64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი მზადაა, „ჩელსის“ გამო თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დასტოვოს
გუს ჰიდინკი მზად არის „ჩელსის“ გამო თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დასტოვოს. 64 წლის ჰოლანდიელს მიზეზად ის მოაქვს, რომ სანაკრებო ფეხბურთი მობეზრდა და კლუბში ყოველდღიური მუშაობა სურს. ის, რაც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა სხვა არაფერია თუ არა „ლურჯების“ მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის წინადადებაზე დათანხმება - აბრამოვიჩს კარლო ანჩელოტის გაშვების მერე მის ადგილზე, ყველაზე მეტად ჰიდინკის მიყვანა უნდა.

„არასდროს მითქვამს, რომ თურქეთის ნაკრებში დარჩენას ვაპირებ. ენერგიული ადამიანი გახლავართ და ყოველდღიური მუშაობა მსურს. ვატყობ, რომ მეტი აქტიურობა მჭირდება და ამიტომ საკლუბო ფეხბურთში გადასვლა მირჩევნია. ამ საკითხზე თურქეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ის ჭკვიანი კაცია და პრესას თვალს ადევნებს. მეორე მხრივ, ჯერ ოფიციალური წინადადება არავისგან მიმიღია და უფრო დეტალურად ვერაფერს გეტყვით“.

როგორც მოსალოდნელია, აბრამოვიჩი ჰიდინკის გადაბირებას შემდეგი კვირიდან შეუდგება, რადგან ამ კვირაში ჰოლანდიელი დაკავებულია - დღეს თურქეთის ეროვნულ გუნდს ბელგიის ნაკრებთან აქვს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. ცნობისთვის: ჰიდინკს, ხელშეკრულების თანახმად, თურქეთში მუშაობა კიდევ ერთი წლის განმავლობაში მართებს. კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში 4 მილიონი დოლარი ექნება გადასახდელი, რასაც „ჩელსი“ თუ გადაუხდის, ასე რომ, ძირითადად, ყველაფერი აბრამოვიჩზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა „ჩელსის“ სათავეში ლუიშ ფელიპე სკოლარის მერე რამდენიმე თვე დაჰყო და „ლურჯებს“, 2009 წელს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაგებინა. ამბობენ, რომ აბრამოვიჩს ის დღემდე ბოსს ეძახის და მასთან რეგულარულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

„ანდერლეხტის“ 18 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კი დასავლეთ ლონდონში ახალი მწვრთნელის ჩაბრძანებას არ ელოდება და „ჩელსიში“ გადასვლაზე ფიქრობს - ამ ბიჭსა და „ჩელსიზე“ ადრეც ლაპარაკობდნენ. მეორე მხრივ, ბელგიელი ყმაწვილკაცის სახელს ინგლისის ძალიან ბევრ გუნდთან აკავშირებენ. „ჩელსი“ უკვე ვახსენეთ. კიდევ, ამბობენ, რომ ლუკაკუს გადაბირებით დაინტერესებულები არიან „ლივერპული“, „ტოტენჰემ ჰოთსპური“, „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“, თუმცა ფეხბურთელს მხოლოდ ისეთ კლუბში უნდა გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და, შესაბამისად, „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ ყოველგვარი აწონ-დაწონვის გარეშე ეუბნება უარს.

ლუკაკუ „ანდერლეხტის ძირითად შემადგენლობაში ორი სეზონია რაც გამოდის და ამ ხნის განმავლობაში 71 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. ყმაწვილმა თქვა:

„მინდა ჩემი ამბავი ორშაბათისთვის გაირკვეს, რადგან სამშაბათს კოლეჯში გამოცდები მეწყება და ზედმეტი თავისტკივილი შემაწუხებს. „ანდერლეხტს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ თუ თუ ინგლისის ორ ან სამ საუკეთესო გუნდში გადავალ. მინდა ვითამაშო სტადიონზე, სადაც 50 ათასი კაცი ეტავა და ჩემპიონთა ლიგის ზეიმია“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა