"სოვეტსკი სპორტმა" აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო ევროპაში ჩემპიონატი მხოლოდ ბელარუსში მიმდინარეობს, ამ ქვეყნის პირველობის მატჩებს კი ინგლისსა და საფრანგეთშიც კი აჩვენებენ. გამოცემამ რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის, გიორგი ქანთარია და გაბრიელ რამოსი გამოჰყო, რომლებსაც მათი მოსაზრებით, რუსეთის პრემიერლიგის გუნდებმა უნდა მიაქციონ ყურადღება.

გიორგი ქანთარია (ნემანი)

22 წლის, ცენტრალური მცველი/საყრდენი ნახევარმცველი

ბელარუსის ჩემპიონატი 2020: 4 მატჩი, 1 გოლი

სატრანსფერო ღირებულება: 200 ათასი ევრო

ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონში საყრდენის პოზიციაზეც ითამაშა (ერთხელ დაცვის მარჯვენა ფლანგზე), ხოლო მისმა გუნდმა 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. პირველი გაშვებული გოლი შესაძლოა, ქანთარიას ბრალიცაა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მომო იანსანეს საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა.

სხვა შემთხვევებში ქართველი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა. შეიძლება გამოცდილება და შეტევისთვის საჭირო უნარები ჯერ არ ჰყოფნის, მაგრამ მეტოქის იერიშებს კარგად აჩერებს. პარტნიორები პენალტის შესრულებას ანდობენ, რაც მის ავტორიტეტსა და თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს.

კლუბის საიტი ქანთარიას ასე ახასიათებს: "პირველივე სეზონში ძალიან დამაჯერებლად იასპარეზა. პირველივე მატჩებიდან მოაწონა თავი გულშემტკივრებს დაცვის ცენტრში გაბედული და თავდაუზოგავი თამაშით. 2017 წელს ქომაგებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს".

გაბრიელ რამოსი (ტორპედო - ბელაზი)

24 წლის, მარცხენა თავდამსხმელი

ბელარუსის ჩემპიონატი 2020: 3 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

სატრანსფერო ღირებულება: 250 ათასი ევრო

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, რამოსმა ახლახან გამოიცვალა კლუბი - ბათუმიდან ჟოდინოში ერთი თვეც არ არის, რაც ჩამოვიდა, თუმცა უკვე მიიქცია ყურადღება.

პირველივე ტურში, 91-ე წუთზე საჯარიმოდან ცხრიანში ჩააჭედა ბურთი, მეოთხე ტურში კი "ენერგეტიკს" მარტო გაუსწორდა - 2:0. ჯერ თანაგუნდელს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი საჯარიმოს გარედან ისევ ცხრიანში გაიტანა ბურთი.

ბრაზილიელი მარცხენა ფლანგზე ირჯება, ბურთს მოედნის სიღრმეში იღებს, მოედანს კარგად ხედავს და პასებს ანაწილებს, ფეხზე ძალიან მყარად დგას და ბურთის თრევა უყვარს. ტექნიკურია. თავის გუნდს სამიდან ორი გამარჯვება მან მოუპოვა. სხვათა შორის, ჟოდინოელებმა ერთადერთი მარცხი მაშინ განიცადეს, როდესაც გაბრიელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კარგი გუნდი გვყავს და დაგამარცხებთ - განუცხადა ბელარუსებს გიორგი ქანთარიამ
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
გიორგი ქანთარიას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
გიორგი ქანთარია ბელარუსში ლეგიონერად აღარ ჩაითვლება
ქართველმა მცველმა "ზიდანის ფინტით" მეტოქე ეფექტურად ჩამოიცილა [VIDEO]
ბელარუსული კლუბის ფანები: ვხვდებით, რომ "ვიღაც" გვატყუებს!
გაბრიელ რამოსი: ო, ბათუმი! - საქართველოში რაღაცას მივაღწიე და დაბრუნება არ მინდოდა
გაბრიელ რამოსმა ბათუმის "დინამო" დატოვა
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა