2008 წელს საქართველოს ნაკრები სერბმა სპეციალისტმა იგორ კოკოშკოვმა ჩაიბარა. თუ მანამდე მწვრთნელები მხოლოდ 6-7 კალათბურთელს ენდობოდნენ, კოკოშკოვმა დატვირთვა 9-10 კალათბურთელზე გადაანაწილა. ეს თვალსაჩინო 2009-11 წლებში იყო, როცა გუნდში ერთმანეთს ორი ხუთეული ენაცვლებოდა.

2010-ში სულაც მანუჩარ მარკოიშვილი შედიოდა სათადარიგოებთან ერთად და მათი შესრულებით არაერთი სპურტი გვინახავს. იცით, ვინ იყვნენ შემცვლელები? - ლაშა გამყრელიძე, მანუ მარკოიშვილი, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი შერმადინი… მშვენივრად მოქმედებდა გამყრელიძე-შერმადინის დუეტი…

კალათბურთის ფედერაციის პროექტის - "გზა ევრობასკეტ 2021-ისკენ" ამ გამოშვებაში სწორედ შერმადინსა და გამყრელიძეზე მოგახსენებთ. ასევე წარმოგიდგენთ ევრობასკეტის მონაწილეებს: ლაშა ფარღალავას და ნიკა მეტრეველს, წლების განმავლობაში სუპერლიგის გამორჩეულ ცენტრ რიჩარდ მათიაშვილს.

გიორგი შერმადინი

- ეროვნულ გუნდში თამაში ყოველთვის მიხარია. სადამდეც შემეძლება და ნაკრებს დავჭირდები, მზად ვარ, ვითამაშო. განსაკუთრებით, ახლა - ევრობასკეტის ერთი ჯგუფი ხომ ჩვენს ქვეყანაში, თბილისში გაიმართება. ეს ნებისმიერი კალათბურთელისთვის საოცარი ამბავია: ჯგუფში მოთამაშე ხუთი გუნდიდან ერთი განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს - მასპინძელია… და ეს საქართველოა! სასიამოვნო განცდაა - მთელი ქვეყანა მხარში გიდგას, ახლობელ-მეგობრები ტრიბუნებიდან გგულშემატკივრობენ. ეს უდიდესი ნაბიჯი იქნება ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და მომავალი თაობებისთვის, - თქვა "ლელოსთან" ინტერვიუში გიორგი შერმადინმა, რომელიც ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზეც დაეხმარება და ევრობასკეტისთვისაც ემზადება.

2020 იქნება მე-15 წელი მის სანაკრებო კარიერაში. აქ მხოლოდ სამ მატჩს გავიხსენებთ, თუმცა უამრავი დასამახსოვრებელი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

პირველი - 2006 წლის 3 სექტემბერი, საქართველო-ლუქსემბურგი 86:44. ეს თამაში ყველას ფაჩულიასა და ჯონსის ჩხუბით დაამახსოვრდა. გიორგი შერმადინისთვის კი სხვა მხრივ იყო მნიშვნელოვანი - ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა.

მეორე მატჩი - ევრობასკეტი 2013, საქართველო-პოლონეთი 84:67. სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გამოგვაკლდნენ. პირველივე მატჩში შერმადინმა პოლონელი ვარსკვლავი მარცინ გორტატი გააჩერა, ქართველებმა დამაჯერებლად მოიგეს და ნამატჩევს იგორ კოკოშკოვმა თქვა, გიორგი შერმადინი ევროპის საუკეთესო ცენტრიაო.

მესამე დასამახსოვრებელი - 2019 წლის 3 დეკემბერი, საქართველო-ისრაელი 71:69. მატჩის ბოლოს იყო წამი, რომელზეც ბევრი კალათბურთელი ოცნებობს - დამატებითი დროის დასასრულს გიორგი შერმადინმა პიკ-ენდ-როლი გაითამაშა თად მაკფადენთან, ბურთი ფარქვეშ მიიღო და ფარიდან ასხლეტით ჩააგდო - 71:69. "ჩააგდო" - დასაწერად იოლია, შესასრულებლად ძალიან რთული იყო, გასახსენებლად კი საოცარი - იმ წამმა ხომ სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა.

- საოცარი შეგრძნება იყო, - იხსენებს შერმადინი. - ეს უკვე მოგებას ნიშნავდა. კიდევ უფრო სასიამოვნო იყო, რომ ქართველ გულშემატკივარს სიხარული მივანიჭე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფრენა შემეძლო.

იხილეთ გაგრძელება

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
სალომე ზურაბიშვილი "ევრობასკეტის" საზეიმო ღონისძიებაზე: ევროპა შემოდის საქართველოში
FIBA-მ ევრობასკეტ 2021-ის ოფიციალური ლოგო წარმოადგინა
გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი XI - ნაკრების ლეგიონერები
წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X