს მან არაერთგზის ამხილა სპორტში კორუფციის და დოპინგის გამოყენების შემთხვევები, მათ შორის ძალიან დიდი სახელის მქონე სპორტსმენების მიერ. მტრად მოიკიდა გავლენიანი მაფიოზური სპორტული და არასპორტული კლანები. რამდენიმე თავის კოლეგასთან ერთად ამხილა რუსეთში კორუფციის ჭაობი, რასაც შედეგად რუსეთის დისკვალიფიკაცია მოჰყვა სპორტის რამდენიმე სახეობაში. რუსეთმა მას უარი უთხრა ვიზაზე და არ შეუშვა ქვეყანაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ასე რომ, ცოტა რეალობის ნიადაგზე დაეშვით. ლაშა ტალახაძეთი თქვენსავით მეც ვამაყობ, მაგრამ სპორტშიც და ცხოვრებაშიც წესები უნდა იქნას დაცული. და ადრე თუ გვიან გაირკვევა, ვინმე არღვევდა თუ არა ამ წესებს.
ისტორია
არ ხარ ღირსი არანაირი კომენტარის, მაგრამ უფრო სხვების საყურადღებოდაც, 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამიტომ ეჭვი გამორიცხული არ არის. განსაკუთრებით ძალისმიერი ამტანობის სახეობებში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში და ძალოსნობაში.
ელიოზი
ტალახაძის სპორტული წარმატებები, რა თქმა უნდა ძალიან მახარებს და მას ისტორიული მნიშვნელობის სპორტსმენად ვთვლი, მაგრამ მან თავის ადამიანურ რეპუტაციას თვითონ გადაუარა, როცა იმ ყოვლად სამარცხვინო კლიპში მიიღო მონაწილეობა. ვერ გამიგია, რაში დაჭირდა ეს. ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხავს, თუ გულწრფელად არ მოინანია. არ შეიძლება თან პატრიოტობდე და თან შენი სამშობლოს მტრების გვერდით იდგე.
ისტორია
არის ეგეთი ცხოველი - ბაყაყი. თვალების წინ ეკრანი აქვს და დაპროგრამებულია მწერმა გადაუფრინოს და ეგ შეამჩნიოს. მეტს ვერაფერს ხედავს. ასეთები ადამიანებშიც ურევია. ასათიანის ათის ჯიუტი პაციენტივით - გვარამია, სააკიანი, სისხლიანი 29 წელი და ა.შ. სხვას რომ ვერაფერს ხედავს თავის ტიალ ცხოვრებაში.
ისტორია
ყველამ კარგად წაიკითხეთ ეს! ჯერ ერთი ჰაგო კი არა, ჰაიო! ჰაიო ზეპელტი ვინმე თქვენსავით უსაქმური ან ამვლელ-ჩამვლელი არ გეგონოთ! ძალიან სერიოზული და სახიფათო სახელის მქონე ჟურნალისტია! მთელი ცხოვრება მიუძღვნა სპორტში კორუფციის და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას! დიდი გავლენების მქონე წრეები გადაიკიდა და ამჟამად სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა. სწორედ მისი იატაკქვეშა ჟურნალისტური გამოძიების წყალობით გამომჟღავნდა ბოლო ორი ათწლეულის ძალიან დიდი სკანდალი ველოსპორტში. მხილებულ იქნა ველოსპორტის ისეთი დიდი სახელის მქონე სპორტსმენები როგორიც არიან იან ულრიხი და ფლოიდ ლანდისი. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმა აიმაღლა და დოკუმენტაციებით ამხელდა რუსეთის სპორტში არსებულ კორუფციის ჭაობს და დოპინგის გამოყენებას. ამის გამო მას რუსეთის საგარეო უწყებამ ვიზაზე უარი უთხრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის თაობაზე ანგელა მერკელიც ჩააყენეს საქმის ყურში. ჰაიო ზეპელტს მინიჭებული აქვს მაღალი სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი და აქ ნუ კრიახობთ ურა პატრიოტები. თქვენზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო და ქართული სპორტი. რა თქმა უნდა, ჰაიო ზეპელტი საგამოძიებო კომისია არ არის, ის ერთი ადამიანია, და შესაძლოა, ისიც ცდებოდეს. ან კიდევ, ყოველთვის ვერ გაარტყას მიზანში, მაგრამ საზოგადოებრიობის ყურადღებას აფხიზლებს და და არაა გამორიცხული, ვინმე როდესმე რამეში მხილებულ იქნას, თუკი უწესობას ჰქონდა ადგილი. არანაირად არ ვეხები ლაშა ტალახაძეს, მის გაუგონარ წარმატებებს და არაფრის გაფიქრებაც არ მინდა, რაც ჩრდილს მიაყენებდა დიდ სპორტსმენს.
mosexoneli
მართალი ხარ ჩვენ ზოგადად ბევრი ძმები გყვავს შენ რომ გულისხმობ ისეთები:)
mosexoneli
ბოლოს მიგეწერა ბარემ შენი გვარი ბატონო ნიკა გვარამიავ:)რას ბჯოტიალობ თუ იცი?მეზობელი ერები რო არ ყავთ გმირები და ასეთი ლეგენდები როგორც ლაშაა იგონებენ ან აზვიადებენ შენ კი ვიგაც კახპა გერმნელს უსმენ.რა დოპინგი ან რა უნდა დალიოს კაცმა ის რო აწიოს რაც ლაშა წევს ასტერიქსის და ობელიქსის ელექსილი:):):)
ისტორიას
ნაციონალობა არ გიტყდება?მიშა და ბოკერიას სურათით რომ დადიხარ,ცნობისთვის ის ჟორნალისტი ევროპულმა სასამართლომ დასაჯა ტყუილისთვის ერთი წლით,შეუჩერა საქმიანობის უფლება,მკაცრი მითითება აქვს თუ ერთხელ მაინც იცრუებს დასჯიან,,მსოფლიო ლეგენდა გვყავს ლაშას სახით და მაგაზე რომ მოაყოლებ შედარებებს მსუბუქად რომ ვთქვათ ბოღმით ხარ სავსე
aburjga
აცდენილი ხარ რეალობას! ბინძური, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჟურნალისტია ეს კაცი! ამის პირველი მაჩვენებელია სწორედ ის ბრალდება რომელიც მან ტალახაძეზე გამოთქვა. ამისათვის ფიზიკურად უნდა დაისაჯოს, ბოდიში საქმეს ვერ უჩველის,"ტყვია" უკვე ისროლა! ვრცელი კომენტარი რატომღაც დამიბლოკეს.
სოსო
არა ურა პატრიოტო! შეშლია მაგ შენს სათაყვანებელ ჟურნალისტს, დოკუმენტი არსებობს და იმიტომაა ურა პატრიოტები რომ ხმაურობენ და არ იყო საჭირო შენი სიტყვით გამოსვლა !
ისტორიას
ჰაიო კი არა ჰოიო,გაერკვიე ჯერ
ისტორიას
ვინც გინდა იყოს ლაშასთან ტყუის,პირველი იმიტომ რომ შესაძლებელია ამ სიტყვალ იყენებს,მეორე იმიტომ რომ შენაირები ვითომ მხარს უჭერენ ევროპელ მატყუარა ვაი ტიპებს,ტალახაძე მსოფლიო ლეგენდაა და მადლობა უფალს ღირსეული ქართველია,გარდა ამისა კაცური კაცია და სწორედ ამას ვერ იტანენ ის ევროპელი არსევები და შენაირები
rasa
ხოო. ან მოგზავნილია და ვიღაცის საქმეს აკეთებს, ანაც მართალია და ჩვენ გვატყუებენ
ისტორია
ყველამ კარგად წაიკითხეთ ეს! ჯერ ერთი ჰაგო კი არა, ჰაიო! ჰაიო ზეპელტი ვინმე თქვენსავით უსაქმური ან ამვლელ-ჩამვლელი არ გეგონოთ! ძალიან სერიოზული და სახიფათო სახელის მქონე ჟურნალისტია! მთელი ცხოვრება მიუძღვნა სპორტში კორუფციის და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას! დიდი გავლენების მქონე წრეები გადაიკიდა და ამჟამად სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა. სწორედ მისი იატაკქვეშა ჟურნალისტური გამოძიების წყალობით გამომჟღავნდა ბოლო ორი ათწლეულის ძალიან დიდი სკანდალი ველოსპორტში. მხილებულ იქნა ველოსპორტის ისეთი დიდი სახელის მქონე სპორტსმენები როგორიც არიან იან ულრიხი და ფლოიდ ლანდისი. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმა აიმაღლა და დოკუმენტაციებით ამხელდა რუსეთის სპორტში არსებულ კორუფციის ჭაობს და დოპინგის გამოყენებას. ამის გამო მას რუსეთის საგარეო უწყებამ ვიზაზე უარი უთხრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის თაობაზე ანგელა მერკელიც ჩააყენეს საქმის ყურში. ჰაიო ზეპელტს მინიჭებული აქვს მაღალი სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი და აქ ნუ კრიახობთ ურა პატრიოტები. თქვენზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო და ქართული სპორტი. რა თქმა უნდა, ჰაიო ზეპელტი საგამოძიებო კომისია არ არის, ის ერთი ადამიანია, და შესაძლოა, ისიც ცდებოდეს. ან კიდევ, ყოველთვის ვერ გაარტყას მიზანში, მაგრამ საზოგადოებრიობის ყურადღებას აფხიზლებს და და არაა გამორიცხული, ვინმე როდესმე რამეში მხილებულ იქნას, თუკი უწესობას ჰქონდა ადგილი. არანაირად არ ვეხები ლაშა ტალახაძეს, მის გაუგონარ წარმატებებს და არაფრის გაფიქრებაც არ მინდა, რაც ჩრდილს მიაყენებდა დიდ სპორტსმენს.
გიო
აუცილებლად სარჩელი უნდა შეიტანონ სასამართლოში და ბოფიში - კომპესაცია მოითხოვონ. აუცილებლად , აქ ორი აზრი არც უნდა იყოს.
kakha
რა გასაკვირია ვლადიმირზე უთქვია უარი. ეტყობა გაუნაწყენდა და აამუშავა თავისი ძველი კოლეგები.
Mmm
მე ერთი რამის, მეშინია ლაშა, რომ სუთაა გასაგებია, მარა მეშინია არ გაუჩალიჩონ რამე, რადგან ბობოლებს აშკარად არ აწყობთ ისეთი გაღლეტილი და პატარა ქვეყნიდან, როგორც საქართველოა ამდენი რეკორდები და მედლები,სპორტში უკვე ყველაფერს მაფია წყვეტს ვინ მოიგებს როდის და რამდენს და არავის აწყობს როცა ასეთი აშკარა უპირატესობით იგებს ვიღაც ქართველი და კიდე კაი ხანს მოიგებს. მოკლედ ან გაუჩალიჩებენ რამეს, ან აიძულებენ მათ თამაშში ჩაერთოს და ხან მოიგოს ხან შიგადდაშიგ წააგოს კიდეც და ა.შ.
sake
ცუდსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი....ლაშა შემოგევლე, არა ერთი ოლიმპიური ოქრო გვენახოს შენს მკერდზე.
ვახო...
მიდი ლაშა! უფალი შენთანაა!
H
სტატიის დაწერამდე მინიმუმ ანტი-დოპინგური წესებით, რომ დაინტერესებულიყო ის მაინც ეცოდინებოდა, რომ თუ სპორტსმენმა დისკვალიფიკაციის ვადის ბოლო თვეებში მინიმუმ სამი დოპინგ ტესტი არ ჩააბარა ისე სპორტში ვერ დაბრუნდება. ასევე ყველა ქვეყანას ვალდებულება აქვს ყველა სპორტსმენი ილიმპიადაზე გაგზავნამდე მინიმუმ ორჯერ შეამოწმოს დოპინგზე. ასე მოხდა ლაშას შემთხვევაშიც 2015 და 2016 წლებში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ინფორმაციის მოძიება შესაბამის უწყებებში შეეძლო. მინიმუმ არაპროფესიონალზმთან გვაქვს საქმე, რომელმაც ასეთი დიდი სპორტსმენის რეპუტაცია შეიძლება შელახოს. აუცულიბლად უნდა აგოს პასუხი ასეთი არასწორი ინფორმაციია დაუდევრობით ან განზრახ გავრცელების გამო.
gogia
პრესის თავისუფლებაა,გამოხატვის თავისუფლებაა და რასაც უნდათ იმას წერენ და ამბობენ...შტანგაში რომ ვერ მოერიენ ეხლა უნამუსოდ მის წარმატებებს უნდათ ჩრდილი მიაყენონ,შეკვეთილი სტატიის სუნი ასდის ამ გერმანელი ჟურნალისტის მონაჩმახს....ლაშას ამით ვერაფერს დააკლებთ,ჩვენი გოლიათი წელს ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ვინ არის და რა შეუძლია...წარმატებები ჩვენს გოლიათს ასეთების გულზე გასახეთქად!!!
ZAZA
სად მოთხოვ პასუხს?? ჟურნალისტები ათას სისულელეს ლაპარაკობენ და ვინ თხოვს მაგაზე პასუხს?? რომელ სასამართლოში მივმართოთ?? ეგ არის ჟურნალისტი არაა ოფიციალური ორგანო. ჟურნალისტმა გამოთქვა ეჭვი და გარდა ამ საქმისა მაგ ჟურნალისტმა რუსეთის ნაკრების სპორტსმენებზეც დადო ბევრი ინფორმაცია და მიაყოლა ეს მცდარი ინფორმაციაც. ობიექტური ჟურნალისტები სამწუხაროდ ძალიან ცოტანი არიან და ტენდენციურობა უმეტესობას ახასიათებს.
ემზარი
ისე წელს ოლიმპიური წელია და ლაშაზე და ალბათ ყველა კონკურენტუნარიან სპორტსმენზე დიდი ყურადღება და ჭორებიც გავრცელდება და ალბათ ყურადღება არავინ არ უნდა მოადუნოს... ფედერაციებმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყველაფერს ყურადღება...
irakli81
აშკარად ჩვენი ჩრდილოელი "კეთილისმყოფელი მეზობელი" დგას მაგ ჟურნალისტის უკან, თორემ გერმანელებს არც ფაქტები ეშლებათ და არც რამე ინტერესი აქვთ ჩვენს წინააღმდეგ. ლაფში ყელმდე გასვრილები სხვის გასვ რასაც ცდილობენ.
H
რატომ ვერ მოვთხოვთ პასუხს ? სტატიის დაწერამდე მინიმუმ ანტი-დოპინგური წესებით, რომ დაინტერესებულიყო ის მაინც ეცოდინებოდა, რომ თუ სპორტსმენმა დისკვალიფიკაციის ვადის ბოლო თვეებში მინიმუმ სამი დოპინგ ტესტი არ ჩააბარა ისე სპორტში ვერ დაბრუნდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ინფორმაციის მოძიება შესაბამის უწყებებში შეეძლო. მინიმუმ არაპროფესიონალზმთან გვაქვს საქმე, რომელმაც ასეთი დიდი სპორტსმენის რეპუტაცია შეიძლება შელახოს. აუცულიბლად უნდა აგოს პასუხი ასეთი არასწორი ინფორმაციია დაუდევრობით ან განზრახ გავრცელების გამო.
ბმბ
ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რატომ არ უჩივით მაგ ჟურნალისტს და ზოგადად გამოცემას?
123
ამ საქმეში გამორიცხული არ არის ჩვენი ,,მოძმეების", გინდ ჩრდილოეთიდან, გინდაც სამხრეთით, გინდაც სამხრეთ-დასავლეთით, ხელი არ ერიოს
zaza
ლაშას 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ალბათ ამის გამო შეიტანა ეჭვი გერმანელმა ჟურნალისტმა!! წარმოიდგინეთ ეხლა ლაშა და მთელი სამწვრთნელო ჯგუფი როგორი ყურადღებით არის რომ რაიმე არ გამოეპაროთ. სამწუხაროა მაგრამ ამ დაუსაბუთებელ ბრალდებას წარსული ისტორიის გამო ვერ მოვთხოვთ პასუხს.
llcl
Gor minasiani-ს! სულ ჩვენი შურით და ბოღმით რომ იხრჩობით, ვინ გაკავებთ ამ ჩვენს დალოცვილ მიწაზე, ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ყველა აქ მაცხოვრებელმა ხელები და დაიძარით სადახლოსკენ, ბედნიერ საზღვრის კვეთას გისურვებთ! შობა-ახალ წელს გილოცავ ლაშა, მრავალს დაესწარი ერის სიამაყევ! პ.ს. წინა კომენტარშიც სწორედ შენიშნეს, რაღაც "ნამეტნავად" არიან ეს მონღოლ-რუსები და გერმანელები ერთმანეთზე შეყვარებულნი
შაკო
უჩივლეთ მერე მაგ არამზადას და მოსთხოვეთ პასუხი ცივილიზებულად. თუ კაი ბიჭები ვართ და გვიტყდება?
samtredski
ყველამ შევიგნოთ რომ მეგობრები არ არსებობენ არც პოლიტიკაში და არც სპორტში ის მეგობრობა რაც ჩვენს მოჭიდავეებს აკავშირებს კავკასიელ მოჭიდავეებთან ეს არის უფრო ვაჟკაცობის მაგალითი ამიტომ ეხლა მაგ გერმანელ ფულის მონა ჟურნალისტს ვინ შეუკვეთა ეს ყველაფერი ფეხებით უნდა დაკიდო და ათქმევინო მარა ამის ძალა ვის შეწევს ფაქტია შეკვეთილია კონკურენტი ქვეყნისგან ან პროვოკაციაა ლაჩრული გაუმარჯოს ჩვენს ლეგენდა ლაშAს და გამხნევება მას ქართველი გულშEმატკივრისგან
gio
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი გდრ-სთან და ეხლა უკვე რუსეთი გერმანიასთან ისეა ჩახუტებული,ვისი ვისაშია კაცი ვერ გაარჩევს აქედან მოდის ზუსტად ის, რომ გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს წუპაკი ღურნალისტებიც ასეთ სისულელეებს ჯღაბნიან, ასე რომ რუსეთია ისევ ამის უკან.
ნანა
ჟურნალისტმა რა დაწერა არ ვიცით, თქვენი პასუხი კი რიგითი მკითხველისთვის გაუგებარია
ივანე
რა პატივისცემა, რა მედია. არსებობს სასამართლო და სასწრაფოდ უნდა უჩივლოთ. რა თანამშრომლობა იმ ხალხთან ვინც ტყუილს წერს ფაქტების (რომელიც როგორც ჩანს უმარტივესად მოსაძიებელია) ყოველგვარი გადამოწმების გარეშე. ფედერაციის ამ განცხადების ფასი არის ნული თუ შესაბამისი ადეკვატური რეაგირება არ მოყვა. აქ არ არის საუბარი - მოდის ნუ გავამწვავებთ!! უკვე გამწვავებულია მდგომარება და შესაბამისი ზომებია მისაღები. ცოტა მეტი გამბედაობა გამოიჩინეთ რა ხალხნო, რა ჯანდაბა გვჭირს!!
yviTeli
ჟურნალისტების უმრავლესობა ფულის გულისთვის რომ ყველაფერზე მიდიან ეს ხომ ყველასთვის ცნობილია გინდა გრმანელი იყოს და თუნდაც ქართველი.ალბათ კონკურენტის გუნდიდან შეუკვეთეს წერილი.რა გაგიკვირდათ ქართველებს სადაც ტროლებისა და ბოტების ფაბრიკები არსებობს.
ვვვ
და მაგ ჟურნალისტის ღრმა პატივისცემას რა იწვევს? :/
Gor minasiani
Kvamli ucecxlod ar arsebobs..ratos pederacia ase sheshinebuli
lev
უჩივლეთ აუცილებლად, რომ სხვა დროს სხვა აღარ გაბედოს ამგვარი რამე
WTF
რამოდენიმე ხნის წინ ასევე გერმანელმა ჟურნალისტმა ნიკოლოზ ბასილაშვილს გარიგებულ მატჩებში დასდო ბრალი. ესენი არაფრით განსხვავდებიან რუსებისგან. ვერ მოუნელებიათ ლაშას წარმატებები, ვერ იჯერებენ რომ ისეთი პატარა ქვეყნიდან როგორიც საქართველოა მსოფლიოს უძლიერესი ათლეტები გამოდიან.
Gio
Germaneli jurnalistis gasagonad-yvelam tavis boz mamidas mouaros.:)
dtw
რუსებს, რომ გაეკეთებინათ მასეთIი სიუკეტი, რა ამბავი ატყდებოდა
G.LA
ბევრს ახრჩობს ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი ლეგენდა გოლიათის არსებობა.
joi zaza
რათ უნდა ამდენი ბლა-ბლა?! უჩივლეთ ფედერაციამ და ახდევინეთ ბოდიშები! ასეთი "ბინძური ჩორტები" კეთილ საქმეებს არ ემსახურება. შეგნებულად პროვოკაციულ ჭორს დააბრეხვებენ ხოლმე რეპუტაციის შელახვა რომ უნდათ და მიდი და უმტკიცე მერე რომ სუფთა კაცი ხარ. იქეთ შეუტიეთ და აქეთ გზდიონ ბოდიშების სახდელად!!!
თორნიკე12
ალბათ არაპროფესიონალიზმის ბრალია,მარა გერმანელისგან ცოტა გასაკვირია.ერთი მაგსიც რა
საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა
ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში
რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..