მოსკოვის "სპარტაკის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ, რომელიც ამჟამად "ტამბოვშია" განათხოვრებული, დედაქალაქურ კლუბში ყოფნის პერიოდში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.

"ვკითხულობდი სტატიებს, კომენტარებს. "სპარტაკთან" გაფორმებულმა კონტრაქტმა ყველა ჭკუიდან გადაიყვანა. ხელფასი 100 000 ევრო მქონდა და თუნდაც მაშინ ეს არ მეკუთვნოდა, თამაშით დავამტკიცე, რომ ვიმსახურებდი.

"ტამბოვში" თამაშისას ფსიქოლოგიურად უფრო მყარი გავხდი. გავაანალიზე, რომ ტყუილად ვნერვიულობდი სხვადასხვა კომენტარისა და შეურაცხყოფის გამო. მე კი არა, ძიუბას აგინებენ, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია.

"სპარტაკში" თამაშისას გოლის გატანაში ხელს ბევრი რამ მიშლიდა. მოედანზე გამოსვლისას მეძახდნენ: "წადი, საზამთროები გაყიდე!" როცა ბურთს დავკარგავდი, ეგრევე ჩემ შეცვლას ითხოვდნენ.

ხვდებით, როცა ეს გესმის, თამაში ყველაზე ნაკლებად გინდება. ეს მოტივაციას არ გმატებს და პირიქით, ძალიან მეშინოდა, გოლების გატანას რომ ვერ ვახერხებდი", - განაცხადა მელქაძემ Sport24-თან საუბარში.

გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ტამბოვის" რიგებში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სოსო
123,რაც ვნახე იმას ვამბობ.კრილია სოვეტოვთან,ორ გუნდში, ეგ ერთი კაცი იყო ფეხბურთელი. და რუსეთი ლიგა სულაც არაა ასეთი ხელწამოსაკრავი.ევროპაში მეექვსე ლიგაა.გიორგი ნავალოვსკი,სულაც მეორე ლიგაში თამაშობდა წლები,მაგრამ ცუდი იყო სხვების ფონზე?ნამდვილად არა.ფეხბურთელი კარგია,ხოლო მისი მიმართება საქართველოს ნაკრების მიმართ,ალბათ მის აღმზრდელებს უნდა მოვკითხოთ,პირველ რიგში.ჰო,მართლა,ცუდი რომ ყოფილიყო,რაღაც ტამბოვში მოთამაშეს,როგორც შენ ამბობ,ტურის სიმბოლურში ვინ შეიყვანდა?
ჰან
ვის მისტირით საკუთარ სამშობლოზე რო თქვა უარი იმას? ფეხბურთი მარტო სპორტი არაა. როცა ფეხბურთს თამაშობ მარტო ფეხბურთს კიარ თამაშობ, შენი ქვეყნის ღირსებას იცავ როგორც რიგითი მებრძლი. და თუ ეგ არ გინდა წადი ბიძია. ამ კაცით თუ მთავრდება ქართული ფეხბურთი, დავიშალოთ საერთოდ რაზე შემოვდივათ დავიშალოთ. ამდენი ნიჭიერი შემტევი გვყავს, გასაგებია ყველას კარიერა ისე ვერ წარიმართა როგორც გვინდოდა მარა საქართველო მაინც არ დაიკარგება.რამდენი წალი მივსტირიღ თ ამას. ესაა ჯიქია 2. ოჯახი როგორი ყავს ეგ ჩვენი საქმე არაა. აქ სპორრტისთვის შემოვდივართ ოჯახი თუ კაი აქვს ეგ სხბ ვა რამეა საერთოდ აქ სპორტსმენებისოჯახების გამო არ შემოვდივართ
ჯეკო
საქართველოს ნაკრებზე თამაშზე უარი თქვა მაგ კაცმა. კი ბატონო, ნუ გავლანძღავთ მაგის გამო,მარა მაშინ საერთოდ ნუ დაწერთ მასზე რამეს. არ არსებობს ეგ ფეხბურთელი ჩვენთვის. იყოს იმ რუსეთში და ითამაშოს. სამტრედიელი კარგი ოჯახიდანააო - დაიწერა აქ კომენტარებში. ოჯახი ასწავლის ბევრს რამეს ადამიანს - მათ შორის რა არის სამშობლო და პატრიოტიზმი., ნუ ვთხოვთ? მაშინ ნურც ვახსენებთ საერთოდ. P.S. ისე ცნობისათვის - სამტრედიელები არიან საბა კვირკველია და ჯიმიკო ტაბიძე, მთელ სამტრედიას რომ ეხმარებიან. ოჯახები და ჯიში მაგათი თქვი შენ...
123
თქვენ ენა რო არ გქონდეთ ყვავი წაგიღებდათ, მთელი გუნდის ფასი კი არა კვახი, ასეთი ძლიერი თუ არის დაკარგულ ტამბოვში რა უნდა? ან იმ 100000-ის წილში ვინ უზის?
123
სწორადაც გეძახდნენ
დათო
გეთანხმები ყველფერში, ოღონდ სპორცმენი არა, სპორტსმენია სწორი!!! მეგობრულად გირჩიე , არ გეწყინოს, ყველას მოგვდის მსგავსი შეცდომები და ერთმანეთს თუ მიუთითებთ კარგი იქნება!!!
სოსო
მის ერთ თამაშს ვუყურე და მთელი დანარჩენი გუნდის ფასი იყო,ეს ერთი კაცი.ძალიან კარგად ითამაშა.სამწუხაროა,რომ საქართველოს ნაკრებზე უარი თქვა,ქართველმა კაცმა.

rusetis mokalakea grigalavac da navalovskic shvilo paata))))))))))))
dato
ეს ბიჭი არის არაჩვეულებრივი ადამიანი პირველ რიგში იკითხეთ მაგის ოჯახი სამტრედიაში და მიხვდებით რაც შეეხება სპორცმენობას ის დარჩა იქ სადაც არის მისთვის მოისაღები მდგომარეობა ვიმეორებ სპორცმენია და თქვენ მოლყბეებო ფულის გულისტვის რო ეშმაკს შეეკვრება ბევრი ესც ხო არ ახალია ასე რომ საკუთარ თვალში იქნებ დირე დაინახოთ .
ზიზ
ზოგადად სპარტაკი არი ყველაზე რუსული შოვინისტური პათოსის გუნდი. როცა სპატრაკი აგებს აუცილებლად ვიღაცას ბრალდება (იმიტომ რომ სპარაკი არ აგებს!), ეს გუშინწინ რობსონი ან ჩიმფსონი იყო, გუშინ ანანიძე, დღეს მელქაძეა, ხვალ ჯიქია იქნება... რუსს ყველაზე ბოლოს დაბრალდება.
კომბა
tu ik daibada ra knas ar ikos mokalake?
გაგა
ენ ხო უარყავი საქათველო და რუსეთი აირჩიე, ეს ღალატია
პაატა
რუსეთის მოქალაქე რომ არის ეს მელქაძე, თქვენში არავითარ გარძნობას არ აგღიძრავთ? მითუმეტეს, ნაკრებში რომ იწვევთ?
მალაქია
დზიუბა რომ საუკეთესო ფეხბურთელი იქნება, უკვე იქ მთავრდება ფეხბურთი.
rasa
მაგ რასისტ და ქართველმოძულე ერთან საერთოდ არ უნდა დარჩე მაგის მერე
Kiki
ბარსა
და მაინც ღორებთან დარჩი და თამაში გააგრძელე. არ გასწავლეს რა არის ღირსება
Nukri
Me nayurebi maqvs magis tamashebis da dzalian kargi, mebrdzoli fexburtelia, tu shesadzlebloba iqneba, ar iqneba urigo nakrebshi rom itamashos
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება