ზე-რაგბის იაპონური ფრანჩაიზის, "სანვულვზის" "ბორჯღალოსანმა" კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ მიმდინარე სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ლელოს გატანა.

გასულ კვირაში "სანვულვზმა" ახალზელანდიურ "ჩიფსს" უმასპინძლა და 17:43 დამარცხდა. ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, მოლი ლელოთი დაასრულა, რის შემდეგაც ანგარიში 12:24 გახდა. ბრეგვაძემ მოედანზე 62 წუთი გაატარა, დერეფანში ყველა ბურთი უშეცდომოდ ააგდო, საიმედო იყო დაცვაში და აქტიურობდა შეტევებში.

ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა ბურჯი ზურაბ ჟვანია. მან ინგლისის პრემიერშიფის მე-10 ტურში შეცვლაზე 31-ე წუთიდან ითამაშა. "უოსფსი" სტუმრად "ლესთერ თაიგერსს" შეხვდა და 9:18 დამარცხდა.

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-13 ტურში, სტუმრად "ემფთილთან" 5:13 დამარცხდა "ლონდონ სქოთიში". სტუმართა მარქაფაში იყო მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა "ბორჯღალოსანთა" 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. მას მიმდინარე სეზონში "ბრივის" მაისურით უკვე ჰქონდა გატანილი 4 ლელო, ოღონდ ჩელენჯ ქაფზე, ამჯერად კი თავი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, "ტულონთან" გამოიჩინა. 23 წლის მორაგბე "ბრივში" 2016 წლიდან თამაშობს და ტოპ 14-ში ლელო მეორედ (პირველი 2017 წელს "ლიონთან") გაიტანა.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ლობჟანიძე სტუმრად მოთამაშე "ბრივის" შემადგენლობაში მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, 4 წუთში თანაგუნდელთან ერთად მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა და ლელოში შესულ ოვალთან პირველი გაჩნდა. ამ მომენტში სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა, თუმცა "ტულონმა" მალე კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 34:17 იმარჯვა.

სტუმართა რიგებში ასევე შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა კახა ასეიშვილმა. "ტულონის" განაცხადში იყო ბექა გიგაშვილი, რომელიც მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლიდერთა ჯახში, "ბორდომ" "ლიონი" 37:19 დაამარცხა, ბონუსიც აიღო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძელთა რიგებში 49-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

"მონპელიემ" და "ბეიონმა" ერთმანეთს 4-4 ლელო გაუტანეს, თუმცა სტუმრებს ერთი გარდასახვა გაუცუდდათ და "მონპელიემ" 31:29 იმარჯვა. მასპინძელთა განაცხადში ერთბაშად 5 ქართველი ლეგიონერი იყო. შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. მის მარქაფაში ლუკა აზარიაშვილი იყო, თუმცა მოედანზე შესვლა არ მოუწია.

სასტარტო შემადგენლობაში იყო მიხეილ ნარიაშვილი, რომლის ნაცვლად 61-ე წუთზე მოედანზე უშანგი ჭეიშვილი გამოჩნდა. ასევე ძირითადში იყო და 43 წუთი ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ.

აუტსაიდერმა "აჟენმა" უშუალო კონკურენტ "კასტრს" უმასპინძლა და 24:43 დამარცხდა, რითაც სიტუაცია გაირთულა. მასპინძელთა რიგებში პირველი 40 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.

პრო დე2

პრო დე2-ის მე-20 ტურის პირველ, ცენტრალურ მატჩში, "გრენობლმა" "პერპინიანს" უმასპინძლა და 20:10 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.

"ანგულემმა" "ვალანსი" მიიღო და უხვქულიან მატჩში 36:34 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში 53-ე წუთიდან ითამაშეს ლუკა გოგინავამ (ანგულემი) და მირიან ბურდულმა (ვალანსი).

ქართველების "ორიაკი" "ბეზიეს" ეწვია და მცირედი სხვაობით მარცხისთვის ბონუსს დასჯერდა – 12:16. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სამმა ჩვენებურმა ითამაშა. შეუცვლელად გაისარჯა გიორგი ცუცქირიძე, მოედანზე 47 წუთი გაატარა ბურჯმა ჯემალ შათირიშვილმა, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია 57-ე წუთზე შეცვალეს.

სტუმრად "კარკასონთან" მცირედით დამარცხდა და ბონუსი აიღო "მონ-დე-მარსანმა" (35:37). სტუმართა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ლაშა მაჭარაშვილი, რომელმაც მე-8 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო გელა მურუსიძე.

ერთ-ერთ ლიდერ "ოიონასთან" სტუმრად 23:22 იმარჯვა "რუანმა", რომელიც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. სტუმართა შორის დასკვნითი 10 წუთი ითამაშა თამაზ მჭედლიძემ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში "კოლომიემ" "ნევერი" მიიღო და 39:24 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი იყო. "კოლომიეს" რიგებში 48 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა, სტუმართა შორის კი შესვენებაზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე და ილია კაიკაციშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

შოთო
მიეცით ხმა ქართველ მორაგბეს გიორგი ნუცუბიძეს https://www.rugbyrama.fr/rugby/pro-d2/2018-2019/sondage-elisez-votre-xv-de-la-saison-de-pro-d2-le-pilier-gauche_sto7776955/story.shtml?fbclid=IwAR2JYLY5mBN7oeF0FXySQDlfHJBi7Rx_WWDUkuZuv0rhdBtZFM94yDECOi0
მათე
კომენტარი გავაკეთე, მაგრამ არ აქვეყნეთ
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან