ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრობლემები, კონკურენცია, შესაძლებლობები - რა მდგომარეობა გვაქვს ერთი თვით ადრე?

პრობლემები, კონკურენცია, შესაძლებლობები - რა მდგომარეობა გვაქვს ერთი თვით ადრე?

დღეს 26 თებერვალია და მარტის 26-მდე ერთი თვე გვაშორებს. როგორი მდგომარეობაა დღევანდელი გადმოსახედიდან და როგორ შეიკვრება სამარტოდ ნაკრები, შევეცდებით, ამ სტატიაში შემოგთავაზოთ.

მწვანე ფერი აღნიშნავს პოზიციის მთავარ კანდიდატურას, ნარინჯისფერი აღნიშნავს შესაძლო კანდიდატურას და წითელი ფერი - გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში გამოყენებულ ფეხბურთელს.

ვლადიმირ ვაისი, ძირითადად, 4-2-3-1 ტაქტიკას იყენებს, სქემაც შესაბამისად არის შედგენილი. სიაში მოცემულია ის ფეხბურთელები, ვისაც ვაისი ძირითადად ეყრდნობა.

მეკარეები - 1

გიორგი ლორია - ვლადიმირ ვაისის რჩეული მეკარეა. აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა "ანორთოსისში". თუ გიორგი ფორმაში იქნება, სლოვაკი მას არ ჩაანაცვლებს.

გიორგი მაკარიძე - აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა "სეტუბალში", თუმცა ვლადიმირ ვაისი მას პირველ მეკარედ არ განიხილავს.

როინ კვასხვაძე / ლაზარე კუპატაძე - 29 თებერვლიდან იწყება ეროვნული ლიგა და მას შემდეგ მიეცემათ სათამაშო პრაქტიკა. ეს ის მეკარეები არიან, რომლებსაც ნაკრების თავკაცი კარგად იცნობს.

დაცვის მარჯვენა ფლანგი - 1

ოთარ კაკაბაძე - ოთარმა ახლახან განაახლა ვარჯიში. მისი სამარტო ფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი სრულფასოვანი შემცვლელი ნაკრებს ამ ეტაპზე არ ჰყავს. მიეცემა თუ არა მას კლუბში სათამაშო დრო სანაკრებო პაუზამდე, ეს რთული სათქმელია.

გურამ კაშია -"სან ხოსეს" მცველს აქვს მარჯვენა მცველობის გამოცდილება, თუმცა ამ პოზიციაზე იდეალური არ არის.

ლევან გეგეჭკორი - ლევანს ვაისის ფორმაციის ნაკრებში ამ პოზიციაზე უთამაშია, თუმცა ბოლო პერიოდში პროგრესი არ ჰქონდა. თუ როგორ შეხვდება ახალ სეზონს, ამას მომავალ თვეში ეროვნულ ლიგაში მისი ასპარეზობა გვიჩვენებს.

ჯაბა ჯიღაური - ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვარიანტი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯიღაურის დაყენებაა, რომელიც სლოვაკმა რამდენჯერმე გამოსცადა და ამ გადაწყვეტილებას სასიკეთო ჩვენი გუნდისთვის არაფერი მოუტანია.

ცენტრალური დაცვა - 2

საბა კვირკველია - მოსკოვის "ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში ნელ-ნელა დაიბრუნა ადგილი. ერთ თვეში, წესით, სრულფასოვნად მზად უნდა იყოს.

გია გრიგალავა - ბოლო სანაკრებო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. გიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს ტულის "არსენალში".

გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნისა და ვაკო ყაზაიშვილის მთავარი პრობლემა "სან ხოსეს" შემადგენლობაში 22 მარტს გასამართი მატჩია, რის შემდეგაც ისინი საქართველოში უნდა გამოფრინდნენ. მოგეხსენებათ, ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ არის, ვაკოსა და გურამს ძალიან დამღლელი გზა ელით.

დავით ხოჭოლავა - ბოლო ორი შეხვედრა "ბენფიკასთან" და "დესნასთან" არ გამოჩენილა. ფეხბურთელის "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ჯიმი ტაბიძე - ახალგაზრდა ფეხბურთელი "უფას" შეუცვლელი წევრია, თუმცა, დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში ვერ ვიხილავთ, რადგან სხვა პოზიციაზე იქნება.

დაცვის მარცხენა ფლანგი - 1

ჯიმი ტაბიძე - პოზიციით ცენტრალური მცველი მთავარი კანდიდატურაა ფლანგზე თამაშის, რადგან ამ პოზიციაზე კონკურენცია თითქმის არ გვაქვს. ჯიმი დაცვაში კარგია, თუმცა ფლანგიდან შეტევის გამწვავება უჭირს.

გიორგი ნავალოვსკი - 33 წლის მცველმა ბოლო წლებია მოუკლო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არცთუ ისე მაღალი იყო. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვაისი მას უხმობს.

ლევან ხარაბაძე - საზარდულის ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უცნობია, თუ რამდენად შეძლებს სანაკრებო პაუზისთვის მზადყოფნას.

დავით ხოჭოლავა/გია გრიგალავა - ითამაშებენ გამოუვალი მდგომარეობის დროს.

ცენტრალური/საყრდენი ნახევარდაცვა - 2

ჯაბა კანკავა - "ტობოლი" 3 მარტს განაახლებს ასპარეზობას. ნაკრების კაპიტანი საუკეთესო ჩამშლელია "ჯვაროსნებში".

ოთარ კიტეიშვილი - ბოლო სანაკრებო მატჩების დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისი კვლავ იმავე პოზიციაზე დააყენებს.

ვაკო გვილია - "ლეგიას" ნახევარმცველი კარგ ფორმაშია, ვაკომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა.

ნიკა კვეკვესკირი - ჯაბა კანკავას მსგავსად, ისიც 3 მარტს დაიწყებს სეზონს.

გიორგი აბურჯანია - ბოლო პერიოდი 25 წლის ფეხბურთელი "ტვენტეში" პროგრესირებს და სულ ძირითად შემადგენლობაშია, ეს კი მის თამაშზე დადებითად აისახება.

მურთაზ დაუშვილი - "ანორთოსისის" შეუცვლელი წერია, კვიპროსული გუნდისთვის ის საიმედო საყრდენი ნახევარმცველია და საჭიროების შემთხვევაში ნაკრების დახმარებაც შეუძლია.

ლაშა პარუნაშვილი - მძიმე მდგომარეობა აქვს "ესბიერგს", კლუბი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. მიმდინარე სეზონი არც გუნდისთვის და არც ლაშასთვის არ არის წარმატებული.

შემტევი ნახევარდაცვა - 3

გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტის" ბოლო დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ჯერ კიდევ ვერ არის სასურველ ფორმაში, თუმცა, თუ იეს ტორუპის ნდობას დაიმსახურებს, ნაკრებში კვლავ მთავარი კოზირი იქნება.

ვაკო ყაზაიშვილი - ნაკრების შეუცვლელი წევრია, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, ყველაზე სტაბილური. კაშიას მსგავსად, მისი მთავარი პრობლემა ხანგრძლივი მოგზაურობა იქნება.

ზურიკო დავითაშვილი - დღევანდელი მდგომარეობიდან რთულია განსაზღვრო, ვინ იქნება შეტევაში მესამე. სლოვაკს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ენდოს ახალგაზრდა დავითაშვილს თუ არჩევანი ძველ და გამოცდილ გვარდიაზე გააკეთოს. ზურიკო დავითაშვილმა ამხანაგურ შეხვედრებში "რუბინის" შემადგენლობაში თავი კარგად წარმოაჩინა.

ჯანო ანანიძე - "ანორთოსისში" გადასვლის მიუხედავად, ანანიძე ჯერ კიდევ ფორმაში ვერ არის. თემურ ქეცბაია აძლევს მას სათამაშო დროს, თუმცა ჯანო თავის წარმოჩენას ჯერ ვერ ახერხებს.

თორნიკე ოქრიაშვილი - ჯერჯერობით ისიც ვერ ბრწყინავს კვიპროსულ კლუბში. თუმცა თორნიკე კლუბსა და ნაკრებში ყოველთვის სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი იყო. უთამაშებლობის პერიოდშიც კი მნიშვნელოვნად გაუძლიერებია ნაკრები.

ოთარ კიტეიშვილი / ვაკო გვილია - ამ ფეხბურთელებს შეტევით ფაზაშიც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება.

გიორგი ხარაიშვილი - ხარაიშვილი "გეტებორგის" ლიდერი და გუნდში ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მას ნაკლებად ენდობა.

საბა ლობჟანიძე - დანიის საფეხბურთო ჩემპიონატს თურქეთის უმაღლესი ლიგა ჯობია. "ანკარაგუჯუში" გადასვლის შემდეგაც საბა ახალ გუნდშიც გამორჩეული ფეხბურთელია. განსაკუთრებულად ეფექტიანი შეხვედრა "ფენერბახჩესთან" დაპირისპირების დროს გამოუვიდა.

ლევან შენგელია - "ქონიასპორში" აქვს სათამაშო დრო, ბოლო 4 შეხვედრაა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა ჯერჯერობით, სტატისტიკურად ვერც ის და ვერც კლუბი ვერ ბრწყინავს.

ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინში" სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის და ამხანაგურ შეხვედრებშიც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გიორგი მერებაშვილი - 33 წლის ფეხბურთელმა "პლოცკის" შემადგენლობაში ბოლო სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. საჭიროების შემთხვევაში გიორგი ნაკრების დახმარებას შეძლებს.

გიორგი პაპუნაშვილი - ჯერჯერობით ვერც "რასინგში" გადაბარგების შემდეგ ახერხებს თავის რეალიზებასა და სტაბილურად თამაშს.

ვახტანგ ჭანტურიშვილი - ჩეხეთში სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის, თუმცა "ზლინის" შემადგენლობაში ჩემპიონატში 16 მატჩში 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ჯაბა ჯიღაური - მისი მიმდინარე შესაძლებლობები ეროვნული ლიგის დაწყების შემდეგ გამოჩნდება.

ფორვარდი - 1

გიორგი ქვილითაია - თუ გიორგი ფორმაში იქნება, ის ამ დროისთვის ამ პოზიციაზე უკონკურენტოა. "გენტის" ბოლო შეხვედრაში "სენტ ტრიუდენთან" პირველი ორი გოლის მთავარი შემოქმედი იყო. პირველ შემთხვევაში პენალტი მოიპოვა და მეორე შემთხვევაში თვითონ გაიტანა.

ვაკო ყაზაიშვილი - იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ფორმაში არ იქნება, ვაისი ნაცნობ სქემას მიმართავს და ვაკოს ყველაზე წინ ათამაშებს. ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული შედეგი არასდროს მოუტანია, თუმცა, სხვებთან შედარებით, გამოცდილია.

ბუდუ ზივზივაძე / ნიკა კაჭარავა / ელგუჯა ლობჯანიძე / ბაჩანა არაბული - ეს ფეხბურთელები, ძირითადად, ერთი შესაძლებლობის მქონე მოთამაშეები არიან და ვინ იქნება მათ შორის უკეთესი, მომავალ თვეში შედეგიანობით გამოჩნდება.

თორნიკე ოქრიაშვილი / ხვიჩა კვარაცხელია - ეს ის შემთხვევა იქნება, როცა ნაკრები განსაკუთრებით გამოუვალ მდგომარეობაშია. ორივე ფეხბურთელს აქვს ამ პოზიციაზე თამაშის მცირე გამოცდილება.

• Rrrr

ბიძიშვილია ეს სიხარულიძე შენი, თუ, როფორც ლობისტური კომპანია ისე დაგიქირავა?დდდდდდ

• თეიმურაზ რეხვიაშვილი

ვნახე საკონტროლო თამაშების 80 % და გთავაზობთ ჩემს შემადგენლობას–ლორია მჭედლიშვილი კვირკველია გრიგალავა ტაბიძე– კანკავა კიტეიშვილი,აბურჯანია (ხარაიშვილი)–ჩაკვეტაძე სიხარულიძე საბა ლობჟანიძე თავს დავდებ რომ ესენი გაანადგურებენ ბელორუსებს და მაკედონელებს,სამწუხაროდ კვიპროსელები ცუდ ფორმაში არიან ლორიას გარდა.

• თეიმურაზ რეხვიაშვილი

დღეს უძლიერსე ცენტრ–ფორვარდი სიხარულიძეა,სტატისტიკაც შესანიშნავი–15წთ და ერთი გოლი.დამისახელოს ესაკიამ უკეთესი სტატისტიკის(ფაქტიური)მქონე სხვა. რაც მთავარია იცის ადგილის შერჩევა და არის საუკეთესო ბომბარდირი,რაც მთავარია წელსაც მაგარ ფორმაშია და ფანტასტიკური გოლიც გაიტანა.სამწუხაროდ ვაისი პატივს არ ცემს ეროვნულ ლიგას,მან ხომ უნდა იცოდეს რომ ბევრმა ფეხბურთელმა ჩვენი ჩემპიონატიდან ეგრევე ძირითადში დაიწყეს თამაში საკმაოდ ძლიერ გუნდებში და ვაისმა მხოლოდ მაშინ გამოიძახა,ეს მას დადებითად ვერ წარმოაჩენს კიდევ–მარჯვნივ ძლიერია კაკაბაძე,მაგრამ არ ჩამოუარდება გიორგი მჭედლიშვილი რატომ არ იწვევს ვაისი მიკვირს(დარწმუნებული ვარ არც უნახავს როგორ თამაშობს) ალავერდი ვარ იაშვილთან.

• vaso

დაცვას მიხედეთ,დაცვას, ჯიღაურმა ტუ უნდა ითამაშოს დაცვის ფლანგზე, მაგას ებრალიძე სჯობს 10 თავით

• გიო

კუტალია არ დაგავიწყდეთ!

• nedved

ხარაიშვილის ჭკვიანური გოლი მე არ მინახავს და ლობჟანიძეზე უკეთესი სტატისტიკა რომელსააქვს ერთი? ქვილითაიას მთელი კარიერა ვერ გააქვს რამდენიც მაგას ერთ სეოზნში

• იაგო

ხარაიშვილი ქვილითაიას დუეტი გახევს ბელარუსის დაცვასაც და მაკედონია კოსოვოს შორის გამარჯვებულსაც ზედ მიაყოლებს. ლობჯანიძეს რაც შეეხება ამ ეტაპზე ეროვნულ ლიგიდანაც შეგვიძლია მასზე უკეთესი ფორვარდის ამორჩევა

• ლადო

მადლობა საინტერესო ანალიზისთვის.

• Mmm

გიცანი ვასაძე! არ გვინდა ხომ ნაკრებში ამერიკაში ნამყოფი ხალხი.დდდდდ

• გადასარევი გიორგი

1 კაციც და გავდივართ

• Vasil

კაშია, ყაზაიშვილი... ნაღდად არაა საჭიროო, საშინლად თამაშობენ!

• გიო

ძალიან კარგი ფეხბურთელები წამოვიდნენ ახალგაზრდები რომლებსაც შეუძლიათ კარგ დონეზე თამაში 5 6 წლის წინ ძაან მძიმე მდგომარეობა იყო არ გვყავდა ფეხბურთელები მახსოვს ერთი ოქრიაშვილისიმედზრ ვიყავით რომ იმას რამე გაეკეთებინა და დღეს უკვე ასე აღარ არის საბედბიეროდ

• გადასარევი გიორგი

ლორია კაკაბაძე კაშია კვირკველია (გრიგალავა) ტაბიძე კანკავა კიტეიშვილი ჩაკვეტაძე ოქრიაშვილი ყაზაიშვილი ლობჟანიძე ქვილითაია

• გოგა

კიტეიშვილს გვილია ჯობს ჩემი აზრით ამ ეტაპზე, თუმცა ვნახოთ ვინ როგორ ფორმაში იქნება. დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე უნდა იყვნენ ნაკრებში. ძან მიყვარს ჯანო, მაგრამ მისი განხილვა არც ღირს. შენგელია კი თავის გუნდში ვერ ამტკიცებს ვერაფელს და ნაკრებშიც არაფელი უქნია,ერთი კუთხური ვერ მოაწოდა წესიერად.

• gio

დღესდღეობით (ბუდუ ზივზივაძე / ნიკა კაჭარავა / ელგუჯა ლობჯანიძე / ბაჩანა არაბული) ბუდუ ამათში უკეთეს ფორმაშიცაა,უკეთესი სათამაშო პრაქტიკით და შედეგებით..გოლი და საგოლე გდაცემები..ფიზიკური თუ სათამაშო დროის გათვალიწინებით კიდე... ქვილოს მერე აუცილებლად ბუდუ უნდა მოიაზრებოდეს ნაკრების ფორვარდად..ამ ეტაპზე, ვუსვამ ხაზს!!!!

• ჩემი აზრით

უთამაშებელი ოქრიაშვილი დააყენა ვაისმა ძირითადში და ახლაც მგონია, რომ ოქრიაშვილს დააყენებს, თუ კვარაცხელია დავითაშვილის დუეტმა მაგარი თამაშები არ დადო 1 მარტიდან რუსეთში. ლობჟანიძე კარგი ფეხბურთელია მაგრამ თავის თავზე არ იღებს თამაშს თუ გუნდს არ წაუვიდა თამაში. ბელარუსის თამაშს ვუყურე უზბეკებთან ალბათ მაგ მატჩისთვის პენალტებში მოემზადებიან. არ მგონია ბელორუსმა მაღალი პრესინგი ითამაშოს უფრო ალბათ ჩაჯდება საკუთარ მოედანზე და კონტრშეტევებზე ააგებს თამაშს. ჩვენს საყრდენებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ჩემი აზრით.

• ჯერი

დაცვაში ვინ ლობჟანიძეა

• ირაკლი

ყველა რატომღაც ჩვენი ნაკრების თავდასხმას ახსენებს და ამ დროს დაცვაში გვაქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, ფაქტიურად ოპტიმალურ ფორმაში არც ერთი მცველი არ იმყოფება. იმედია მოედანზე თამაშს ისე მაღლა ავწევთ, რომ მოვაცილებთ საკუთარ საჯარიმოს და ამით დაცვის ხაზს დატვირთვას ავარიდებთ. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ბევრია დამოკიდებული ლატერალებზე, რაც დღესდღეისობით ჩვენს ნაკრებს ფაქტიურად არ გააჩნია, ამიტომ ძირითადი ტვირთი საყრდენებზე წამოვა, როგორც ჩაშლაში ასევე შეტევის წამოწყებაში, ერთგვარი ჭურვების მიმწოდებლები იქნებიან ქვემეხამდე.

• max

ლორია კაკაბაძე - კვირკველია-ლობჟანიძე-ტაბიძე კიტეიშვილი-ლობჟანიძე-დავითაშვილი-ჩაკვეტაძე ქვილითაია. შეცვლაზე - კვარაცხელია ************************ სულაც არ გვყავს სუსტი გუნდი ნახევარდაცვა არის ძალიან ძლიერი

• sdfffff

არც ქართველი და მით უმეტეს არც ძიუბა.

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..