დღეს, 31 იანვარს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ იქნება მარტივი მიზეზის გამო, რომ დრო ცოტა გვქონდა. ჩვენ შევეცდებით, შეტევასა და დაცვაში ხარისხი გავაუმჯობესოთ. ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის, უნდა იყოს მრავალფეროვანი შეტევა, რათა დავაბნიოთ მოწინააღმდეგე.

დრო გვჭირდება იმისათვის, რომ დავხვეწოთ ჩვენი თამაში.

პირველ რიგში, სელექციას მინდა შევეხო. ეს არის მოკლე ვადა, რა დროსაც, არა მგონია, ექსპერიმენტების ჩატარება სწორი იყოს. მე გავაკეთე არჩევანი იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ლექსო ყაულაშვილს რამდენჯერმე შევთავაზეთ საქართველოს ნაკრებში თამაში და მან უარი თქვა. სამომავლოდ გადავხედავთ ამ საკითხს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მეტოქეებს, ფავორიტის როლში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა მეტოქე გეთამაშება მაქსიმალური მოტივაციით. ნებისმიერი გუნდი დასაფასებელია ამ ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთი ძალიან რთულ თამაშს შემოგვთავაზებს. ასევე, ესპანეთსაც კარგი გუნდი ჰყავს; რუსეთი შეეცდება, თავისი სიტყვა თქვას და პორტუგალიაც მაქსიმალურად შეეცდება, თავი კარგად წარმოაჩინოს. ყველა გუნდს თავისი ხელწერა აქვს, ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ.

რუმინეთი, ტრადიციულად, ძლიერია შერკინებით და მოლით. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, სადაც ამ კუთხით არ დავაფასეთ და სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. ეს ერთა თასის დათმობადაც დაგვიჯდა 2017 წელს. რაც შეეხება მეტოქის სუსტ მხარეებს, ამას ჩემთვის დავიტოვებ, ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ", - თქვა მაისაშვილმა

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, 1-ელ თებერვალს, 18 საათზე რუმინეთს "დინამო არენაზე" ვმასპინძლობთ. მატჩის ტრანსლაცია "იმედზე" იქნება.

დარსალია
რა იყო ყველამ ერთად შეკარით პირი კაცო? ადამიანურად ვინმემ ამიხსენით ჩემ ენაზე გლეხურად რა დააშავა მოედანზე დემარში რას ნიშნავს ვერ გავიგე? ანუ მუსოლინის ან ჯიტლერის ჟესტი განასახიერა ხელით თუ ?? მართლა ვერ ვხვდები რას ნიშნავს დემარში სცადა?
genadi
რა ქნა დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ზედმეტად ეწყინა ფიჯისთან სათადარიგოზე დარჩენა - რაც დემონსტრაციულად გამოხატა მოედნიდან დემარშით. გამომდინარე აქედან, სათადარიგოზეც ვერ მოხვდა ავტრალიასთან, ესე მგონია.
შოთა
ყაველაშვილი არა, ყაულაშვილი
ლომი
ლექსო ყაველაშვილი არის ერთ ერთი საუკეთესო ბურჯი ტოპ 14ში და თამაშობს ბორდოში. ადრე არ ეძახდნენ და ეხლა იუარა ეტყობა იმიტომ რომ საფრანგეთის ნაკრებში შეიძლება დაუძახონ
genadi -ს
ჩილაჩავა არასპორტულად, არაგუნდურად, არარეგბისტულად მოიქცა იაპონიაში (მოედანზე, და შემდეგ გასახდელში) ფიჯისთან თამაშის დღეს. არ მგონია მას სათამაშოდ დაუძახონ. ჩემი აზრით ეს არის მიზეზი. ვააა. ეგ არ ვიცოდი! ძალიან გული დამწყდა. კონკრეტულად რა ქნა, ხომ ვერ იტყვით? მაგრამ გამოძახებული არის ნაკრებში და მაშინ საერთოდ რატომ გამოიძახეს?
zuka
მაგარია. ბორდოშია, მაგრამ თუ არ უნდა ნაკრებში თამაში, რას ვიზამთ, ძალაა ხო არაა. ადრე თითქოს იყო ლაპარაკი და საფრანგეთის ნარებში უნდოდა და ამიტომ გვითხრა უარი. ისე, ტრავმა რო არ მიეღო, ქონდა შანსი. ანტონიო და პრისო მაგის ზამენები იყვნენ ლაროშელში და ორივემ ითამაშა საფრანგეთში
genadi
ჩილაჩავა არასპორტულად, არაგუნდურად, არარეგბისტულად მოიქცა იაპონიაში (მოედანზე, და შემდეგ გასახდელში) ფიჯისთან თამაშის დღეს. არ მგონია მას სათამაშოდ დაუძახონ. ჩემი აზრით ეს არის მიზეზი.
გულშემატკივარი
ლექსო ყაველაშვილი ვინაა? რაღაც გამომრჩა?
Rezo
Levan chilachava ratom ar aris? Vinmem xom ar icit? Tu dazianeba miigo, gvitxarit ra?!
zviads
წარმატებები ლევანს, მე მგონი დროა ქართველმა მწვრთნელმა გაიყვანოს გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე, მით უმეტეს ლევანს კარგი გამოცდილება და ცოდნა აქვს.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"