გიორგი მერებაშვილი წლებია პოლონეთში თამაშობს, sportall.ge საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დაუკავშირდა და მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

- დღეს, 28 მარტია, ორი დღე გავიდოდა მას შემდეგ საქართველო - ბელარუსის მატჩი რომ ჩატარებულიყო. რას ფიქრობ რა ემოცია გექნებოდა დღეს?

- დაწყებული ფეხბურთელებიდან და სამწვრთნელო შტაბიდან, დამთავრებული გულშემატკივრამდე, დარწმუნებული ვარ რომ ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი. ყველა გამარჯვებას ელოდებოდა ამ მატჩში და არც მე ვარ გამონაკლისი. დღეს ვიქნებოდით ძალიან დაღლილი იმ ემოციებისგან, რასაც 26 მარტს მივაღწევდით. თუმცა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით და გვექნებოდა იმედი, რომ ფინალშიც მოვაერხებდით გამარჯვებას.

ძალიან სამწუხაროა, რომ გადაიდო ეს შეხვედრა და იმედი მაქვს მალე ჩაივლის ეს ყველაფერი. ადრე თუ გვიან ვითამაშებთ ამ თამაშებს და მივაღწევთ იმ სასურველ ოცნებას, რასაც ევროპაზე გასვლა ჰქვია.

- მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიმართება ეს მატჩები, რას ფიქრობ რა შანსები გვექნება?

- ძალიან რთულია ამ თამაშზე საუბარი, რადგან არავინ არ იცის თუ რა იქნება მომავალში. გარკვეულია დრო, რომ ივნისში ჩატარდება მატჩი, თუმცა მიმაჩნია რომ ეს შეხვედრა ივნისშიც არ ჩატარდება. ჯერ ჩემპიონატებიც არ განახლებულა და არც არავინ იცის, როდის განახლდება. თუ ივნისში მაინც ჩატარდა, ყველაზე დიდი პლიუსი რაც ექნება ბელარუსის ნაკრებს, ისინი ფორმაში იქნებიან. აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს, რომ არ ჩატარდება ეს მატჩში ივნისში და გადაიდება კიდევ ერთხელ.

- რა ხდება პოლონეთში, რა ვითარებაა კორონავირუსის პანდემიის დროს და ხომ არ გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?

- როგორც მთლიანად მსოფლიოში, რა თქმა უნდა რთული სიტუაციაა. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. თუმცა მე როგორც რიგითი მოქალაქე პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმედი მაქვს რომ მალე დავუბრუნდებით ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს.

ჯერჯერობით არ ვგეგმავ საქართველოში ჩამოსვლას, რადგან ვარჯიშები გვაქვს ინდივიდუალურად დანიშნული. ორ-ორი ფეხბურთელი მივდივართ ბაზაზე და მწვრთნელის მეთვალყურებობის ქვეშ ვვარჯიშობთ. მიუხედავად იმისა, რომ ორ-ორი ფეხბურთელი მივდივართ, არც ჩემ თანაგუნდელებთან მაქვს ახლო შეხება, მე მინდვრის ერთ მხარეს ვვარჯიშობ და თანაგუნდელი მეორე მხარეს. ესე ვცდილობთ შევინარჩუნოთ ფორმა, ვარჯიშებიდან გამომდინარე ჩვენ ვრჩებით პოლონეთში და სამწუხაროდ არც აქ ვიცით როდის განახლდება ჩემპიონატი.

- რომელი უფრო ცუდი იყო, 90-იანები თუ კორონავირუსის პანდემიით გაჩერებული მსოფლიო და გაურკვეველი პერსპექტივა?

- არც 90-იანების პერიოდი იყო კარგი და არც დღევანდელი სიტუაციაა კარგი, რაც ხდება მსოფლიოში. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და მალე გამოჯანმრთელდება ყველა ის ადამიანი ვინც ინფიცირებულია.

- რითი გაგყავს თავისუფალი დრო უფეხბურთობის ჟამს?

- ძირითადად სახლში ვარ, მიჭირს სულ შინ ყოფნა, თუმცა ჩემი მოქალაქეობრივი ვალია რომ დავიცვა ის წესები რაც აუცილებლად დასაცავია. გარეთ აუცილებლობის შემთხვევაში გავდივარ, ვარჯიშების გამო და პროდუქტების საყიდლად. დარჩენილ დროს ვატარებ სახლში და ვცდილობ პოზიტიურად ვიყო განწყობილი. ისეთ რაღაცეებს ვუთმობ დროს რისთვისაც ადრე დრო არ მრჩებოდა: ინდივიდუალური ვარჯიშები სახლში, წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და ვცდილობ დროის სასიკეთოდ გამოყენებას.

- როგორ შეაფასებდი განვლილ სეზონს პოლონეთში რამდენად კმაყოფილი იყავი საკუთარი თავით?

- თავიდან ცუდად დავიწყეთ სეზონი, შემდეგ მწვრთნელიც გამოვიცვალეთ და ასე 10-12 მატჩის შემდეგ გამოვასწორეთ ასპარეზობა. ჩვენი მიზანია, რომ მოვხვდეთ 8 საუკეთესო გუნდში, რის შემდეგაც გვექნება იმის საშუალება რომ ვითამაშოთ და ვიბრძოლოთ ევროსაგზურისთვის. რაც შეეხება ჩემ თამაშს ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი და იმედი მაქვს, რომ მალე დაიწყება ჩემპიონატი და გაცილებით ნაყოფიერად ვითამაშებ.

ბოლოს მინდა ვისარგებლო შემთხვევით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს და მთლიანად ყველა იმ ადამიანს, ვინც გვიცავს და ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო და ასევე იმ მოქალაქეებს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც თავიდან ბოლომდე იცავს იმ წესებს და უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას, სხვების ჯანმრთელობას. იცავენ ყველა წესს, დაწყებული ხელის დაბანით, დასრულებული სახლში დარჩენით და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გიო
მერებაშვილი როგორც ფეხბურთელი რა ვქნა ძალიან არ მომწონს, მაგრამ ჩვენი ნაკრების წევრებში რისი ნაკლებობაც არის პროფესიონალიზმი და მიდგომა აქვს სწორი, მარტო ამის გამოც იმსახურებს რომ ვაფასებდეთ.
andro
ჩემი კომენტარი რატომ არ დადეთ ჟურნალისტის შეფასებაზე, რა შუაშია 90-იანი წლები დღევანდელ პანდემიასთან დაკავშირებით?
გელა მეუნაგირია
ჰარუკი მურაკამის კაფკა პლაჟზე რამ წასაკითხა? თან მაგდენი? :D სასაული რა
kori
ცვენ რეგიონში არაა ისე მოზღVავებული ვირუსი როგორც Dასავლთ EვროპაშI Nახეტ სტატისტიკა
kori
არაფერი არ გაუცერებიათ და 94 ინფექცირებულიდან გარდაცვლილი არცერთი არ ყავთ
bokinio
ბელორუსი პრაქტიკულად დაკეტილი სახელმწიფოა. მანდ არც ტურიზმია და არც ამდენი უცხოელი ბიზნესმენი.
www
თუ მბლოკავთ, დამბლოკეთ, მაგრამ ეს მაინც ჩაასწორეთ, სისულელეს ამბობს, "პოზიტიური" სხვა რამეა და "იმედიანი" სხვა. "დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. თუმცა მე როგორც რიგითი მოქალაქე პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს"
1
იტალია?რატომ არის თქვენი აზრით ამხელა მსხვერპლი იტალიაში?იმიტომ რომ ყველაფერი გააჩერეს?
1
დედამიწამ 1 წლით უნდა გადაწიოს თითქმის ყველაფერი და 2021 უნდა ჩატარდეს ყველაფერი რაც 2020 იყო დაგეგმილი.როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად არ იქნება მარტივი 1-2 თვეში ყველაფრის აღდგენა
Kkk
ვინმემ იცით ეს ბელარუსი იმით, რომ არ აგრძალა ჩემპიონატი, არ მოხსნა სკოლები და ასე შემდეგ ამით დაზარალდა? მე მგონი არა პირიქით უკეთ არიან ვიდრე სხვები, რომლებმაც გააჩერეს ყველაფერი.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ