საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალის ყველა მონაწილე ცნობილია. ნახევარფინალში გუშინ გასულ "მგზავრებს", "ტიტებს" და თსუ-ს დღეს "ოლიმპი" შეუერთდა, რომელმაც ბათუმში 80:79 დაამარცხა ადგილობრივი გუნდი და მეოთხედფინალური სერია 2 მატჩის ჯამში 152:149 მოიგო.

თასის გათამაშების ახალი ფორმატის თანახმად, ტურნირის მერვედფინალური და მეოთხედფინალური სერიები ორმატჩიანი გახლდათ, რის შედეგადაც გამოვლენილი საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალში ითამაშებს, სადაც, მოგეხსენებათ, ნახევარფინალები და ფინალი ერთმატჩიანია.

ბათუმელებმა მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი თბილისში 70:72 წააგეს და შესაბამისად, საკუთარ ქალაქში 2-ქულიანი დეფიციტის გაბათილება სჭირდებოდათ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ბოლო წამებამდე ბრძოლაში წარიმართა. პირველი პერიოდი "ოლიმპმა" 2 ქულით მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი 7 ქულით – 49:42 დაწინაურდა. მე-3 პერიოდში ბათუმელებმა თამაშის გამოსწორება მოახერხეს და კოლინ მალკოლმის წინამძღოლობით, ჩამორჩენა მინიმუმამდე გააბათილეს.

ბოლო პერიოდში "ოლიმპმა" გაუძლო მასპინძელთა ზეწოლას და 4-5-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა. ბოლო წუთი რომ დაიწყო, სტუმრები 72:70 იგებდნენ, თუმცა ზუსტი სამქულიანებითა და ტაქტიკური ჯარიმებით ბათუმელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ბოლო, ქულით ჩამორჩენილებმა, სამქულიანი ესროლეს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაშიც (2 მატჩის შედეგის გათვალისწინებით) ოვერტაიმი ინიშნებოდა. ბათუმელთა ლიდერის, კოლინ მალკოლმის ნასროლი მიზანს ასცდა და "ოლიმპი" ოთხთა ფინალში გავიდა.

გამარჯვებულებს 18 ქულით აკიეან ფრედერიკმა ულიდერა. 14 ქულა და 8 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 11-11 ქულა ნიკა დარბაიძემ და ნიკა რამიშვილმა მიითვალეს. "ბათუმში" 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კოლინ მალკოლმი. 15 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ნიკოლაოს დიპლაროსმა მიითვალა. ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

ასე და ამგვარად, თასის გათამაშების ოთხთა ფინალში ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: თსუ – "ტიტები" და "ოლიმპი" - "მგზავრები". ოთხთა ფინალი თბილისში, აპრილის თვეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ბათუმმა" "ტიტებს" 20 ქულით მოუგო
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა