2020 წლის მარტამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მომენტიც გვიახლოვდება. მარტის თამაშებისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რამდენად კარგ ჩემპიონატებში ითამაშებენ ფეხბურთელები და რამდენად დიდი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ.

ქართველი მოთამაშეების შესახებ მიმდინარე რეჟიმში ვწერთ, აღნიშნულ სტატიაში კი იხილავთ, თუ რომელ კლუბებში გადავიდნენ ჩვენი მეტოქე (და სავარაუდო მეტოქე) გუნდების ფეხბურთელები.

ბელარუსი

ბელარუსული ფეხბურთის იანვრის თვის მთავარ ტრანსფერად 20 წლის ფორვარდ ილია შკურინის ბრესტის "დინამოდან" მოსკოვის ცსკა-ში გადაბარგება უნდა დავასახელოთ. შკურინს ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია, ახალგაზრდული გუნდის წევრია, თუმცა ამ ტრანსფერის შემდეგ, დიდი ალბათობით, ეროვნულ გუნდშიც უხმობენ. 2019 წელს ახალგაზრდა ფორვარდი 19 გატანილი გოლით ბელარუსის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბელარუსის ნაკრების 31 წლის მეკარე სერგეი ჩერნიკი ბორისოვის "ბატედან" ყაზახურ "ირტიშში" გადაბარგდა. ეს ის გუნდია, რომლის წევრიც ცოტა ხნის წინ ლევან კუტალია გახდა.

სოლიგორსკის "შახტიორის" შემტევები, 22 წლის ვალერი გრომიკო და 26 წლის იური კოვალევი ტულის "არსენალში" გადაბარგდნენ. მოგეხსენებათ, ამ კლუბის ღირსებას გია გრიგალავა იცავს.

25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლაი ზოლოტოვი ბელარუსის ჩემპიონატის "ვიტებსკიდან" რუსულ "ურალში" გადავიდა.

ბელარუსის ჩემპიონატში დაბრუნდა, ცენტრალური მცველი სერგეი პოლიტევიჩი, რომელიც ყაზახურ "ქაირათში" თამაშობდა.

ბელარუსის ჩემპიონატის შიდასანაკრებო ტრანსფერები:

ივან ბახარი (ფორვარდი) - "მინსკიდან" მინსკის "დინამოში"

პაველ ნეხაიჩი (ფორვარდი) - ბრესტის "დინამოდან" ბორისოვის "ბატეში"

ალექსანდრე გუტორი (მეკარე) - ბრესტის "დინამოდან" "სოლიგორსკში"

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი სატრანსფერო აურზაური არ ჰქონიათ, თუმცა გარკვეულწილად პროგრესული ცვლილებები იყო. ჩვენთვის ერთი კარგი ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების 60%-ზე მეტი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს, რომელიც 19 მარტს იწყება.

ჩრდილოეთი მაკედონია

32 წლის ფორვარდი ადის იაჰოვიჩი თურქული "მალათიასპორიდან" "ანტალიასპორში" გადაბარგდა. მას ბოლო წლებში ეროვნულ გუნდში არ სწყალობდნენ, თუმცა გამორიცხული არაა, ერთა ლიგის პლეი-ოფში თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად იყოს.

29 წლის შემტევი ფერჰან ჰასანი, რომელიც ბოლოს არაბული "ალ-რაედის" ღირსებას იცავდა, ჰელსინკის "ჰიკის" წევრი გახდა.

26 წლის ცენტრალურმა მცველმა ეგზონ ბეიტულაიმ მაკედონიური "შკენდია" დატოვა და შვედურ "ჰელსინგბორგს" შეუერთდა.

19 წლის გარემარბი დარკო ჩურლინოვი "კიოლნიდან" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მყოფ "შტუტგარტში" გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა წინა წელს გერმანიის უმაღლესი დივიზიონის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 წუთი ითამაშა.

24 წლის მეკარე დეიან ილიევი ლონდონის "არსენალმა" პოლონურ "იაგელონიაში" გაანათხოვრა.

მაკედონიაში სხვა ცვლილებები არ ყოფილა და ეს ტრანსფერები ნაკრებში დიდ გადაადგილებას არ მოახდენს.

კოსოვო

კოსოვოს ნაკრების კაპიტანი და ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი "ნაპოლიმ" "ვერონაში" მეორედ გაანათხოვრა. ამირი გატუზომაც არ ისურვა, თუმცა სერია A-ს სატურნირო ცხრილში "ნაპოლიზე" წინმდგომი "ვერონას" შეუცვლელი წევრია.

მარჯვენა მცველი ფლორენ ჰადერგონაი ინგლისური ჩემპიონშიპის "ჰადერსფილდიდან" თურქულ "ქასიმფაშაში" გაანათხოვრეს.

განათხოვრებულთა სიაში მოხვდა ცენტრალური ნახევარმცველი ვალონ ბერიშა, რომელიც "ლაციომ" გერმანული ბუნდესლიგის "დიუსელდორფში" გაუშვა.

23 წლის ფორვარდი დონის ავდიაი თურქული "ტრაბზონსპორიდან" შოტლანდიის პრემიერშიპის "ჰართ ოფ მიდლოთიანში" გადაბარგდა.

უკლუბოდ მყოფი კოსოვოელი 25 წლის ცენტრალური მცველი არდინ დალკუ მაკედონიურ "შკენდიას" შეუერთდა. ის ერთადერთხელ იცავდა ნაკრების ღირსებას.

23 წლის ნახევარმცველი ფლორიან ლოშაი რუმინული "პოლიტექნიკადან" პოლონურ "კრაკოვიაში" გადავიდა.

დავით 67
მეც ეგრე მგონია! საბოლოოდ კოსოვო მოიპოვებს საგზურს. სახლში ფინალი უდავოდ მათ მხარეზეა. ძალიან ძლიერი თავდამსხმელი ჰყავთ რაჰმანი. ვინც ბოლოს გვეგონა იუვენტუსის თამაშს უყურა ის დამეთანხმება. ჩვენ თავდამსხმელი არ გვყავს ფაქტიურად.
ზორბეგი
ყველა ემზადება ჩვენს გარდა 2 კვირიანი ეტაპია საჭირო მინიმუმ 2 ამხანაგურით სზვადასზვა სტილის გუნდებთან თუნდაც ჩვენი ჩემპიონატიდან
ჩვენ ვართ ტორპედო!
ფურცელზე კი ბატონო ვხედავთ ვინ როგორ, მაგრამ მე იმ მაგიური ჩვენი კედლების მჯერა და სავსე ტრიბუნების! მიდით ბიჭებო ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ ერთი ვართ! ერთად მოვუწყოთ კოშმარული წვეულება ბელორუსს! ჯერ ბელორუსს! ვინ გვიგდია შკურინი და ჩერნიკი! ჩვენ უფრო გვინდა ევროპა! ჩვენ უფრო მოვინდომებთ! ლორია საუკეთესო ფორმაშია, ნახევარდაცვამ უნდა აიღოს თავის თავზე ყველაფერი! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიხაროთ!
ქომაგი
ჯერჯერობით კოსოვოს შემადგენლობა ყველაზე უკეთესია .ფინალი საქართველო-კოსოვო მგონია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ესპანეთმა შვედეთს სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
კოსოვო-საქართველო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]