დღეს, 1-ელ აპრილს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით, მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ვიდეოკონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს შეეხება.

ეროვნული ნაკრები

უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და სავარაუდოდ, ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩის ჩატარების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასაკობრივი ნაკრებები

ეროვნული ნაკრების მსგავსად, ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად, ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის გადაიდო.

საკლუბო ფეხბურთი

უეფას გადაწყვეტილებით, 2020-21 წლების სეზონისთვის ევროტურნირები, ივლისის ნაცვლად, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" და "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეოკონფერენციას გამართავს.

ქალთა ფეხბურთი

სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად, ასევე გაუქმდა 19 წლამდე გოგონების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფას და გამოთქვა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

პეტრე
მოკლედ, არ იქნა და არ გვეღირსა დიდი საფეხბურთო ზეიმი, რა კარგად მიდიოდა ყველაფერი და რა დაუნდობლად გვკენწლის განგება _ გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. ნეტავ დიდი გამარჯვების საწინდარი მაინც იყოს ეს უსასრულო ლოდინი და აღარ დავეძებ წვალებას...
გოგა
მოკლედ ერთა ლიგის 12 გუნდს რომლებსაც უწევთ პლეი ოფები, ყველას გაიყვანენ ევროპაზე და ერთ ევროპას ჩატარებე 36 გუნდიანს 2021 ში
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ