ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

როგორ მოევლინა თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს მხსნელად

როგორ მოევლინა თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს მხსნელად

საქართველოს ნაკრებს, თავისი არსებობის ისტორიაში, მარტში გასამართი მატჩის (იმედია, მატჩების) მნიშვნელობის შეხვედრა არ ჰქონია. ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან პირველად ვართ და თითოეული ფეხბურთელის სათამაშო ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

იმ ფონზე, როცა ნაკრების ფეხბურთელებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვთ, თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ გუნდს მხსნელად მოევლინა. მისი ფორმაციის "ანორთოსისში" ექვსი ქართველი ფეხბურთელია, მათგან ხუთი ნაკრების წევრი გახლავთ. ხშირად ხდება, რომ ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში უფრო მეტი ქართველი თამაშობს, ვიდრე კვიპროსელი.

ჯანო ანანიძე

ჯანო ანანიძეს წარუმატებელი კარიერა ჰქონდა. მას ძალიან ბევრი გაუცდა ტრავმების გამო, ხშირ შემთხვევაში ძირითადში ადგილს ვერ იმკვიდრებდა და იჯარით ორჯერ იყო განათხოვრებული. ჯანო "სპარტაკში" რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა, ხოლო "როსტოვის" შემადგენლობაში თასი მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ანანიძეს ძირითადში მოხვედრის, სათამაშო დროის და ტრავმების მუდმივი პრობლემები ჰქონდა, ქართველს მოსკოვურ კლუბში კარგი ანაზღაურება ჰქონდა, რაც ფეხბურთელისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჯანო ფორმაში არაა და თამაში სწყურია.

აღსანიშნავია, რომ ჯანო ანანიძისთვის საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა უპირველესი პრიორიტეტი იყო. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ მან თავის დროზე რუსეთის ნაკრებზე, დიდ თანხასა და მოსკოვის ცენტრში ბინაზე საქართველოს სახელით თამაშის გამო თქვა უარი. ჯანო იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში დაბევებული ადგილის მიუხედავად, რთულ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშსაც არ თაკილობდა და საბოლოოდ "ანორთოსისში" თამაში პირდაპირ უკავშირდება ნაკრებში თამაშის მტკიცე სურვილს.

თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ანანიძეს კვიპროსში თავის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს და დიდი ალბათობით, სათამაშო წუთებიც საკმარისად ექნება. თუ ტრავმებმა არ შეაწუხა, ჯანო ანანიძე მარტის მატჩს (ისევ, იმედია, მატჩებს) ფორმაში შეხვდება.

ჯანოს "სპარტაკში", რუსული მედიის ცნობით, ხელფასი წელიწადში 1.7 მლნ ევრო ჰქონდა, "ანორთოსისში" კი გაცილებით დაბალი ხელფასი ექნება, რადგან ფამაგუსტური გუნდი "სპარტაკთან" შედარებით გაცილებით ღარიბია და ნიკა კაჭარავას ანაზღაურებას მიიჩნევდნენ მაღალ ხელფასად (კვიპროსული წყაროების მიხედვით, კაჭარავას წლიური ხელფასი 200 000 ევროა). ბუნებრივია, ჯანოს მაღალ ხელფასზე რომელიმე რუსულ კლუბში დარჩენა შეეძლო; ალბათ, არც ყაზახეთში იტყოდნენ უარს მასზე ან სხვა ქვეყანაში, სადაც ფეხბურთელებს მაღალი ხელფასით ანებივრებენ, თუმცა ანანიძემ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე წინ ისევ ეროვნულ ნაკრებში თამაში დააყენა.

თორნიკე ოქრიაშვილი

რომ არა თემურ ქეცბაია, ოქრიაშვილს შეიძლება "ასტანას" რიგებში ეთამაშა და არავინ იცის, რა როლი ექნებოდა მას ყაზახურ კლუბში. ქართველი მწვრთნელის პირობებში კი "ოქრის" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და გააჩნია საშუალება, 27 წლის ასაკში მაინც წარმოაჩინოს თავისი რეალური შესაძლებლობები.

ოქრიაშვილი, ისევე, როგორც ანანიძე, საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და მისგან ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვახსოვს. თუმცა ნაკრების ბოლო თამაშებში მოედანზე თორნიკეს აჩრდილი დარბოდა და ვერ აჩვენებდა იმას, რასაც მისგან მიჩვეულები ვიყავით. დროა, დარჩენილ თვეებში ქართველმა ფეხბურთელმა თავი გადადოს და ეროვნულ გუნდს საუკეთესო ფორმაში დაუბრუნდეს.

საქართველოს ნაკრებს მარტში სჭირდება თორნიკე ოქრიაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილს კი - საქართველოს ნაკრები.

გიორგი ლორია

საქართველოს ნაკრების მეკარეს კარიერა ვერცერთ უცხოურ კლუბში ვერ აეწყო, ნამდვილად არ იმსახურებდა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერ გუნდში ყოფნას. იმის მიუხედავად, რომ კვიპროსის ჩემპიონატი ევროპაში მე-15-ა, იქ ბევრი კარგი გუნდი თამაშობს, რომელთათვის ევროტურნირები უცხო არ არის. ლორიას კარს ხშირად აწუხებენ და ეს ნაკრების პირველ მეკარეს ფორმიდან ამოვარდნის საშუალებას არ აძლევს.

კითხვის დასმაც კი ზედმეტია ლორიას როლის შესახებ საქართველოს ნაკრებში. მან ჩვენი ეროვნული გუნდი ბევრჯერ იხსნა და მარტში გიორგისგან კარიერის "სეივებს" მოველით. კვიპროსში კი იდეალურ ფორმაში ყოფნისათვის ყველაფერი აქვს.

მურთაზ დაუშვილი

პირდაპირ რომ ვთქვათ, მურთაზ დაუშვილის ნაკრებში გამოძახებაზე დავა შეიძლებოდა. უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ მისი კარიერა კატასტროფულად ცუდი იყო: უნგრეთის ჩემპიონატის ცუდი კლუბები, უგუნდობა და ძალიან ცუდი "სამტრედია". კვიპროსში გადასვლის შემდეგ ჯერ სათადარიგო ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი თემურ ქეცბაიას ხელში ისე ათამაშდა, რომ ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში "დურასელის ელემენტივით ენერგიული" უწოდეს.

ნაკრებში ჯაბა კანკავა რომ შეუცვლელია, ამას ზედმეტი საუბარი არ უნდა. თუმცა ამ ეტაპზე მურთაზ დაუშვილი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელიც სათადარიგო უნდა იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ჯაბა.

ნიკა კაჭარავა

ნიკა ქეცბაიას ფამაგუსტაში დახვდა და მისი გუნდიდან წასვლაზეც იყო საუბარი. თუმცა საბოლოოდ ის "ანორთოსისში" დარჩა და სწორადაც მოიქცა. თუ წინა სეზონში "კაჭომ" 24 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 მატჩში 5 გოლია.

ნიკას ძალიან ცუდი პერიოდი ჰქონდა, როგორც ნაკრებში, ამავდროულად კლუბებში და ფორმაში შესვლა სჭირდება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომენტების რეალიზება და გოლების გატანაა. კარგი იქნება, თუ კაჭარავა კვიპროსში უფრო მეტ გოლს გაიტანს და მარტში სანაკრებო სიაში იქნება.

დაბოლოს...

იმის მიუხედავად, რომ თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა ნაკრებში ვერ აეწყო, დღეს ის დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე და ეს დასაფასებელია. მას გუნდში ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც არა მხოლოდ სათამაშო დროს აძლევს, არამედ მათ პროგრესირებასაც ახერხებს. პასუხად თემურს კვიპროსის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება შეგვიძლია ვუსურვოთ.

წარმატებული თემურ ქეცბაია ქართულ ფეხბურთს სჭირდება!

• gavasha 19

სრულად ვუერთდები შენს ნათქვამს ძმაო დროა ყველა ერთად დავდგეთ ღვთის მადლით!

• ქეცბა

ნიკუშ გამოუქვეყნებელი მესინიდან მოიპარე ეგ აზრი უვიცები ხართ უვიცები ჯურნალისტები კი არა ტო.

• ნიკო

ევროპაზე ნაკრები თემურ ქეცბაიამ უნდა მოამზადოს.რა სამუშაოც ეხლა ტარდება ვფიქრობ ფედერაციასთან სრულ კავშირშია.მადლობა ბ-ნ თემურს!

გასაგებია, რომ ანორთოსისი არ არის ევროპული საკლუბო გრანდი, მაგრამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების წინ, უმნიშვნელოვანესია ნაკრების ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკა და თემურ ქეცბაიაც თავისი და კლუბის საქმესთან ერთად მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ საქართველოს ნაკრების და შესაბამისად, ქართულ საქმესაც აკეთებს ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე რისთვისაც მას დიდი მადლობა. დროა ყველამ ახლა მაინც გვერდზე გადადოს პირადი აეგოიზმი, ამბიციები და ამ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე თავის საქმეს მიხედოს. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად იქნება მიღწეული შედეგი!!! სავსე სტადიონს (თბილისში!!!) ვუსურვებ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს და ორ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ჯერ ნახევარფინალში და მერე ფინალში!!!

• V

ზედმეტად მეტი "ფეხბურთის ექსპერტ-მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტი" რომ გვყავს ქვეყანაში და ზედმეტად ნაკლები კომპეტენტური და საქმის გამკეთებელი კაცი და მითუმეტეს პროფესიონალი ფეხბურთელი, იმ ამბავს შეეწირა ქეცბაიას მწვრთნელობა ნაკრებში, თორემ ერთი ქართველი მწვრთნელი დამისახელეთ ამ კაცზე უკეთესი, ან უფრო მეტად რომ უგებს ქართულ პრობლემებს ფეხბურთში. შედეგები, შედეგებიო, ლაივსქორზე უყურებენ მგონი ფეხბურთს ეს ძალით ექსპერტები

• კახა ქ.

ერთხელ კომენტარში დავწერე და ვმეორდები-ფეხბურთელი კი არა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელი თუ მოხდებოდა კიპრზე რამე ტურნირზე იმათ არ აკლებდა ყურადღებას შეძლების და გვარად....რაგაც ისე რომ არ წავიდეს,ხომ წამოძახებენ ეგრევე ფეხბურთელებიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული-აბა რა გეგონა 5შენი თანამემამულე რომ ჩამოიყვანეო და თავის კარიერასაც საფრთხეში იგდებს.მაგრამ რისკავს,რადგანაც ქვეყნის პატრიოტია და უყვარს თავისი ქვეყანა.წარმატებები ჯიგარო ყველა საქმეში.

• ლევან

იმის მიუხედავად, რომ თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა ნაკრებში ვერ აეწყო...მდაა,აბა ვის აეწყო კარიერა ნაკრებში?ვაის?

• იკა

ქეცბაიას რომ აგდებთ აბა ხალხს კითხეთ აზრი წინააღმდეგია თუ არა მისი წასვლისა?

• joi zaza

ბრაზილიამაც გაუშვა გერმანიასთან 7 ბურთი, მაგრამ მაინც ბრაზილიაა! მილანს და ბარსელონას ლივერპულმა 0-3 შემოუტრიალა, მაგრამ მაინც მილანი და ბარსელონაა!

• 123

და გუნდში რა ფეხბურთელები ყავდა? 1 წელი უვარჯიშებელი. 2 წელი ტრამვიანი. 3 წელი რომ ეხვეწება. ზოგს რომ ყრიდნენ გუნდებიდან. ზოგი 150 კილო და ნახევარი მეტრი წვერით. როცა კობიაშვილი და კალაძე თამაშობდნენ 10 თამაში არ წააგო რაც ასევე ვერავინ მოახერხა და დიდი ხანი ვერც მოახერხებს. ასერო 0 4 წაგება არაა მარტო იმის უკან რა დგას ის დაინახეთ ის დაინახეთ. ან ისე ამბობთ გეგონება ქეცბაიამდე ბრაზილია ვიყავით. წლები არ გვქონდა მოგებული.

• ირ

ეგ 6 ტური დარჩა პირველი ეტაპის დასრულებამდე. ამის შემდეგ მეორე ეტაპია სადაც პირველი ექვსი გუნდი აგრძელებს საჩემპიონო რბოლას ორ წრედ.

• სოსო

ჩემს სტატუსს რა დაუწუნეთ?არავინ გამილანძღია და არც შეუფერებელი რამე მითქვამს.პირიქით,კაცს, კაიკაცობა დავუფასე.

• შოკირებული გულშემატკივარი

ქეცბაიამ მოახერხა სახში ყველაზე დიდი ანგარიშით წაეგო რაც სხვა მწვრთნელებმა ვერ შეძლეს

• zura

თემური ქეცბაია ნაკრებიდან უღირსად გააგდეს და ის ნაკრებში არაფრით არ დაბრუნდება. მიუხედავად ამისა ის ფასდაუდებელ სამსახურს ეწეევა და ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომაც როცა კაცი აკეთებს ამისთანა საქმეს, სწორედ მაშინ უნდა დაფასება და მადლიერების გამოხატვა.

• sormona

ობიექტურობის მეფე ადმინ, ჩემს კომენტარს რატო არ აქვეყნებ რა არ მოგწონს????

• gocha

Zalian sasaciloa,kviprosis chempionatshi tamashi.kazaxetis donea.5 nakrebis fexburteli ert kviprosul klubshi martla zalian sircxvilia.evroze ro gavidet da 23-dan 5 kaci anartosisshi tamashobs.ra gixariat ver vxvdebi ananizis anartosisshi gadasvla,icis tipma sxvagan ziritadshi ver moxbdeba,es da oqriashvili chamowerili fexburtelebi arian

• gio

დააბრუნეთ ქეცბაია ნაკრებში, ეგეთ თავდადებულს და ნიჭიერს ვერ ნახავთ მეორეს....

• რა მაფიაა?

ეს კაცი იძულებული გახდა წასულიყო ნაკრებიდან ქართველი ვაიჟურნალისტების გამო... საერთოდ რო გამქრალიყვნენ ცოტა ხნით ჟურნალისტები და ფედერაცია, ქეცბა აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას...

• კეთილო

6 ტური დარჩა 22-დან (12 გუნდიანი პირველი ლიგას კვიპროსში) და 36 ტურით პირველ ადგილზეა "ანორთოსისი". 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსანს და 1 თამაში რეზერვში აქვს კიდევ

• ჯეკო

თემურ ქეცბაია შენს კაცობას გაუმარჯოს!!!

• dato-raul

ქეცბას მადლობა კარგი ქართველობისთვის და მაინტერესებს კვიპროსის ჩემპიონატში რამდენი ტური დარჩა?

• გულშემატკივარი

იმედია ამ კომენტარებს თემური კითხულობს.თავდადებული ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში და ახლა უცხო ქვეყნიდანაც აკეთებს ქართულ საქმეს.წარმატებები ჯიმა..

• 75*

ცხადაძესაც წაეყვანა ერთი ორი ვინმე

• vaxo

ვენაცვალე ქეცბაიას ჯიგარში, მაგრამ ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდი რომ ევროპაში რანგით მეთხუთმეტე ჩემპში თამაშობს, ეს ოპტიმიზმის საფუძველს ნაღდად არ მაძლევს.

• გიზოგ

დიდი წარმატებები თემურს და მის რაზმს.

• გიონატ

მართალია, ქეცბაია მაგრად ეხმარება ნაკრებს. წარმატებები ანორთოსის და ჩვენ ბიჭებს კვიპრისში თემურის თამადობით!

• სტატუს ქუო

წარმატებები თემურის და ქართველ ფეხბურთელებს.

• ბიძინა ფორევერ!!!

მაგარი კაცია ქეცბა. ღმერთმა ძალ-ღონე მოგცეს და წარმატებებს გისურვებ!!!

• ქართველი

გაგიმარჯოს თემო!!!კარგად ვიცი როგორ გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი!!!

• ლეო

ვეთანხმები ავტორს! ბატონი თემური ნამდვილად ეროვნულ საქმეს აკეთებს! წარმატებები თემოს, მის გუნდს და საქართველოს ნაკრებს!!!

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება

U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ

ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?

"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი

15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა

მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება

აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა

ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის

თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?

"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე

"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს

წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

ოქრიაშვილს ისევ არ უვარჯიშია - კვიპროსული მედია სამივე ქართველის თამაშის შანსებზე წერს

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

ოქრიაშვილი 35 წლის ახალწვეულს მაისურს არ დაუთმობს - "აპოელი" გაძლიერდა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქართველი ლეგიონერები წლის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"აპოელის" ცენტრში უფსკრულია და მას დაუშვილი სჭირდება - კვიპროსული მედია

ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება

[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

კვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს

ქეცბაია წაუგებელი სერიისთვის და საბა ისევ გასატანად - ქართველების ორშაბათი

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...