ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[შეფასება] არაადეკვატური გადაწყვეტილება - ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბები კვლავ დაფინანსდებიან

[შეფასება] არაადეკვატური გადაწყვეტილება - ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბები კვლავ დაფინანსდებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და დიდი ალბათობით, შეიძლება ეს ვითარება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც საქართველოში მრავალი რეგულაცია მოქმედებდა, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი უსამსახუროდ დარჩა.

stopcov-ის ფონდში ამ ეტაპზე ჩარიცხულია 22 802 383 ლარი, ხოლო თუ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის ინფორმაციას დავეყრდნობით, 2019 წელს ქართული კლუბებისთვის 32 019 195 ლარი გამოიყო.

რატომ მოგვყავს ეს ციფრები?

"დღევანდელ კონფერენციაში ასევე ჩართული იყო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი შალვა გოგოლაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ყველა კლუბს შეუნარჩუნდება ის საბაზისო დაფინანსება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული", - დავით მუჯირი.

საინტერესოა, როგორ ვითარდება ქართული ფეხბურთი? რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია, რომ ქართულ კლუბებს დაფინანსება არ შეუწყდეთ? ან თუნდაც უკორონოვირუსობის ჟამს, ჰქონდა თუ არა ამ ყველაფერს რაიმე სახის ეფექტი?

მოდი, უშუალოდ განვიხილოთ, რაში დაიხარჯა თუნდაც 2019 წელს ფული?

საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ გამოყოფილი თანხის 50%-ზე მეტი ხელფასებში დაიხარჯა. ვის ხელფასებში?

საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფულის ხელფასებში მთავარი გამცემები - თბილისის "დინამო" 1 681 307, ბათუმის "დინამო" 1 109 771 ლარი, გორის "დილა" 934 633 ლარი, ქუთაისის "ტორპედო" 920 465 ლარი.

ადმინისტრაციულ ხელფასებში - საუკეთესო მაჩვენებელი ეროვნულ ლიგაში ჰქონდა "რუსთავს", მათ ხელფასების 31.3% თანამშრომლებს მოახმარეს და ისინი ეროვნული ლიგიდან გავარდნენ. ეროვნულ ლიგა 2-ში 51.2% ჰქონდა "ცხინვალის" უფროსობას და ამ გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა. ამავდროულად, კლუბში სერიოზული ფინანსური პრობლემები წარმოიქმნა.

მწვრთნელების ხელფასებში - საუკეთესო მაჩვენებელი ეროვნულ ლიგაში ჰქონდა თბილისის "დინამოს", რომელმაც ხელფასების 31.7% ჩისკოს სამწვრთნელო გუნდს მოახმარა. უფრო თვალნათლივ, რომ წარმოვაჩინოთ სახელმწიფოს გაცემული ფული - ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (532 532,92 ) მოხმარდა ესპანელ მწვრთნელთა გუნდს, რომელმაც ამ თანხის სანაცვლოდ "დინამო" მხოლოდ საქართველოს ჩემპიონი გახადა, საუბარი ზედმეტია ევროტურნირებსა და სხვა სარგებელზე.

ეროვნულ ლიგა 2-ში "სამტრედიამ" ყველაზე მეტი თანხა მიიღო და ხელფასების 30.7% სამწვრთნელო შტაბს მოახმარა, როდესაც თბილისის "მერანმა", რომელიც ჩემპიონი გახდა, ხელფასებში გამოყოფილი თანხის 8.1%-ით მოახერხა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა.

ფეხბურთელების ხელფასებში - სახელმწიფომ დახარჯა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა ხელფასებში - 901 683,77, გორის "დილას" ფეხბურთელებში - 671 124,40, ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებში - 548 337,74 და ა.შ.

3 570 188 ლარი დაიხარჯა ეროვნული ლიგა 2-ის ფეხბურთელების ხელფასებში.

როგორ ვითარდება ქართული ფეხბურთი?

არავინ დავობს ფეხბურთელების, მწვრთნელების, ადმინისტრაციის და ა.შ. ხელფასებზე. შეიძლება მათ მეტიც უნდა ჰქონდეთ და ეკუთვნოდეთ, მაგრამ ხელფასს მათ სახელმწიფო არ უნდა უხდიდეს, მათ უნდა აფინანსებდეს დამქირავებელი და არა ბიუჯეტი.

რა უნდა თქვან მათ, ვინც გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს და უფრო ნაკლები ხელფასი აქვს? რითი არიან ვინმეზე ნაკლებნი ექიმები, მასწავლებლები, მეეზოვეები, მაშველები და ა.შ. რეალურად ამ სამსახურებში დახარჯული იმავე რაოდენობის თანხა უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ასე უგზო-უკვლოდ ფეხბურთში.

ეს ფული სასარგებლოდ დახარჯულად ჩაითვლებოდა მაშინ, როდესაც ექნებოდა ამ ყველაფერს უკუეფექტი და მინიმუმ სახელმწიფო იმავე თანხას მიიღებდა, რასაც ხარჯავს. ან ეს თანხა მინიმუმ კიდევ უფრო მეტი აკადემიის შექმნასა და მომავალი თაობების აღზრდას მოხმარდებოდა.

საქართველოს ფეხბურთის ფეხბურთის განვითარების ფონდში დღემდე სჯერათ და ჯიუტად აგრძელებენ მტკიცებას, რომ ეს ფული სასარგებლოდ იხარჯება. არადა, სად არის შედეგი?

კლუბებმა ევროტურნირებზე რაიმე შედეგი დადეს?

ეროვნული ლიგა კომერციული პროექტი გახდა?

რომელიმე კლუბი ახერხებს მაინც, რომ შემოსავალი ჰქონდეს?

ეროვნული ლიგა ახალგაზრდა ტალანტების სამჭედლოა?

და ამ დროს დადგა ჟამი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს უმუშევრობის ნიშნული მაქსიმუმამდე არის აყვანილი. ხალხი ვირუსზე მეტად ფინანსებზე ნერვიულობს. ბევრმა ისიც კი არ იცის, როგორ უნდა გამოკვებოს ოჯახი, თუ ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდა.

ამ დროს კი ამაყად თქვეს, რომ ქართულ კლუბებს დაფინანსება შეუნარჩუნდებოდათ. stopcov-ის ფონდში კი უფრო ნაკლები თანხაა, ვიდრე ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ ეროვნულ ლიგაში დასახარჯი თანხა.

ძვირფასო გადაწყვეტილებების მიმღებო პიროვნებებო, შეგიძლიათ დარჩეთ თბილ სახლში და არაფერზე იდარდოთ; იამაყოთ იმით, რომ წელსაც წარმატებულად დაფანტავთ ამ თანხას. თქვენ არაფერი გემუქრებათ, თქვენ გაქვთ მარაგები.

მომავალში კი გამოდით, მშიერ ხალხს ქართული ფეხბურთის წარმატებასა და თქვენს ნაყოფიერ მუშაობაზე ესაუბრეთ. შემდეგ კი ეწუწუნეთ, რომ ეროვნული ლიგის მატჩებზე იარონ...

ვიმედოვნებ, ეს სტატია მცირედით მაინც დაგაფიქრებთ, რას აკეთებთ, რადგან ფაქტია, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გაჭირვების ზღვარზეა და თქვენ კიდევ ფულის ხარჯვას იმავე ტემპით აპირებთ.

• მიხაელ

ღვარძლიანი რა შუაშია ? ადამიანი სწორად სვამს აქცენტებს. დღეს საქრთველოს პრობლემა არა რესურსების უქონლობა არამედ არასწორად არჩეული ორიენტირებია როგორც ეკონომიკაში ისე სპორტში და ალბათ კიდევ ბევრ სხვა სფეროში. შენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რომელი აღზარდა კლუბმა სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფმა ? საჭიროა არა უაზროდ ფულის ყრა, არამედ რეორგანიზაცია ლიგის და შექმნა სიცოცხლის უნარიანი ლიგის . ის რაც ახლა არის , ეს არის სუნთქვის აპარატზე მიერთებული გვამი , რომელსაც აპარატი რომ გამოურთო 3 დღეში უნდა დამარხო.

• DAVE

სტატიაში ვკითხულობთ ღვარძლიან კითხვას - ეროვნული ლიგა ტალანტების სამჭედლოა ? - დიახ გალაქტიონ არის. ბოლო დროს ეროვნული ლიგიდან ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩინეს ევროპელებმა და კიდე ბევრს აღმოაჩენენ, ყველა რომ არ ჩამოვთვალო ესეც საკმარისია : ხარაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე ....

• ვახო

კალაძე კობიაშვილი რას აკეთებენ? ამ ფეხბურთელ მერს 300 დიზელის მიკროავტობუსის შემოყვანა რომ უნდა იმაზე ხმას რატომ არავინ იღებს?ავტობუსები შემოიყვანა გაზზე გარემოს ნაკლებ ზიანს მიაყენებსო და დიზელის საწვავი რომელიც ყველაზე ბინძურია რას უზავს თბილისის ჰაერს?მაგრამ მერე ფული ვიღას გაეკეთებინა.

• თემო

იცით რა მაინრერესებს,საერთოდ რისთვის ვატარებთ ამ ჩემპიონატს?ასეთ გაჭირვებულ ქვეყანასში ვხარჯავთ ასეულ მილიონს ფეხბურთში და საბოლოო შედეგი რა არის? ჩემპიონატის თამაშებს რამდენიმე ათასი მაყურებელი თუ ესწრება უკვე გვიხარია,ძირითად თამაშებს რამდენი ასეული მაყურებელი თუ ჰყავს, აღარაფერს ვამბობ სატელევიზიო გაშუქებაზე და ყურებადობაზე რომელიც 0 ტოლია ,ასერომ რისთვის ვატარებთ საერთოდ გაუგებარია

• QT

ფონდი აფინანსებს იმდენით რაც უნდა მიეცა საბაზისო დაფინანსებით, ანუ 700000 ლარიბწელიწადში და ხელფასები არის იმაზე 3ჯერ მეტი ვიდრე აძლევს ფონდი. ისე გამოდის რომ თავისი ფული რაც უნდა დაეხარჯათ იმის მობილიზებას ვერ ახდენენ და ამიტომ აკლებენ.

• გაბრიელა

გაუგებარია ფედერაციის პოზიცია, ფიფამ მოუწოდა ყველა ქვეყანას პანდემიასა და უმუშევრობასთან დაკავშირებით ქამრები შემოიჭირეთო და ყველა დაეთანხმა და ზოგიერთ ქვეყანაში 70%-ითაც კი შეამცირეს ხელფასები, საქართველო რა? ჭრელი პეპელაა? სპონსორებმა თავისი საქმე იცოდნონ, მაგრამ ბიუჯეტის ფული, ასე უპრაგონოდ არ უნდა დაიხარჯოს, ეს ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და ფეხბურთს კი არა ყველას უნდა შეუმციროს დაფინანსება და ეკონომიკა-სოფლის მეურნეობას უნდა მოახმაროს.

• კორონა-ს

ჩანს რომ ფედერაციას და ფონდს იცავ,გასაგებია,მოდი დაფიქრდნენ ფედერაციაში და ფონდშიც რატომ დააკლეს 70-პრ ხელფასი ლოკომოტივის ფეხბურთელებს? ხომ აფინანსებს სრულად ფონდი?არ გიფიქრიათ უბრალოდ უკმაყოფილებად გამოიწვევს ბევრის ეს და კითხვებიც გაჩნდება ლეგიტიმური.

• lali

ბევრი გაქვთ და არიგეთ უაზროდ ფულები

• სიმართლე

ახლა უკვე დავრწმუნდი რომ ეს ფული რამოდენიმე ადამიანის ჯიბეში მიდის და ასეთ დროსაც არ უნდათ რომ ჯიბე ოდნავ შეუმსუბუქდეთ. სამარცხვინო გეგმის სამაცხვინო მიმდინარეობა და შესაბამისად შედეგიც სამარცხვინოა ქართულ ფეხბურთში.

• კორონა

ის თუ იცი რომ ამ ფულით ფინანსდება 80 გუნდი, 100-ზე მეტი სკოლა და უამრავი განათლების მიმღები დამწყები თუ უკვე არსებული მწვრთნელი და ფეხბურთში ჩართული ადამიანი?!!! ეს ყველა თუ კალძის კლანია, კალაძე კი არა ალექსანდრე მაკედონელი ყოფილა ეგ კაცი ასევე თუ გაქვს ინფორმაცია, რომ ეს ფული უკვე ათეულობით წელია იხარჯება ოღონდ დეცენტრალიზებულად, როგორც კი გაერთიანდა და ანგარიშვალდებული უწყება შეიქმნა ატეხეთ ამ უგუნურმა ხალხმა ვიშვიში. დააყენეთ ერთი ადგილი და რამე სიკეთე გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის, თუ ვერ აკეთებთ ნუ აფუჭებთ მაინც!!!

• ნოდო

ქვეყანაში იმიტო არსებობს აუდიტის სამსახური რომ ყველა სამინისტრის მიერ დახარჯული ფული კაპიკებად დაითვალოს აუდიტის სამსახური არ ჭირდება იმის დანახვას რო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფული ქარს მიაქ ამდენი წელია 2 მიზეზია ან არ ვარგა მენეჯმენტი კლუბებში ან ვიღაცის ჯიბეში მიდის აარჩიეთ უკეთესი ფაქტია 30მილიონს თუ არ დახარჯავს სიტუაცია იგივე იქნება იიმ 100 ათასის ჩარიცხვაზე მაგარი ვიცინე :D თავიანტი ჯიბიდანაც კი არ იკადრეს მოკლება

ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, ნებისმიერ სფეროში და მათ შორის ფეხბურთში, როდესაც ფულს ხარჯავ, მითუმეტეს ბიუჯეტის (ხალხის), შედეგი უნდა მიიღო და არა მხოლოდ ხელფასები გამოწერო. და გამოვიდა ვინმე და განმარტა ბიუჯეტის (ხალხის) ფულის ხარჯვამ ფეხბურთელების და სხვათა ხელფასებში რა შედეგი მოიტანა განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთში (არარატთან რომ გვასახელა საბურთალომ მაგას თუ არ ჩავთვლით)?! გასაგებია რომ 2-3 წელში სიტუაცია რადიკალურად ვერ შეიცვლებოდა მაგრამ დადებითი დინამიკა ხომ მაინც უნდა ჩანდეს თუნდაც ეროვნული ჩემპიონატის დონეზე?! ფაქტი ჯიუტია შედეგი არ არის!!! უბრალოდ ბიუჯეტიდან ვინახავთ სპორტის ერთი სახეობის გარკვეულ წარმომადგენლებს, ფეხბურთი რომ სულ არ წაიშალოს ამ ქვეყანაში და მეტი არაფერი, სამწუხაროდ!!!

• გოგა

ფედერაცია უხდიდეს ხელფას ფეხბურთელებს ეგეთი არსად არ ხდება. 10 ნაცვლად ითამაშოს 6 ვმა და წელგამართულმა კლუბებმა, ვიდრე ესეთი სამარცხვინო ხდებოდეს. კი ბატონო გავიგებთ როცა უპატრონო გუნდს აფინანსებდეს სახელმწიფო, სარსებო თანხით, მაგრამ ყველას?

• მოქალაქე

კორონა ვირუს ერთადერთი რაც დადებითი აღმოაჩნდა ის არის რომ ფასეულობები შეიცვალა, ჩვენთან ფეხბურთზე გამოყოფილ თანხებზე რომ მსგავსი აგრესიაა წარმოიდგინეთ ევროპის ქვეყნებში რა მოხდება როცა ფეხბურთელები მალე მილიონერები კიარა მილიარდელები გახდებოდნენ ისე მიდიოდა სპორტის საქმე და ამ დროს ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, მაშველს... 1 500 დან 2 000 ევრომდე ხელფასი. ეს იყო აბსურდის პერიოდი, რეალის ბიუჯეტი ლამის იმდენია რაც ესპანეთის ჯანდაცვის სისტემის, როგორ შეიძლება თუნდაც რუსეთში ძიუბას 4 მილიონი ევრო ქონდეს ხელფასი და ამ დროს მედ პერსონალს პირბადეებს ვერ ურიგებენ. მსგავსი საუბარი ყველა ქვეყანაში დაიწყება, მაგალითად რუსულ პრესაშიც უკვე იბეჭდება მსგავსი შინაარსის სტატიები. სპორტისადმი ხვალინდელი მიდგომა ხალხის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც უკვე ყველგან სხვანაირი იქნება

• dinamo

ყველამ შევიგნოთ რომ არანაირი ფეხბურთის განვითარებისთვის ეს თანხები არ არის გამოყოფილი და არანაირ ფეხბურთის განვითარებას ეს ფული არ ხმარდება!!! ეს ფული არის კალაძის კლანისთვის გამოყოფილი!!! აი გულწრფელად თქვით ვის გგონიათ რომ რომარა კალაძე და მისი გავლენები საქართველოს ბიუჯეტიდან რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის თანხას ძვლის აგროვებს ფეხბურთის ფედერაციაში ჩაბუდებულ მის კლანს ასეულ მილიონ ლარს გამოუყოფდა? ეს მარაზმი უნდა შეწყდეს, კლუბებმა ისწავლონ ფულის შოვნა, და ბიუჯეტიდან ფული წავიდეს გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად და არა კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, კალაძე... საბანკო ანგარიშების შესავსებათ

• G.LA

ავტორს ვთხოვ ჩამოწეროს მაშინ სია, რომელ სპორტში ვართ უფრო წარმატებული ვიდრე ფეხბურთში. დავტოვოთ ის 3-4 სპორტის სახეობა და დანარჩენი გავაუქმოთ. ასეთია აქ უმრავლესობის ხედვა როგორც ვხედავ. სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებს ვერცერთი სპორტის სახეობა ვერც საქართველოში და ვერც სხვა რომელიმე ქვეყანაში. სპორტის გარეშე დეგრადაცია იქნება ქვეყნაში და რა ვქნათ, ყველაფერი გავაუქმოთ კორონას გამო?

• alexandre

დაფინანსება რომ შეეწყვიტათ, მაშინაც ილანძღებოდი ალბათ! როგორ არ გრცხვენიათ, ასეთ სტატიას რომ დებთ. თუკი ვინმეს ყავს სპონსორი, უახლოეს პერიოდში რა თანხა ექნება, რომ დააფინანსოს გუნდები. და ეს სახელწიფო დაფინანსება სუნთქვის საშუალებას მისცემს გუნდებს. გალაქტიონ, შვილო, რა იწერება შენ საიტზე, ის მაინც წაიკითხე: მგონი ბარსა კოტრდება და გუნდი იშლება. გესმით, რას ნიშნავს ეს. და თუ ვინმე (სახელმწიფო თუ ფიზიკური პირი) რამეთი დაეხმარება ქართულ ფეხბურთს, აქ ანალიზი უნდა დაიწყო თუ მადლობა თქვა. როგორც მუდმივი თქვენი მკითხველი, კატეგორიულად მოვითხოვ დაბეჭდეთ.

• bravo

მადლობა ავტორს, ძალიან ობიექტური და სამართლიანი სტატიაა. არ შეიძლება ესე გაზულუქება სახელმწიფოს ხარჯზე, ნება იბოძეთ და თუ რამის თავი გაქვთ მოიზიდეთ სპონსორები, აი ამის შემდეგ უკვე როგორც მოგეპრიანებათ ისე ყარეთ ფულები!!!

• ჯორჯვაშინგტონი

ბევრგან არის ნახევრად პროფესიონალური ან მთლიანად მოყვარულთა ლიგები... ანდორამ ფრე რომ გაგვიგორა ვინ იყვნენ? ბავშვები, ბაზები, სტადიონები, ინფრასტრუქტურა კი უნდა დაფინანსდეს.

• ზაზა

ადმინისტრაციების გასუქებაში არ უნდა მიდიოდეს ეს ფული. ფაქტი ერთია, რომ არამიზნობრივად იხარჯება. ბავშთა ტურნირი ვერ ჩაუტარებიათ ისე, რომ მშობლებს "ტურნირის ფული" არ ააკრეფინონ.

• ლევანი

ფულს სახელმწუფო არ უნდა უხდიდეთ, ექიმებს არ უხდის სახელმწიფიო და ფეხბურთელები ვინ არიან, გამოოიმუშავონ და მიიღონ.

• ექსპერტებს

მე ვიყო კორონა თუ ფედერაციაში ძმაკაცი მყავდეს ვინმე ან მე თუ 1ზე მეტჯერ ვყოფილიყავი ფედერაციის შენობაში,მაგრამ ბატონო გალაქტიონ არ გეწყინოთ და თქვენ ჭორაობთ, ძალიან შორს ხართ ფეხბურთისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას და ფეხბურთში უფრო უკეთ გარკვევას.

• zaza

samgundiani pirveloba sad ginaxiat machvin martivadaa saqme daadevi boqlomi fexburts da darchi saxlchi,mag fuli scorad unda daixarjos da ara msuqan dirextorebis da mati prachkebis sarchenad,ai machvin iqneba chedegi exla kide bardagia kanoni da momkitxavi aravinaa ager ukve30 celia lavrenti unda am saqmes xoda biujetis virtxebi ki ivlien mere fekaliebit savse pampersebit dd ari vinme dges amis gamketebeli ara.

• llcl da გულშემატკივარს

ნაცებიხართ ორივე,არ გიტყდებათ ნაციონალობა?გითხრეს რომ დაგეწერათ ასე

• Supporter

არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთელებისთვის და კლუბების ადმინისტრაციისთვისაც ეს სამსახურია ჩვეულებრივი და როგორც სხვა სფეროში არ არის კარგი ხალხის ქუჩაში უხელფასოდ დატოვება, იგივე არის აქაც. ამ ხალხიდან ალბათ 10% იღებს იმაზე მეტს, ვიდრე იმსახურებს, დანარჩენი 90% ჩვეულებრივი მოკვდავის ხელფასებზე არიან და მაგით არჩენენ ოჯახებს. სსფ-მ რომ ამ კლუბებს დაფინანსება შეუწყვიტოს, ეს ხალხი არა მარტო დღესვე აღმოჩნდებიან რთულ მდგომარეობაში, არამედ სამომავლო პერსპექტივასაც ეჭვქვეშ დააყენებენ.

• ბათუმის ფანი

მურტალოს სიტყვები მახსენდება-ხალხი ბრბოა...

• ჰაჰა

მე არ გეთანხმებით. ჩემი აზრით ხალხის ფულზე და კორონავირუსზე აპელირება არის "ბოლშევიკური" კეკლუცობა. ყველგან ეხმარებიან ეროვნულ ჩემპიონატს, აქ ჩვენ ახალი არაფერი აღმოგვიჩენია. (ნუ დიდი დიდი 10-15 სახელმწიფო იყოს გამონაკლისი). გაითვალისწინეთ, თუ სულ მოკვდა ჩემპიონატი, ბავშვთა ფეხბურთშიც არავინ არ მივა. ანუ, ბავშვებში პლანაქეშების რიცხვიც გაიზრდება. ეს ერთი მაგალითია. სხვაც მოიძებნება თუ კარგად გამოიკვლევენ. უბრალოდ ფეხბურთში მოტრიალე ხალხი არიან არაფროპესიონალები, პლიუს ამას ემატება ლატარია/თამაში/ნიძლავი რასაც მოყვება თამაშების ჩაწყობა. აი ამას უნდა ვებრძოლოთ ბოლშევიკური მეთოდებით და არა ფეხბურთს. პ.ს. აბა გაუშვით დიზლაიქები, ხალხის "ჭირვარამით" დღედაღამე მოფიქრალო ხალხო. (თუ დამიბეჭდეს განსხვავებული აზრი)

• ზურა

მართლა ირონიას იწვევს ის მიდგომა, რაც ბევრ გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეს აქვს! დავიწყებ თანხით. მთელი წლის განმავლობაში ყველა კლუბზე გაცემული 32 მილიონი ლარი ვისაც ბევრი ჰგონია, ძნელია საერთოდ სპორტზე ესაუბრო. ეს თანხა, ანუ 9 მილიონ ევროზე ნაკლები, საიდანაც საშემოსავლო და სხვა გადასახადების გამოკლებით 7 მილიონ ევროზე ნაკლებია, წლის განმავლობაში იმდენად მიზერულია, ამაზე ნაკლების გაცემა უკვე კლუბების ლიკვიდაციის ტოლფასია. რომელ ლიგაზე გასვლას და შედეგებს თხოვთ კლუბებს, რომელთა დაფინანსება 100, მაქსიმუმ 300 ათასი ევროა, როცა საშუალო ევროპულ კლუბებში ეს მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შემოსავალია. აღარაფერს ვამბობ საშუალოზე მაღალი დონის, მით უმეტეს გრანდების ფეხბურთელებზე, რომლებიც ამ თანხას 1 თამაშში იღებენ! ახლა ინფრასტრუქტურა, კომუნალურები, მგზავრობა, სასტუმროები, ეკიპირება, სამედიცინო მომსახურება და უამრავი სხვა. კი ბატონო, შესაძლოა ადმინისტრაციის ხელფასები გადანაწილდეს, მაგრამ როდესაც რეალურად ნახავთ, ამის საშუალება იმდენად მინიმალური აღმოჩნდება, რომ არაფერს შეცვლის! პ.ს. ნუ ცდილობთ ხალხის გაღიზიანებას, მით უმეტეს ასეთ რთულ სიტუაციაში!

• მეგრე

სამარცხვინოა ასეთ ძნელბედობის ჟამს საერთოდ ფეხბურთის და მითუმეტეს აბსოლუტურად წარუმატებელი ჭ კალასის გუნდების და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება და ისიც ასეთი ოდენობის თანხებით.

• გოგა

100% ვეთნხმები ავტორს.

• zviadi

ჩემპიონატში უნდა ითამაშოს მხოლოდ კერძო კლუბმა, თუნდაც ასეთი 3 გუნდი იყოს

• Qomagi

Me amdeni wlis mandzilze sportul saitze eseti simartle ar wamikitxavs...yochag!saertod moexsnat dapinanseba da ramdeni gundic darcheba darches

• llcl

ვეთანხმები ავტორს, რატომ ვუხდი ამ მკვდრებს ჩემი ჯიბიდან ფულს? კი ბატონო, ყველა ქალაქში დააფინანსონ სტადიონების, ბაზების მშენებლობა, 18 წლამდე ბავშვებისთვის უფასო უნდა იყოს სექციაზე სიარული, ესევე ეს ბავშვები უნდა მომარაგდნენ ატრიბუტიკით. დანარჩენი კლუბებმა თვითონ ნახონ სპონსორი, თუ ვერ ნახავენ და აი დარდი, დარჩეს იმდენის კლუბი რამდენიც დარჩება და იყვნენ თვითდაფინანსებაზე, ამდენ უნიჭო ფეხბურთელს და მწვრთნელს ფულს ნუ უხდით ჩემი ჯიბიდან, გაიგეთ!

• G.LA

ახლა ამაზე ლაპარაკი უადგილოა. როგორც დაიწყო ჩემპიონატი ისე უნდა დასრულდეს და რა თქმა უნდა დაფინანასებაც უნდა გაგრძელდეს. უნდა მიეცეთ დრო თუნდაც მომავალ სეზონამდე და გადავიდეთ სხვა ფორმაზე, ან ნაწილობრივ დაფინანასებაზე სახელმწიფოს მხრიდან, ან მხოლოდ იმ გუნდების არსებობაზე ვისაც მფლობელები გამოუჩდებათ. სხვანაირად ამ დაქცეულ ფეხბურთს საერთოდ დავმარხავთ.

• akademia

როგორც ირკვევა ფონდი გუნდებს აფინანსებს და ამ დროს ლოკომოტივმა 70-პრ დააკლოფეხბურთელებს ხელფასი,აი ფედერაცია და ფონდი თუ როგორ ეფექტურად მუშაობს,

• გულშემატკივარი

100℅ ვეთანხმები ავტორს! ხალხის ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი ვითომ ფეხბურთი! ( საყურებლად რომ მიხვიდე ვერ უყურებს ისეთი დონეა უმაღლეს ლიგაში... სხვა ლიგები რა იქნება წარმოდგენადაც არ ღირს)

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება

ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში

სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა

სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს