კალათბურთში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი 15-20 იანვარს გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მე-15-ედ გათამაშდება. მემორიალი დედაქალაქში დაიწყება, სადაც ჯგუფური ეტაპის მატჩები და ნახევარფინალები ჩატარდება, ხოლო ფინალს, ტრადიციულად, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. მემორიალში სუპერლიგის ყველა - 11 გუნდი და ერთიც "ა" ლიგის წარმომადგენელი - "კავკასია" იასპარეზებს. მონაწილეები 4 ჯგუფში, სუპერლიგის მიმდინარე შედეგებით გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავა და მემორიალური თასის მოსაგებად ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია, რომელმაც შარშან, "თსუ-ჰიუნდაის" სახელით, არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული.

ჯგუფური ეტაპის მატჩები (15, 16 და 17 იანვარი) და ნახევარფინალები (18 იანვარი) თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო ფინალს ქუთაისის ოლიმპიური სასახლე 20 იანვარს, 18:00 საათზე უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა