ზე-რაგბში მოთამაშე ერთადერთი" ბორჯღალოსანი" ჯაბა ბრეგვაძე თბილისში იმყოფება და ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვარჯიშობს. ის სამშობლოში სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონის შეჩერების შემდეგ დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე მოთხოვნა არ ვრცელდებოდა, თვითიზოლაციაში რჩება.

კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გამო, 32 წლის მორაგბის იაპონური ფრანჩაიზის, "სანვულვზის" გეგმები ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს აირია. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრეგვაძე გვიყვება:

"პირველად ჩვენი გეგმები თებერვლის ბოლოს შეიცვალა. ახალ ზელანდიაში ვიყავით და "ჰარიქეინზთან" (29 თებერვალს) სათამაშოდ ვემზადებოდით, რის შემდეგაც იაპონიაში უნდა დავბრუნებულიყავით და ორი მატჩი შინ ჩაგვეტარებინა. შუა კვირაში გვითხრეს, რომ იაპონიაში მინიმუმ 2-3 კვირა ვერ დავბრუნდებოდით და საშინაო შეხვედრებს ავსტრალიაში გავმართავდით. "ბრამბისს" (6 მარტი) და "ქრუსეიდერსს" (14 მარტი) ავსტრალიაში ვეთამაშეთ, მერე გვამცნეს, რომ სუპერ რაგბი მინიმუმ 2 კვირით შეჩერდა, თუმცა, როგორც ვატყობ, ეს ვადა კიდევ გახანგრძლივდება, რადგან ორი კვირა უკვე გავიდა და უკეთესობა არ ჩანს. ჯერჯერობით სუპერ რაგბი გაუქმებული არაა და შეჩერებულია, მაგრამ რა იქნება მომავალში, არავინ იცის".

რადგან ჯაბა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში არ იმყოფებოდა, შინ დაბრუნების შემდეგ მასზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა, თუმცა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მორაგბემ თვითიზოლაციის წესები მაინც დაიცვა:

"ავსტრალიაში იმ დროს ვირუსი არ იყო გავრცელებული და წამოსვლა არ გამჭირვებია. რადგან რისკ-ჯგუფის ქვეყნიდან არ დავბრუნდი, კარანტინში გადასვლაც არ მომიწია და არც თვითიზოლაცია მომთხოვეს, თუმცა ორი კვირა სახლიდან მაინც არ გავსულვარ და მეუღლისა და შვილის გარდა, ურთიერთობა არავისთან მქონია".

იაპონიაში იმედოვნებენ, რომ ვირუსი მალე ჩაცხრება, სუპერ რაგბის სეზონი გაგრძელდება და დროებით დათხოვნილ მორაგბეებს ფორმის შენარჩუნებას სთხოვენ. ამაში ბრეგვაძეს "ბორჯღალოსნების" ფიზმომზადების მწვრთნელები ეხმარებიან:

"კლუბის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. გვეუბნებიან, რომ არავინ იცის რა მოხდება და ფორმა უნდა შევინარჩუნოთ. შესაძლოა ყველაფერი 1-2 საათშიც შეიცვალოს. მთავარია, ვირუსს ეშველოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რითმს.

ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა ირაკლი ჭყონიამ, საჭირო ინვენტარი სახლში გამომატანა და კარანტინის შემთხვევაშიც შევძლებ ვარჯიშს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ვარჯიშების შემდეგ ისეთ ფორმაში ვიქნები, როგორშიც ორი კვირის წინ ვიყავი, თუმცა სასურველ ფორმაში დასაბრუნებლად თვე-თვენახევარი არ დამჭირდება".

ჯაბა ბრეგვაძე სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვდა. მან ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ორ შეხვედრაში ლელოები გაიტანა. ამის მიზეზად ის განსხვავებულ მოსამზადებელ პერიოდს ასახელებს:

"წელს სუპერ რაგბის სეზონს ნამდვილად საუკეთესო ფორმაში შევხვდი. ამის მიზეზი მოსამზადებელი პერიოდია. წინა ორ სეზონში აქცენტი უმთავრესად სირბილზე კეთდებოდა, რასაც მიჩვეული არ ვიყავი. მანამდე მოსამზადებელ პერიოდში დროის 60-70%-ს ძალოსნობის დარბაზში ვატარებდი. წელს "სანვულვზმაც" შეცვალა მოსამზადებელი სისტემა, დარბაზს მეტი დრო დაუთმო და მეც უკეთეს ფორმაში ვიყავი“.

ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონი, თუმცა წინდაწინვე იყო ცნობილი, რომ ის იაპონური ‘სანვულვზისთვის’ ზე-რაგბში ბოლო იქნებოდა. იაპონელებს ეს საკითხი დიდად არ აწუხებთ და აქცენტს შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაზე აკეთებენ:

"იაპონიაში დიდად არ ცდილობენ სუპერ რაგბში ადგილის შენარჩუნებას, ან მსგავს ტურნირში ჩართვას. ისინი უფრო შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაზე ფიქრობენ და ამის ყველანაირი რესურსი გააჩნიათ. მათ აქვთ საკმარისი ფინანსები და ურჩევნიათ შინ ჰყავდეთ ნაკრების მოთამაშეები. ვფიქრობ, ეს ფაქტი იაპონიის ნაკრების პროგრესზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
შეადარეთ ჯაბას საქციელი,ზოგიერთ უცხოეთიდან დაბრუნებულის საქციელთან აქეთ რომ ექაჩებოდნენ პოლიციას,იზოლაცია არ გვჭირდებაო და მიხვდებით,როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცი და როგორი არა
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა