ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩს, დღეს, 23 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი - სერბეთის ნაკრები იქნება.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელგრადში ბოლოს ზუსტად 2 წლის წინ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ითამაშა და სერბეთთან, ანგარიშით 87:105 დამარცხდა. დღეს ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ ბალკანელებს იგორ კოკოშკოვი გაუძღვება, რომლის სახელსაც საქართველოს ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდება.

კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა და ჯერ B დივიზიონიდან A-ში აღაზევა, 2011, 2013 და 2015 წლებში კი ზედიზედ სამჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. პირველ და მესამე ევრობასკეტზე საქართველომ ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. კოკოშკოვის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი გამოდგა და ის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ლიტვასთან შედგა. ქართველები მატჩის დიდი ნაწილი უგებდნენ ბალტიელებს, თუმცა ბოლო წუთზე მომავალმა ფინალისტმა ლიტველებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება - 84:80.

კოკოშკოვი სლოვენიელებმა მიიწვიეს და ეს ქვეყანა 2017 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც სერბმა სპეციალისტმა NBA-ს გუნდის, "ფინიქს სანსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. ამის შემდეგ განსაკუთრებული საკალათბურთო ამბიციების მქონე სერბებმა კოკოშკოვს საკუთარ სამშობლოში დაუძახეს და ეროვნული გუნდი ჩააბარეს. კოკოშკოვის სადებიუტო მატჩში, 3 დღის წინ, სერბეთმა ფინეთი სტუმრად გაანადგურა, საქართველომ კი თბილისში შვეიცარიას ოვერტაიმში მოიგო.

საქართველო, როგორც ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი, საკვალიფიკაციო ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობს. ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტის საგზური მოპოვებული აქვს და ამ ეტაპზე მთავარი მიზანი გუნდის მომზადება, შეთამაშება და ახალგაზრდებისთვის სანაკრებო კარის გახსნაა. შვეიცარიასთან 3 მოთამაშის სანაკრებო დებიუტი შედგა და სავარაუდოდ, ისინი დღეს, სერბეთთანაც საკმარისად ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზში გუშინ საღამოს გენერალური ვარჯიში ჩაატარა. ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები დეტალურად უხსნიდნენ მოთამაშეებს თითოეულ კომბინაციას და თითოეულ მათგანს კონკრეტულ დავალებას აძლევდნენ. ვარჯიშმა მთლიანობაში თითქმის 2 საათი გასტანა. ვარჯიშს დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ბელგრადში ქართველების საქომაგოდ კლუბ "არისის" წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

თამაშის დღეს საქართველოს ნაკრები არ ივარჯიშებს, რადგან ადგილობრივი დროით მატჩი საკმაოდ ადრე - 17:00 საათზეა დანიშნული. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი დღეს შემოგთავაზებთ.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
იგორ კოკოშკოვმა საქართველოს წინააღმდეგ სერბები შეარჩია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89