გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გამოჩენილი უყურადღებობის გამო. დარწმუნებული ვართ, რომ მოხდა ქალბატონი პრეზიდენტის არასწორი ინფორმირება და მისი შეცდომაში შეყვანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოსთან ერთად ევროპის 7 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ამას გარდა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით და ორგანიზებით, აქტიურად ხორციელდება პროექტები, იმისათვის, რომ მოხდეს ქალთა ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და დონის ამაღლება როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო და ბავშვთა ფეხბურთის დონეზე. ჩამოყალიბდა 4 ეროვნული ნაკრები; უკვე მეხუთე წელიწადია, რეგულარულად ტარდება ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც დასაწყისისთვის 6, 2017 წლიდან კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 გუნდი მონაწილეობს; მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 2019 წელს პირველად გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ქალთა შორის.

სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობას ჩართული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდაც ადასტურებს. 2015 წელს, მოთამაშე გოგონების რაოდენობა 300 გახლდათ, დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული ციფრი 1400-მდე გაიზარდა. ამას გარდა, სასკოლო პროექტებში ჩართული გოგონათა რაოდენობა 3600-ს აჭარბებს.

ასევე, აღსანიშნავია ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. ყოველწლიურად იმართება გოგონათა სასკოლო პირველობა; გასული წლიდან კი 15-წლამდე ასაკის გოგონათათვის უფასოდ იმართება რეგულარული საფეხბურთო ვარჯიშები და დაინტერესებულ გოგონებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ფეხბურთში. 2019 წელს ასევე პირველად გაიმართა ფუტსალის სასკოლო ლიგა გოგონათა შორის.

ზემოაღნიშნული პროექტები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ხორციელდება საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოების სწორად და სრულფასოვნად ინფორმირება, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მამუკა
ეს ქალბატონი რამდენ ხმას აკარგვინებს ამ ხელისუფლებას, ნუთუ ვერ ხვდებიან?
ბაჯო
იტალის ნაკრებტან 0.1 ცაგებული მატჰის სჰემდეგ კობიმ და მისმა ბანდამ იტალიის დელეგაცია რესტორანსჰი დაპატიჯა და რამდენი ატასი დაიხარჯა ვინ იტვლის ჰვენი გმირი გოგოები 10 ლარი აკრიფეს და ბურგერ ბარსჰი ცაიყვანეს მსჰობლებმა ტაქსიტ.ეს ნაზირალაები უხელფასო ჰემპიონატს ატარებენ მსჰიერი ბავსჰვებიტ და პრიორიტეტიაო.
მხოლოდ ყბედობა
კობიაშვილის მსგავსი პარაზიტი ფედერაციაში ჯერ არავინ ყოფილა.
DAVE
მართლა ასეა, რაც წერია სიმართლეა.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
საქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია
სალომე ზურაბიშვილი: ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ
წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო