მინდა მივმართო "დინამო თბილისის" თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, რომელიც "დინამო თბილისის" დიდი ოჯახის წევრია.

იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის.

ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიკურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

სკ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი - რომან ფიფია

fcdinamo.ge

რას ამბობთ? რა ხმა ამოიღონ, ნახეთ ინტერვიუები ნებისმიერ ვეტერან დინამოელთან, აქებენ და ადიდებენ ფიფიას. ამის შემდეგ ვინმეს აქვს იმედი, რომ რამეს საწინააღმდეგოს იტყვიან?
Vasili
მე რა მიკვირს იცით ხალხო? აი, მე და თქვენ ვხვდებით და ვიძახით რო დინამო ჭაობია!! და ის მაგარი ხალხი , ვგულისხმობ გაბელიას, ჩივაძეს, გუცაევს და ნუ მოკლედ ყველას , ( აღარ ვაგრძელებ ჩამოთვლას შეგნებულად) , აი ეს ხალხი ასეთ გასაცოდავებულ მდგომარეობაში რო უყურებს დინამოს , მე მათ ვეკითხები! არ გეცოდებიათ ხალხო ? გული არ გწყდებაათ? ამ სიბერეში თქვენ სიტყვას ოქროს ფასი აქ ისედაც და რას დადუმებულხართ?! რატო გერიდებათ სიმართლის თქმა ?! მე ვიცი რო ძალიან წესიერი და მორიდებული ხალხი ხართ, მაგრამ თუ თქვენ არ ამოიღებთ ხმას, და არ იაქტიურებთ, აი მე და ჩემნაირები კი ვიყვირებთ, მაგრამ აზრი ?? არც არაფერი!!! ამ ფიფიას ყავდეს ეს აკედემია, შეიძლება ამ კაცმა ამის მეტი აღარ იცის , ესეც ხო ფაქტია არაა? , რაც შეეძლო გააკეთა, მეტს ვერ აკეთებს! დაიტოვოს ეს აკადემია და გუნდი გაასხვისოს ვინმე ისეთზე ვისაც აქვს პრეტენზია რო გუნდი იყოს ლიგაზე ან ევროპაზე!!! ეს კაცი ვერ იზავს ამ ამბავს , შანსი არააა, არააა მაგის კაცი!!! არსებობენ ადამიანები , რომლებიც წარმატებულები არიან, მაგრამ რაღაც ზღვრამდე, იმის იქით ვსიო! მორჩა! არ წავა , და ასეა ეს ფიფიაც, თუ არ გჯერათ ჩემი, ჩახედეთ მის პირად ბიოგრაფიას!!! მადლობა ბატონო რომან , მაგრამ იქნებ მიხვდე რომ ამოწურეთ თქვენი რესურსი !!!
simartle
პირწავარდნილი აფერისტი
zaza
ბატონო რომან, ნამდვილი ქართველი გულშემატკივრების სახელით მადლობას გიხდით ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩადებული დიდი შრომისა და ფინანსების გამო. რაც შეეხება გამარჯვებებს დ სიხარულს თქვენ ფაქტიურად იწინასწარმეტყველეთ ის რაც ამ პანდემიის მერე მოხდება. საქმე იმაშია რომ მზადდება (მიმდინარეობს საინფორმაციო მულტფილმის გადაღება) და სწორედ დინამოში, როგორც ერთადერთ გამართულ და ნამდვილ კლუბში დაინერგება უნიკალური ინოვაცია რის შედეგადაც დინამო და ზოგადად საქართველო მსოფლიოში მოწინავე საფეხბურთო კლუბი და ქვეყანა გახდება და ეს სულ რამდენიმე თვეში. მომავალ შეხვედრამდე.
ანდრო
ხოო შენს ხელში ხომ აქამდე სულ გამარჯვევებით იარა დინამომ, არ გამოუტოვებია არცერთი ევროპული წლის ჯგუფური ტურნირი. შენ და შენნაირმა ფეხბურთის ფუნქციონერებმა თუ ვაი მენეჯერებმა მიიყვანეს საქმე აქამდე, რომ ვიღაც ბატეს, ასტანას თუ ყარაბაღის თამაშებს ვადევნებთ თვალს ევროპაზე (ისე ამხელა სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშს არ სჯობია, სადმე პატარა სტადიონი იქირავონ, რამდენიმე ათასიანი, მაყურებელი მაინც გამჩნდება და რაღაც ფონი შეიქმნება. აი აქამდე მიიყვანეს საქმე . . .).კიი დიდი გამარჯვებები გელოდება, როგორ არა - 70-80 -ინის დინამოს ძველი დიდების გამო გეტყვიან მობრძანდი ბატონო რომან ჩვენს ლიგის ჯგუფშიო...

რას ამბობ, თუ კაცი ხარ! ჯერ კიდევ დარჩა ფული გასათეთრებელი და ნაურუდან ხალხი ჩამოსაყვანი
გუჯი
ეს რომ გვაბოლებს მისი ჭკუით მაგაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ვინ გეგულება ისეთი ვინც დინამოს იყიდის და ფულს დაახარჯავს??? სამწუხაროდ და საუბედუროდ არაფრის იმედი არ არის ამ ახლო მომავალში რომ ქართული გუნდი ბატეს, ყარაბახს ან თუნდაც ასტანას ამოუდგეს გვერდში.
ბათუმის ფანი
შენს ხელში სიხარული ბატონო რომან?
emigranti
ამ უნამუსო კაცმა დაასამარა დინამო და ეხლაც გვაბოლებს. ბევრი სიხარული და გამარჯვება თუ არ იქნა წახვალ? გაყიდე რა გუნდი თავისი აკადემიით და სტადიონით. ცნობილი ბრენდია და კარგი მყიდველიც გამოუჩნდება, რომელიც ათ შენდენს მაინც დახარჯავს. მოგვშორდი რა, იყიდე ნებისმიერი ქართული კლუბი და იქ აშენე. ქვეყნისათვის საქადულო კაცის სახელით წახვალ. დაგვიბრუნე დინამო თუ ღმერთი გწამს.

შენი რომ არ სჯერა აღარავის ? რასაც ამბობ, ერთი სიტყვა არ დაიჯერება.მომავალ წელს ლიგას ხომ არ დადებთ, ბატონო რომან?
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...