ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.

ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:

"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25 წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.

მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."

მწვრთნელი
"ჩვენს ელვისებურ თავდასხმას და გრიგალისებურ გარღვევას გაუმარჯოს"(ფეოლა)!
ოთო
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გ ა უ მ ა ჯ ოს
qomagi
შენ თუ მაგ შენს ნათქვამზე ფსონი არ დადო და მაშინ შენ იყო კოსოვოელთა ბუცების საწმენდი სითხე
x.x
მაგათმა ჯერ მაკედონიას მოუგონ, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, და თუ ცარიელ სტადიონზე არ გვათამაშეს აუცილებლად მოვუგებთ! თბილისში კოსოვოს კი არა ხორვატიას და ესპანეთს უჭირს თამაში. მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ!

ჰაჰაჰაჰაჰა:)))))))))

ყველა შემთხვევაში ამაზე კონცენტრირება უადგილოა.მთავარი უპირატესობა - სახლში თამაში ჩვენს ხელშია. ეხლა მთავარია, როგორ დავხვდებით და რის საშუალებას მივცემთ. ერთი უსიამოვნო მომენტი ის არის, რომ ბალკანელები ჩვენთვის უხერხულ მეტოქეებად რჩებიან და ეს ტრადიცია უნდა დავარღვიოთ. იქამდე კი ბელარუსთან თამაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ
1111
კაი და ამის დაჯღანულ სახეს როდის მოაშორებთ მთავარი გვერდიდან თუ სპეციალურათ გვიშლით ნერვებს რო ტონუსში ვიყოთ :))) ESPN კიდე ურჩევნია ბესბოლი ამერიკული ფეხბურთი და სოფტბოლი არჩიოს ფეხბურთის რო სოკერს დაუძახებ ეგეთების გასარჩევი არაა ვინ და რატო უნდა გავიდეს ევროპაზე :)))
შოკირებული გულშემატკივარი
ვარჯიშებს შორის განსხვავება ფიქსირდება ტაბლოზე. ეხლა ვნახავთ ვის უკეთესი მწვრთნელი ყავს
ირაკლი
მოდით გადავხედოთ კოსოვოს გასვლითი შეხვედრების სტატისტიკას ერთა ლიგაზე და შემდეგ შესარჩევ ჯგუფში. ერთა ლიგაზე 0:0 აზერბაიჯანთან, 1:1 ფარერებთან და 5:0 მალტასთან. შესარჩევში 1:1 მონტენეგროსთან, 3:2 ბულგარეთთან, 3:5 ინგლისთან და 1:2 ჩეხეთთან. ეხლა ბელორუსის გასვლითი მატჩების სტატისტიკა. ერთა ლიგაზე - 2:0 ლუქსემბურგთან, 0:0 მოლდოვასთან და 2:0 სან-მარინოსთან. შესარჩევში 0:4 ნიდერლანდებთან, 1:2 ჩრდ. ირლანდიასთან, 2:1 ესტონეთთან და 0:4 გერმანიასთან. რეალურად რომ შევხედოთ თბილისში შანსები ორივე მეტოქესთან 55/45-ზეა ჩვენს სასარგებლოდ. მცირე მაგრამ მაინც უპირატესობაა.
ჰმ
მოგება შოტლანდიასაც ჭირდებოდა აქ რომ ჩავიდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გადიოდნენ. ხორვატიასაც წაუგია დინამოზე ბევრად ძლიერი გუნდით... არც კოსოვოა ბრაზილია. მთავარია მობილიზება მოახდინოს გუნდმა და ყურადღებით ვითამაშოთ დაცვაში.
ანესთეზეოლოგი
ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ პოლიტიკურად იმაზე მეტი დატვირთვა ექნება ვიდრე საქართველოს გასვლას. დღემდე ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყნად ვითვლებით მთელი ევროპის თვალში, სადაც ხალხს საკუთარ ქვეყანაში მოგონილ საზღვრებზე იჭერენ და ხოცავენ. ამას დავუმატოთ ჩვენი ფედერაციის წონა უეფაში, ბევრ ქვეყანაზე მეტი ავტორიტეტით სარგებლობენ. ასე რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჩვენზე მეტად ვერაფრით ვერ იქნება. რაც შეეხება მსაჯებს, თუ გავალთ ფინალში შინ ვითამაშებთ, პლიუს VAR სისტემა იმუშავებს, ასე რომ მსაჯებს "გადაცდომების" საშუალება ვერ ექნებათ.
ანესთეზეოლოგი
და რა იქნება კოსოვოს დამსახურება ეგ ვერ გავიგე:) რას ნიშნავს დამსახურებულად გავა? რა გაუკეთებია საქართველოს ნაკრებზე მეტი ან რით იმსახურებს ჩვენზე მეტს?
gogia
კაი კაცო,მაშ კოსოვო ხომ, თქვენი პრიორიტეტი კოსოვოა..გასაგებია, მაშინ ჩვენ ბიჭებს მოუწევთ ამათი დამარცხებაც იმ ორ თამაშში,ას რომ სერიოზული მობილიზებაა საჭირო
ლაშა
ძალიან ცუდად მენიშნა ამ უსერიოზულესი გამოცემის პროგნოზი, კოსოვოს გასვლას ევროპაზე დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და არსებობს შანსი რომ მსაჯები იყვნენ მიკერძოებულები, რაც ჩვენს ათმაგ მობილიზებას საჭიროებს ფსიქოლოგიურად.
შოთა
ჯერ ბელარუსს მოუგოთ, რაც არ იქნება ადვილი საქმე, დანარჩენზე მერე
მოქალაქე
როგორი როჟაა..უმიზეზოდ ცემა მოგინდება
თემური
რატომღაც მგონია კოსოვოს მაკრდონია მოუგებს.ჩვენ ჯერ ბელარუსს უნდა გავცდეთ და მერე ვიფიქროთ ფინალზე.ზოგადად დიდი ფინალები ქართველებს არასდროს არ წაუგია
საქართველო
კიდევ ერთხელ დავწერ,რომ კოსოვოს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს ამ ოთხეულში,აბა გადახედეთ სად თამაშობენ,ევროპის საფეხბურთო სკოლებში გაზრდილები არიან უმეტესობა,მაგრამ ყველაზე კარგი გუნდი ვინ იქნება მარტის ბოლოს გამოჩნდება.მხოლოდ კარგი ფეხბურთელი არაა საკმარისი,იმისათვის რომ მაგარი გუნდი გერქვას.ოცნების ახდენას გისურვებთ ქართველებო
reali
ესპანეთს მოუგეთ ესპანეთში როცა ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო რათქმაუნდა ამხანაგული იყო შეხვედრა მაგრამ ყველა ზირიტადი თამაშობდა.. რაც შეხება კოსოვოს ამათ თუ ვერ ვაჯობეთ მაშინ არც არაფერი გვესაქმება ევროპაზე ...
123
კოსოვოელი სპორტსმენები ჩამოდიან ხოლმე საქართველოში, არის უკვე ამის პრაქტიკა (და არა ერთი) ასე რომ არავითარი პრობლემა არ იქნება.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ჩვვენ რა გვღუპავს იცით? ვინ ჩემი ფეხებია კოსოვო? ჩვენზე ბევრად სუსტია, დაცვაშიც და საერთოდ, კოსოვო ტოო? მაგათ უეჭველი მოუგებთ... ამ გუნდით, რა გუნდიც ჩვენ გვყავს, ჩემ ფეხებს მოუგებთ... კოსოვო გავა ევროპაზე და დამსახურებულად, თუ!!! ვიმეორებ თუ! საწაული არ მოხდა, ან ეს სასწაული ჩვენ არ მოვახდინეთ.
Niko
იმედია სახლს დადებ მაგ ფსონზე და უსახლკაროდ დარჩები )))))))))
emigranti
კარგია,ამას ვერაფერს დავუმატებ...ერთადერთი ვაისმა რამე თუ არ მიჰქარა.
ნიკ
კოსოვო არა აჩმა
ანესთეზეოლოგი
ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს აქვს თავისი ძლიერი მხარე. აქ ბევრი აზრი გამოითქვა კოსოვოს ნაკრების სიძლიერის შესახებ და მართალიცაა, საკმაოდ დაბალანსებილი გუნდია. მაგრამ, ინგლისის ნაკრებთან ნაჩვენები თამაში ნამდვილაად არ წყვეტს მათ სასარგებლოდ ბევრს. ჯერ ერთი, იმ შეხვედრაში ინგლისის დაცვამ რაც ითამაშა, მხოლოდ კოსოვო კი არა მაკედონიაც გაუტანდა და ჩვენებიც, თანაც ისე, რომ იმ თამაშს ჩვენები არ წააგებდნენ. კოსოვომ საშინლად მოთამაშე ინგლისის დაცვას გაუტანა 3 გოლი (არ ვაკნინებ მათ ღვაწლს, მაგრამ ფაქტი ფაქტია) და მაინც დამარცხდა 5-3! ეს გუნდი იტანს მაგრამ საკმაოდაც უშვებს. ასე იყო ერთა ლიგის ჯგუფშიც. კოსოვომ ვერ გაუტანა გოლი აზებაიჯანს, ვერ მოუგო ფარერებს და გოლები გაუშვა მალტასთან და ფარერებთან. საპირწონედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებს ჰყავს საკმაოდ ძლიერი დაცვის რგოლი და საყრდენი ზონა, შეგვიძლია ვითამაშოთ ისეთი დაცვა, რომ გოლი ვერ გაგვიტანოს ესპანეთმა, ირლანდიამ, დანიამ... ჩვენი პრობლემა უფრო საგოლე მომენტების რეალიზებაშია, თავის დაცვა კი ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგად გამოსდის. ამ ოთხ ნაკრებს შორის ყველაზე უკეთესი შანსი ჩვენებს აქვთ, თბილისში საქართველოს ნებისმიერი ასეთი გუნდის დამარცხება შეუძლია. პირადად ჩემი აზრია, რომ მეორე წყვილიდან მაკედონია გავა, ნამდვილად არ არის აუტსაიდერი კოსოვოსთან და საკუთარი კედლების ფაქტორსაც აუცილებლად ბოლომდე გამოიყენებს.
max
არ გვყავს სუსტი შემადგენლობა. არის რამოდენიმე ძლიერი მოთამაშე რომლებმაც ევროპის საშუალო დონის გუნდებში დაიმკვიდრეს თავი, მაგრამ ვაისა ძველებურად ძველ გვარდიას ეყრდნობა მაინც. ნაკრებს თუ ფეხი დაუცდა მთლიანად ამ უჩივის და ფედერაციის ბრალი იქნება
სოსო
რაც ამათ თამაშს ვუყურე ინგლისთან,ძალიან მობილური,მებრძოლი და გამტანი გუნდია.მაკედონია,ნამდვილად არ მიმაჩნია ფავორიტად,მათთან შეხვედრაში.ერთია,რომ შინ თამაშობენ და მაგათ ქვეყნებს შორის დამოკიდებულებაც ხომ ვიცით.
ჰაჰა
მე ვთვლი, რომ მთავარია ბელარუსი გავიაროთ. რატომ? იმიტომ, რომ ფინალისთვის უკვე 10 დღის ნავარჯიშევი გუნდი გვეყოლება, უფრო შეთამაშებული.
გუჯა
კოსოვო შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დაცვაში ჩაჯდომა არ იციან (რაც ინგლისთან შეხვედრაში დამტკიცდა)! შეუძლიათ გაუშვან სამი გოლი მაგრამ მანდვე ხუთი გაიტანონ!მარტო გამართული საფეხბურთო სქემა და დიდი თავდადება ჩვენი ფეხბურთელების თუ დააჩოქებს მათ!შარშან ვწერდი,რომ ბელარუს გავცდებით და ფინალში კოსოვოს შევხვდებით მეთქი (მაშინ სად ვითამაშებდით ფინალს არ იყო გარკვეული)! ფინალი საქართველოშია და უნდა მოვუგოთ სხვა გზა არ არის!
გუჯა
კოსოვო შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დაცვაში ჩაჯდომა არ იციან (რაც ინგლისთან შეხვედრაში დამტკიცდა)! შეუძლიათ გაუშვან სამი გოლი მაგრამ მანდვე ხუთი გაიტანონ!მარტო გამართული საფეხბურთო სქემა და დიდი თავდადება ჩვენი ფეხბურთელების თუ დააჩოქებს მათ!შარშან ვწერდი,რომ ბელარუს გავცდებით და ფინალში კოსოვოს შევხვდებით მეთქი (მაშინ სად ვითამაშებდით ფინალს არ იყო გარკვეული)! ფინალი საქართველოშია და უნდა მოვუგოთ სხვა გზა არ არის!
გიორგი ნაკაშიძე
ანუ თუ კოსოვო შეგვხდა ფინალში ჩვენ არ ვაღიარებთ კოსოვოს და როგორ უნდა ვეთამაშოთ?? იქნებ გაარკვიოთ ეს საკითხი პრობლემა ხომ არ იქნება მატჩის ჩატარების?
ozeki
მაკედონია-კოსოვოს გამარჟვებული გავა 100-იანი.
giorgi
ობიექტურია. ნეიტრალური თვალით მართლაც ძლიერია. ჩვენი სტადიონის+. შანსები 50/50
ლაშა
კოსოვოს გაყვანა პოლიტიკური ნაბიჯია
გოგა
რა ურჩევნიათ და როგორ ურჩევნიათ იმათ სულ არაა ჩვენთვის საინტერესო. ჩვენ თუ არ მივეცით თამაში რა ძალით წაგვართმევენ? ისე საერთოდ არამგონია ამათმა მაკედონია გაიარონ. საქართველო მაკედონიას ვფიფქრობ ფინალს.
ნოდიკო
ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.რა თქმა უნდა კარგი გუნდია კოსოვო, მაგრამ მაინც კოსოვოა და არა ესპანეთი და იტალია ან სხვა.საქართველო ცუდი გუნდი არ არის და მით უმეტეს თბილისსი და არამგონია აქ ფავორიტი სხვა იყოს
ზესტაფდონი
ჰოდა მოტო ტარჩებიან მასე პირდაღებულები..
მწარე
რაღაცა ძალიან დიდი პიარი აქვს ,,კოსოვოს''არადა არაფრით გამორჩეული გუნდი არაა.. რაიმე ჩათლახურ გეგმას ხომ არ ამზადებს უეფა და ფიფა მათ სასარგებლოდ? :( :(
სანდრო
ძალიან, ძალიან ცუდი "სიმპტომია". ეს ისეთი სერიოზული გამოცემაა, ტყუილად არაფერს არ დაწერდა. ურჩევნიათ "დასავლეთის ნებიერა" კოსოვო გავიდეს ევროზე.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ესპანეთმა შვედეთს სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კოსოვო-საქართველო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]