ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

მერაბ შარიქაძე: მაისში სათამაშო ფორმაში ვიქნები!

მერაბ შარიქაძე: მაისში სათამაშო ფორმაში ვიქნები!

"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე მუხლის მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. მან ერთი ეტაპი უკვე დაასრულა და გასულ პარასკევს დარბაზს გარეთ პირველად ირბინა.

საქართველოს ნაკრებისა და "ორიაკის" შუამარბი მარჯვენა მუხლმა ჯერ კიდევ გასულ სეზონში

შეაწუხა და სასწრაფოდ ოპერაციაც გაიკეთა, რათა ტრავმას თავი მსოფლიო თასის წინ არ შეეხსენებინა, თუმცა ამან არ გაამართლა - მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით პერიოდში მან მარცხენა მუხლი დაიზიანა:

"ერთი წლით ადრე იგივე ოპერაცია მარჯვენა მუხლზე გავიკეთე. მაშინვე ვფიქრობდი, ნეტა მეორე ფეხზეც იგივე არ დამემართოს-მეთქი, რადგან ამ ტრავმას ასეთი რამ სჩვევია. არაერთ მორაგბეს ვიცნობ, ვისაც ერთი მუხლის მკურნალობის შემდეგ იგივე პრობლემა მეორეზე გასჩენია. სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა".

შარიქაძემ მუხლი გასული წლის 31 აგვისტოს, მსოფლიო თასის წინა მოსამზადებელ მატჩში, "საუზერნ კინგსთან" დაიზიანა. მიუხედავად ამისა, მან უმოკლეს დროში შეძლო მოედანზე დაბრუნება და იაპონიაში სამი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ მეორე ოპერაციას ვერ გადაურჩა:

"მსოფლიო თასის წინა რთული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, პირველი საკონტროლო მატჩის პირველ ტაიმში, უწყინარ სიტუაციაში მუხლის ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე, თუმცა გვქონდა იმედი, რომ საქმე ნაწილობრივ დაზიანებასთან გვქონდა და იაპონიაში თამაშს შევძლებდი. თავიდან იყო იმედგაცრუება, მაგრამ მსოფლიო თასზე თამაშის უდიდესმა სურვილმა და მონდომებამ თავისი გაიტანა, ექიმებისა და მწვრთნელების დახმარებით 25-დღიანი ურთულესი აღდგენითი პროცესი გავიარე და ურუგვაისთან შეცვლაზე ვითამაშე.

მთელი ეს პერიოდი მუხლი ძალიან მაწუხებდა და მერე გაირკვა, რომ მყესი გაწყვეტილი იყო. ასეთ დროს არათუ თამაში, სირბილიც სასწაულის ტოლფასი იყო. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საფრანგეთში ჩავედი, გუნდთან ერთად განვიხილეთ ჩემი მდგომარეობა და ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. რეაბილიტაციის პირველი ნაწილი საფრანგეთში გავიარე, 3 კვირის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და მას შემდეგ აღდგენით პროცესს საქართველოს ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვაგრძელებ. პარასკევს მოედანზე პირველად ვირბინე და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაისში სათამაშო ფორმაში ვიქნები. თუმცა, რადგან მაისში თამაშები არ გვიწევს, რეალურად მოედანს ზაფხულის ტესტებზე, სამხრეთ აფრიკაში უნდა დავუბრუნდე, რა თქმა უნდა, თუ ივლისამდე რამე არ შეიცვლება".

უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო სიტუაციის შეცვლის ალბათობა დიდია. არავინ იცის, როდის დასრულდება ეპიდემია და შესაბამისად, როდის დაუბრუნდება მსოფლიოს სპორტული შეჯიბრებები, რომელთა უდიდესი ნაწილი, მათ შორის, საერთაშორისო თუ საკლუბო სარაგბო ტურნირები და შეხვედრები, გაურკვეველი ვადითაა გადატანილი.

შარიქაძეს არსებული მდგომარეობა რეაბილიტაციაში ჯერჯერობით ხელს არ უშლის:

"ჯერჯერობით ამ სიტუაციას რეაბილიტაციაში ხელი არ შეუშლია. პარასკევიდან ერთი კვირა დასვენება მაქვს და ორშაბათამდე არსად მომიწევს გასვლა. ვფიქრობ, ხელი არც მერე უნდა შემეშალოს, რადგან რეაბილიტაციის პროცესი არ უკავშირდება მასობრივ შეხვედრებს, მხოლოდ ორ ექიმთან მაქვს შეხება. გარდა ამისა, "შევარდენის" ბაზაზე სრულადაა დაცული უსაფრთხოების წესები. სატრენაჟორო დარბაზში დამონტაჟებულია სადეზინფექციო ხსნარები და ყველა ვალდებულია, შესვლისას და გამოსვლისას ხელები დაიმუშაოს. ასეთივე ზომებია მიღებული ბაზის მთელ ტერიტორიაზე".

"ბორჯღალოსნების" კაპიტანი იმ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში ყველა მოქალაქის ვალია:

"ყველანი ვაანალიზებთ სიტუაციას და გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში და 24-საათიან რეჟიმში უმკლავდებიან ვირუსთან დაკავშირებულ პრობლემას".

შარიქაძე მუდმივ კონტაქტშია საფრანგეთში მყოფ ლეგიონერებთან, განსაკუთრებით, თავისი გუნდის, "ორიაკის" მოთამაშეებთან. მათმა ნაწილმა მოასწრო სამშობლოში დაბრუნება, ნაწილი კი საფრანგეთშია და კარანტინის მოთხოვნებს იცავს:

"საფრანგეთში ყველაფერი გაჩერდა. ამ კუთხით იქ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ჩვენთან. რამდენიმე ბიჭი სამშობლოში დაბრუნდა, დანარჩენები კი იქ არიან იზოლაციაში. ცუცქირიძე და საღინაძე საფრანგეთში ნაკრების შეკრების შემდეგ ჩავიდნენ, მერე ფრენები გაუქმდა და დარჩენა მოუწიათ. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად იყვნენ".

"ასეთი შემტევი გუნდი არასდროს გვყოლია"

მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის მორაგბე რეაბილიტაციას გადიოდა და შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნებს" ვერ ეხმარებოდა, ის ბაზაზე დიდი დროს ატარებდა და კმაყოფილია იმ ცვლილებებით, რომლებიც ლევან მაისაშვილმა ნაკრებში დანერგა.

2012 წლიდან დღემდე, შარიქაძემ 66 კეპი მოიხვეჭა. ის ამბობს:

"ნაკრებში მოღვაწეობის პერიოდში, ჩვენმა გუნდმა ყველაზე ხარისხიანი და სანახაობრივი თამაში წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა და ეს ლევანის დამსახურებაა. ვუყურებდი ვარჯიშებს და ვხედავდი, რომ მწვრთნელი ცდილობდა, შეტევის სისტემები ჩვევაში გადაეყვანა. რაღაც თამაშებში ეს კარგად გამოვიდა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, თუმცა მთლიანობაში ამ ცვლილებებს დადებითად ვაფასებ. ლევანის მიდგომამ მორაგბეებს სითამამე შესძინა. კრებასა თუ მოედანზე მისგან სულ გვესმოდა - არავის გაგკიცხავთ შეცდომის გამო. თუ შეცდომა მოხდება, თავიდან გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეს მოთამაშეებს წნეხის მოხსნაში დაეხმარა. როდესაც მოთამაშეს გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალ სივრცეს აძლევ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე უნდა გაგრძელდეს, თუ გვსურს, რომ საქართველოს ნაკრები კარგ შემტევ გუნდად ჩამოყალიბდეს.

რაც შეეხება დაცვაში დაშვებულ შეცდომებს, ეს არც ჩვენ მოგვწონს და არც გულშემატკივარს, მაგრამ როდესაც მთელ აქცენტს შეტევაზე აკეთებ, იოლი არაა დაცვაში უშეცდომოდ თამაში. მთელი ტურნირის განმავლობაში დაცვის ვარჯიში სულ რამდენიმე იყო და ასეთ დროს ხაზის გაჭრა ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც სავარჯიშოდ მეტი დრო გვექნება და დაცვაზეც იმ დოზით ვიმუშავებთ, როგორც ამ პერიოდში შეტევაზე ვმუშაობდით, ეს ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება

U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ

[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა

ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?

U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა

"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი

15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა

მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება

აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს